x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"გიჟი მამაა, როგორც ყველა და მის მდგომარეობაში ბედმა არავინ ამყოფოს" - გოჩა მირცხულავას ფეისბუქსტატუსი ( + ვიდეო )

image2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა, რომელსაც მეთერთმეტე კლასელები ლევან დადუნაშვილი და დათუნა სარალიძე შეეწირნენ. თითქმის წელიწად ნახევარია გასული და სარალიძის მკვლელი ( რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული) დღემდე ბოლომდე გაუგებარი და გამოუძიებელია. მოგეხსენებათ, დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთელი ამ ხნის მანძილზე ქუჩაში აპროტესტებდა უსამართლობას და არა ერთხელ გამოსულა ქართული საზოგადოება რუსთაველზე მის დასაცავად. ბოლო დროს გაუბედურებული მამა აქციებზე აღარ ჩნდებოდა და ჟურნალისტების ზარებსაც აღარ პასუხობდა. მათ შორის გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორს ელისო კილაძეს, რომელიც თვეების მანძილზე შვილმკვდარი მამების გვერდით იდგა, ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის არც დირექტორს და არც ჟურნალისტებს.განაწყენებულმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სტატუსიც კი მიუძღვნა ამ ფაქტს, რასაც თავის მხრივ ზაზა სარალიძის გამოხმაურება მოჰყვა და "კვირის აქცენტებში" წამყვანებსა და დაზარალებულ ზაზა სარალიძეს შორის უმწვავესი დაპირისპირება და დებატები მოჰყვა. მომხდარმა პირდაპირმა ეთერმა ქართული საზოგადოების მრისხანება და გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სოციალურ ქსელში მათი სტატუსებით და კომენტარებით ვგებულობთ. imageაი რას წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე: -" ასჯერ რომ დაეცეს, იმ გზაზე რასაც შვილის მკვლელების დასჯა ჰქვია, ათასჯერ რომ შეეშალოს, ათი ათასჯერ შეცდეს - ვერ გაკიცხავთ, ვერც ჭკუას დაარიგებთ! გიჟი მამაა, როგორც ყველა და მის მდგომარეობაში ბედმა არავინ ამყოფოს. ამიტომ, შეეშვით მისთვის ჭკუის სწავლებას. მისი ტკივილი ჩვენთვის გაუგებარია და შესაბამისად, მისი ბრძოლის ყველა მეთოდი გამართლებული. ვერავინ გაკიცხავს ვისაც მორალის ნატამალი გააჩნია. ჰო, ისე, ვის უნდა ესაუბროს გაყიდულის იარლიყი რომ არ ჰქონდეს? მას აქვს უფლება ისაუბროს ყველასთან და პირველ რიგში ესაუბროს, ითანამშრომლოს და ებრძოლოს ხელისუფლებას, ესაუბროს, გამოიყენოს და ადგილი მიუთითოს ოპოზიციას.
ადამიანურ კონტექსტში კიდევ ოპოზიცია და უმრავლესობა არ მესმის ასეთ და ამნაირ საქმეებში, რადგან ადამიანური - მორალური სოლიდარობა სხვა რამეა. მას მიზნის მისაღწევად ვერავინ დაუწუნებს ტაქტიკას, სტრატეგიას, ეთიკას... ნუ შეშლით, ნუ გადადგამთ ჭკუიდან იმის გამო, რომ მის ქცევებში რაღაც არ მოგწონთ. ის კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს. ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ, მისთვისაც და მისი გარდაცვლილი შვილისთვის."image

Gocha Mirtskhulava4 hrsასჯერ რომ დაეცეს, იმ გზაზე რასაც შვილის მკვლელების დასჯა ჰქვია, ათასჯერ რომ შეეშალოს, ათი ათასჯერ შეცდეს - ვერ გაკიცხავთ, ვერც ჭკუას დაარიგებთ! გიჟი მამაა, როგორც ყველა და მის მდგომარეობაში ბედმა არავინ ამყოფოს. ამიტომ, შეეშვით მისთვის ჭკუის სწავლებას. მისი ტკივილი ჩვენთვის გაუგებარია და შესაბამისად, მისი ბრძოლის ყველა მეთოდი გამართლებული. ვერავინ გაკიცხავს ვისაც მორალის ნატამალი გააჩნია. ჰო, ისე, ვის უნდა ესაუბროს გაყიდულის იარლიყი რომ არ ჰქონდეს? მას აქვს უფლება ისაუბროს...

0
519
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0