x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რძის აბაზანა მოხუცი ქალბატონის თანხლებით, ვინ არიან ეს ადამიანები და რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან?

image


ინტერნეტ სივრცეში, საკმაოდ უცნაური ფოტოსურათები უკვე დიდი ხანია "ნავარდობს", რომელიც საზოგადოებას პირველივე დანახვისთანავე საგონებელში აგდებს. ფოტოებზე აღბეჭდილი მამაკაცები, ხანდაზმული ქალბატონის თანდასწრებით რძის აბაზანებს იღებენ. სურათებზე ასახული სიტუაცია არაერთ კითხვას ბადებს, ვინ არის ეს ქალბატონი, რა პროცედურაა, რატომ აქვს ყველა მამაკაცს ასეთი გამომეტყვლება, და რაც მთავარია არიან თუ არა ეს ადამიანები სრულ ჭკუაზე? თუკი ოთახში არსებულ უცნაურ ატმოსფეროსა და განსაკუთრებით, იტაკზე დაგდებულ თოკს გავითვალისწინებთ მაშინ, ბოლო კითხვის ლეგიტიმურობაც ლოგიკური ხდება, რაც შეეხება პასუხებს, იდუმალებით მოცულ კითხვებზე გპირდებით, რომ ისინი თქვენც გაგაოცებთ.


image


პირველად, ეს უჩვეულო ფოტოები ლოს - ანჯელესის მაცხოვრებლებმა 2017 წელს იხილეს. ერთ მშვენიერ დღეს, "ანგელოზთა ქალაქის" ცენტრალური ქუჩები სარეკლამო განცხადებებით აჭრელდა, რომლებიც მოქალაქეებს "რძის აბაზანის მიღებას" სთავაზობდნენ. საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ მოწოდებაში ავტორი აღნიშნულ შეთავაზებას, მხოლოდ ძლიერ სქესს სთავაზობდა. "შეგიძლიათ ჩემი ღრუბლით ისარგებლოთ, მე კი თვალყურს გადევნებთ", - იუწყებოდა სარეკლამო ტექსტი.



image


ავტორი ყველა დაინტერესებულ პირს მითითებულ საიტზე ამისამართებდა, სადაც მათ პასუხების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი თავსატეხი ელოდათ. მამაკაცები ყველა ფოტოზე თეთრ პერაგში შემოსილი ასაკოვანი ქალბატონის თანდასწრებით რძის აბაზანას იღებენ (სარეკლამო განცხადებაში მსურველებს სოიოს გარდა, ნუშისა და ჩვეულებრივი რძის აბაზანებს სთავაზობდნენ) იქვე ახლოს, იატაკზე თოკია, ძველი, გაცრეცილი კედლებიდან კი ნახევრად ჩამოგლეჯილი შპალერის ნაწილები მოჩანს, ყველაფერი მოუვლელი და ჭუჭყიანია, სავარუდოდ, ოთახში დიდი ხანი არც რემონტი გაკეთებულა და არც ნივთები შეცვლილა.


image


და მაინც რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან? პასუხი იმაზე მარტივია ვიდრე თქვენ გგონით. ეს კომიკოსისა და ფოტოგრაფის ალან ვაგნერის სარეკლამო აქციის ნაწილია, რომელიც მან სასმელის მწარმოებელ კომპანიას, ახალი აუდიტორიის მიზიდვის მიზნით წარუდგინა, თუმცა დამქირავებელმა მას შეთავაზებული კონცეფცია დაუწუნა, მიზეზად კი, "არასტანდარტულობა" დაასახელა.


image


მაშინ ალანმა თავად სცადა დამკვეთისთვის თავისი "ორიგინალური" იდეის ეფექტურობა დაემტკიცებინა, მან ფოტოსურათების მთელი სერია გადაიღო, სადაც ძირითადად მისი მეგობრები და ნაცნობები მონაწილეობდნენ. ხელოვანს პროექტი მთლიანობაში 300 დოლარი დაუჯდა, მითითებულ საიტზე ვიზიტორთა როდენობამ კი ერთ კვირაში 500 ათას გადააჭარბა.


image


"მე ძალიან მომწონს ის კონცეფცია, რომელიც მოვიფიქრე. ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც მამაკაცებს აბაზანის მიღებაში ეხმარება, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ორიგინალური და განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესისგან სიამოვნებას არავინ იღებს, ადამიანები მასში მაინც მონაწილეობენ. საზოგადოებაში კი, ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი დეტალები, საბოლოო ჯამში დიდ ინტერესსა და ინტრიგას ბადებს, " - განაცხადა იდეის ავტორმა.



image


ასე, რომ კომიკოსის და ფოტოგრაფის - ალან ვაგნერის ეს უჩვეულო წამოწყება სხვა არაფერი იყო, თუ არა ახალი პროდუქტის მიმართ საზოგადოების ყურადღების გაზრდის მიზნით კარგად მოფიქრებული მარკეტინგული სვლა. უცნობია, შედგა თუ არა თანამშრომლობა დამკვეთ კომპანიასა და ხელოვანს შორის, თუმცა ფაქტი ერთია, ვაგნერის მიერ სწორედ დაგეგმილმა და განხორცილებულმა სტრატეგიამ ერთმნიშვნელოვნად გაამართლა.



0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
193