x
მეტი
  • 14.10.2019
  • სტატია:95601
  • ვიდეო:343067
  • სურათი:457572
პერიოდი გვაქვს საგანგებო, კოსმიური შტორმის პერიოდი იწყება - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

image
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი "იმედის დილაში" მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.


მისი თქმით, პერიოდი გვაქვს საგანგებო, კოსმიური შტორმის პერიოდი იწყება.


ცაგარელის თქმით, სხვადასხვა სახის პრობლემების მოზღავვება იწყება. კოსმოსი გვიწყობს გამოცდას თავდაჭერაზე, ყურადღებაზე, სიფრთხილეზე.


არავითარი ახალი ხელშეკრულებები და საქმეები.


ვერძი - აქტიურია, ენერგიული, ინიციატივიანია, მაგრამ უყაირათოა. სულსწრაფია, ყველაფერი ეჩქარება და სწორედ აქ უშვებენ შეცდომებს. განსაკუთრებული სიფრთილე ფინანსებთან.


კურო - რთული პერიოდი აქვს, ჯანმრთელობა არასტაბიულურია და ფსიქოემოციური მდგომარეობაც ისე რა. კონფლიქტებში არ შეხვიდეთ, არავითარი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბიზნესი, წამგებიანია. ფულთან ძალიან ფრთხილადა, რადგან შესაძლოა ფინასური მაქინაციების ანკესზე შესაძლოა მარტივად წამოეგოს.


ტყუპები - ენერგოტონუსი და შანსები მაღალი აქვს. გრძნობს თავის გონებამახვილობას და კომუნიკაბელურობას სხვების მანიპულირებისთვის იყენებს. ვიყოთ ყურადღები, ფინანსებთან ფრთხილად, არავითარი სერიოზული მოლაპარაკება.


კირჩხიბი - ყველაზე მძიმე პერიოდი აქვთ.ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, ფარული მტრები, კონფლიქტები, ჭორები, ყველაფერი მაღალია, სახლში თუ სამსახურში. მაქსიმალურად ფრთხილად იყავით.


ლომი - არავითარი მნიშვენლოვანი ინფორმაციის გათქმა, რადგან ამას თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. არავითარი ხელშეკრულებების დადება. დაპირისპირების ტენდენცია შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან მაღალია. ტონუსი მაღალია, ქარიზმა მაღალია, შესაძლებლობა არის, მაგრამ წყალქვეშა დინებებს მიაქციეთ ყურადღება.


ქალწული - მაქსიმალური ყურადღება მართებთ კოლეგებთან, პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. კონფლიქტების ფონზე მაღალია ურთიერთდაპირისპირების რისკი. შესაძლოა სამსახურში მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს, რაც მოულოდნელობა იქნება. იყავით მეტად ყურადღები და ფრთხილად.


სასწორი- მოერიდეთ მოგზაურობებს, რადგან მოულოდნელი პრობლემების ალბათობა ამ დროს დიდია. იყავით ორიგინალურები და არაოდრინალურად იმოქმედეთ, აქ უფრო ემტი შანსი გექნებათ იდეების რეალიზაციის კუთხით.


მორიელი - განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.ფინანსური პრობლემების და კრახის სერიოზული ტენდენცია მაღალია. არავითარი კაპიტალდაბანდება და სერიოზულ საქმეებში ფულის ჩადება. მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ ამ პერიოდში, რათა შეცდომები არ დაუშვათ.


მშვილდოსანი - ცოტა რთული პერიოდია. მაქსიმალურად ეცადეთ რომ ან დაისვენოთ, ან გავერიდოთ საზოგადოებას. არავითარი ზედმეტი სარკასტული გამოთქმები და პირდაპირობა არ გინდათ, რათა არ აწყენინოთ ადამიანებს. ფულის ზედმეტ ხარჯვას მოერიდეთ და მაქსიმალურად გადაანაწილეთ.


თხის რქა - არნახულად ჯიუტია, არავის მოსმენა არ სურს. მაქსიმალურად უკან უნდა გადადოს სიჯიუტე, თუ არ უნდა ნდობა დაკარგოს როგორც სახლში, ასევე სამსახურში. მას უნდა მარტო თავისი პოზიციის გატარება, რასაც მოჰყვება კონფლიქტები.მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს, ენერგოტონუსი კლებულობს, ამბიცია მატულობს და ეს შესაძლოა პრობლემების მომტანი გახდეს.


მერწყული - მოქმედებს პრინციპით ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან და ამიტომ სულ იჭედება და არ გამოსდის. ამიტომ ახალი იდეების რეალიზაციის დრო ახლა არ არის. დაისვენოს, დაალაგოს თავში გეგმები და ამისთვის მოემზადოს, რადგან შემდეგი კვირა 16 -დან 21 -მდე შედარებით ამოგვასუნთქებს.


თევზები - რთული პერიოდი აქვთ, კრიტიკა სხვათა მხრიდან, ჭორები, ინტრიგები მაღალია. სახლშიდ ა სამსახურში დაძაბულობის ელმენტები მატულობს. თუმცა ამის გამო დეპრესიაში არ უდნა ჩავარდეთ, პირიქით, უნდა იბრძოლოთ საკუთარი ინტერესების დასაცავად, რათა თქვენი პოზიცია გაიმაგროთ. კონფლიქტების ტენდენცია მაღალია, თქვენი დიპლომატია და თავდაჭერა უნდა იყოს სათანადო დონეზე.


"ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებულია"



0
2071
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2071
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0