x
მეტი
  • 26.06.2019
  • სტატია:91599
  • ვიდეო:341048
  • სურათი:453606
საავტომობილო ბრენდები, რომლებიც გაქრნენ და შეწყვიტეს არსებობა


1)Packard - ერთ-ერთი ის ბრენდია, რის გამოც დეტროიტს "მოტორის ქალაქი" დაერქვა, თითქმის ერთდროულად დაარსდა Ford-თან(1903 წელს)ერთად, "პაკარდის" ქარხანა ამზადებდა ლუქსი კლასის ავტომობილებს, მაღალი ხარისხის და საიმედოობით ლიდერიც გახდა ამ სეგმენტში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Packard -ი საშუალო კლასის ავტომობილებზე გადავიდა და დამარცხდა კონკურენტებთან ბრძოლაში, 1958 წელს კომპანიამ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი.(ცნობისთვის-საბჭოთა პერიოდში თბილისის სათამაშოების ფაბრიკა "სიხარული" სხვებთან ერთად სწორედ Packard -ის მინი-მოდელებით ახარებდა ბავშვებს.)

imageimage

ასე გამოიყურება დღეს Packard -ის მიტოვებული ქარხანა

image

image

image

image

Studebaker-კიდევ ერთი ამერიკული საავტომობილო ბრენდი, არსებობა შეწყვიტა 1966 წელს, საბჭოთა კავშირმა ამ მარკის სატვირთოები მეორე მსოფლიო ომის დროს გაიცნო, როდესაც ამერიკელებმა, როგორც მოკავშირეებმა 180 000 ცალი გამოაგზავნეს.

image

მიუხედავად გაკოტრებისა, Studebaker-მა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო ავტომრეწველობაში

imageფოტოზე-Studebaker Cruiser-უკანასკნელი მარკის ავტომობილი, გამოშვებული 1966 წელს.

image

image

MG Rover-ბრიტანული საავტომობილო ბრენდი 1906 წელს დაარსდა და ცოტა დააკლდა 100 წლიანი იუბილე ეზეიმა, 2005 წელს ქარხანამ ბანკროტი გამოაცხადა, არა და სწორედ აქ მზადდებოდა, თუნდაც ლეგენდარული Rover Mini და თავის დროზე ქარხანაში 25 000 ადამიანი მუშაობდა.

image

დღეს რომ ქარხანაში შეიხედოთ ისეთი შთაბეჭდილება რჩება მიწისძვრა იყო და თანამშრომლები უცებ სადღაც გაიფანტნენო.კონვეირზე დაუმთავრებელი ავტომობილების ჩონჩხებია შემორჩენილი.

image

image

image



De Lorean-ლეგენდად ქცეული ავტომობილი საკულტო ფილმი-ტრილოგიიდან "უკან მომავალში", ირლანდიაში მდებარე ქარხანამ სულ სამი წელი იარსება და დაიხურა 1983 წელს, დახურვის შემდეგ 2000 ცალი De Lorean DMC-12 დარჩა საწყობში გაუყიდავი, რომელიც საერთო ტირაჟის 23 % იყო, დანარჩენი მხოლოდ ფილმის გამოსვლის შემდეგ გაიყიდა, როდესაც ავტომობილი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი.

image

image

image

image



General Motors -ეს იყო სენსაცია, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესმა და წამყვანმა ბრენდმა თავი ბანკროტად გამოაცხადა, 2009 წლისთვის General Motors-ის დავალიანება 30 მილიარდი დოლარი იყო, ერთბაშად შეწყდა იმ ავტომობილების მარკების გამოშვება, რომელსაც ეს კომპანია ამზადებდა Hummer, Oldsmobile, Pontiac, Saturn და შვედური Saab -ი.

imageფოტოზე:Pontiac Trans Sport -გამოდიოდა 1999 წლამდე


აქციონერების მეშვეობით ამავე ბაზაზე შეიქმნა დამოუკიდებელი კომპანია Motors Liquidation Company, სადაც ამჟამად მზადდება 4 მარკის ავტომობილი:Buick, Cadillac, Chevrolet და GMC.

image


ასევე იხილეთ

image

1916 წელს ქვეყნის მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის იმპერიაში საავტომობილო მრეწველობის განვითარებას, გადაწყდა აშენებულიყო 6 ახალი საავტომობილო ქარხანა და მათ შორის იყო "Торговый дом Кузнецов, Рябушинские и К˚" რომელსაც უნდა დაემზადებინა სატვირთო ავტომობილები იტალიური FIAT 15 Ter-ის ...

"ამ საწარმოების დაკარგვა არ შეიძლება, МАЗ, БЕЛАЗ, МТЗ -ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და ჩვენი ავტომრეწველობა"-აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ამასთანავე ქვეყნის პრეზიდენტმა გამოთქვა უკმაყოფილობა მინსკის ავტოქარხნის მუშაობის ეფექტურობაზე. "საწარმო გარეგნულად არ არის ცუდი, კოლექტივიც კარგია(ჯერ რა სკოლაა!), მაგ...

10-ირანი-წელიწადში 1, 4 მლნ. ცალი ავტომობილი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) 10%-ს შეადგენს, რითაც მხოლოდ ნავთობის და გაზის მრეწველობას ჩამორჩება.ავტომრეწველობაში დასაქმებულია 500 000 ადამიანი, ეს ქვეყნა 6 სხვადასხვა სახეობის ავტომობილებს ამზადებს:მსუბუქს, სატვირთოს, ავტობუსებს, ჯიპებს და პიკაპებს. 9)კანადა- წელიწადში 2, 1 მლნ.ცალი ავტო...

საბჭოთა ავტომრეწველობაში მოიძებნება ავტომობილები, რომელიც თავის დროზე საკმაოდ პროგრესული იყო და უტოლდებოდა ყველაზე პრესტიჟულ საზღვარგარეთულ ანალოგებს, თუნდაც "პობედა", სულ ცოტა ხნით, მაგრამ მსოფლიო ინჟინერული თვალსაზრისით ავანგარდული, ასევე აღსანიშნავია ვაზ-2121-ნივა, თავის დროზე ერთ-ერთი საუკეთესო კომპაქტური და კომფორტაბელური ყველგანმავალი, ...


0
313
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0