x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
განუკურნებელი სენით დაავადებული ფეხბურთელი გამოსამშვიდობებელ საღამოს აწყობს

image


ჰოლანდიელი ფეხბურთელი ფერნანდრო რიკსენი, რომელიც განუკურნებელი სენით არის დაავადებული, საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოაცხადა, რომ აწყობს გამოსამშვიდობებელ საღამოს.



შეხვედრა შედგება 28 ივნისს, გლაზგოს ერთ-ერთ სასტუმროში, 42 წლის რიკსენმა განაცხადა, რომ დაიღალა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის(იგივე ლუ გერიგის დაავადება) წინააღმდეგ ბრძოლით-ცენტრალური ნერვული სისტემის განუკურნებელი დაავადება, რომელიც საბოლოოდ იწვევს დამბლას და კუნთების კვდომას, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას ჩაუდგეს სალაპარაკო მოწყობილობა, რადგან მას უკვე აღარ შეუძლია საუბარი.

image

ამჟამად ფეხბურთელი სრულიად პარალიზებულია, რიკსენმა დაავადების შესახებ 2013 წელს შეიტყო გლაზგოში, შოტლანდიაში ნებადართულია ევთანაზია.



ფერნანდრო რიკსენმა საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა, იყო ჰოლანდიის ნაკრებში, (ითამაშა 12 მატჩი)აგრეთვე თამაშობდა "ფორტუნაში", "გლაზგო რეინჯერსში" და "ზენიტში".არის ორგზის შოტლანდიის და რუსეთის ჩემპიონი, უეფას და სუპერთასის მფლობელი.

0
186
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0