x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ათეროსკლეროზი

image
ათეროსკლეროზი ქრონიკული ავადმყოფობაა, რომელიც ვითარდება ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის დარღვევის შედეგად, დამახასიათებელი ცვლილებები ძირითადად ვითარდება ელასტიკური და კუნთოვან-ელასტიკური ტიპის არტერიებში და ვლინდება ინტიმაში ლიპიდების, ცილების კეროვანი ჩალაგებით და მათ მიმართ შემართებელი ქსოვილის რეაქციული გამრავლებით. რაც ამცირებს არტერიების სანათურის დიამეტრს და ზღუდავს სისხლის მიმოქცევას.

ათეროსკლეროზის განვითარებაში წამყვანი მნიშნელობა აქვს: 1.ნივთიერებათა ცვლას 2.ჰორმონებს3.ჰერმოდინამიკას 4.ნერვულ სისტემას 5.სისხმილოვან 6.ეთნიკურ ფაქტორებს.

თანამედროვე მონაცემებით ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო ქოლესტერინის სიჭარბეს არამედ ლიპოპროტეინების ცვლის დარღვევას, რომლის დროსაც სისხლში მატულობს დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპოტეინები, მათი სიჭარბის გამო უჯრედში ქოლესტერინით რეგულირებადი მეტაბოლიზმი იცვლება არარეგულირებადი ცვლით, რაც იწვევს უჯრედის ქოლესტერინის დაგროვებას.

მნიშვნელოვანია ჰორმონული ფაქტორები, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი და ჰიპოთირეოზი ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, ხოლო ჰიპერთირეოზი და ესტროგენები ხელს უშლიან. ასევე მის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება სტრესულ ფაქტორებს და კონფლიქტურ სიტუაციას.

ათეროსკლეროზის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს ორ ჯგუფად არამოდიფიცირებად და მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებად ყოფენ.

არამოდიფივირებად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

ასაკი (40-50) რაც უფრო დიდია ასაკი, მით უფრო მაღალია ათეროსკლეროზის განვითარების რისკი, ამის გამო ხშირად ატეროსკლეროს სიბერის თანმხლებ მოვლენად განიხილავენ, თუმცა მოზარდებშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.

სქესი-მამაკაცებს ათეროსკლეროზი ქალებზე გაცილებით ადრე ეწყებათ და 50 წლამდე მისი განვითრების ალბათობა 4-ჯერ მეტი აქვთ.

გენეტიკური წინასწარგანწყობა- ადამიანი რომლის ახლო ნათესავი ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმით იყო დაავადებული, მაღალი რისკია ათროსკლეროზი თავადაც განუვითარდეს.

მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

თამბაქოს მოხმარება-რომელიც საგრძნობლად ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას.

სიმსუქნე-ზრდის როგროც ათეროსკლეროზის, ასევე ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობას.

შაქრიანი დიაბეტი-ამ შემთხვევაში ათეროსკლეროზის განვითარების მაღალი რისკი დიაბეტის ფონზე ნივთიერებათა ცვლი დარღვევას უკავშირდება.

არაჯანსაღი კვება-დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღება ხელს უწყბს დისლიპიდემიას და აჩქარებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას.

დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია: სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება ლიპიდურ ფრაქციებთან კავშირში, არტერიოგრაფია, გულის ასკულატაცია, გულის კუნთის რენგენოგრაფია, გულის ულტრა-ბგერითი გამოკვლვა, კიდურების სიხლძარვების დოპლეროგრფია.

მკურნალობა- ათეროსკლეროზის სამკურნალო საშუალება ამჟამად არაარსებობს მაგრამ ცხოვრების ჯანსაღმა წესმა შეიძლება შეაჩეროს მისი გაუარესება, მაგალითად მავნე ჩვევებზე უარის თქმამ, დიეტის დაცვამ, სხეულის წონის ნორმალიზებამ, ფსიქლოგიური კონფორტის შექმნამ, ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების დანიშვნამ, ასევე ათეროსკლეროზს ქირუსგიული მეთოდით მკურნალობენ რომლის მიზანი შევიწროებული კაპილარების ბალონური გაფართოებაა.


0
94
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0