x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნახეთ, რას წერს ნიკა გვარამია ზაზა სალარიძეზე პირდაპირი ეთერის შემდეგ
image


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ზაზა სალარიძის შესახებ წერს.


მისი თქმით, იმ ეთერის შემდეგ, სადაც სარალიზე ჰყავდა სტუმრად არაფერი დარჩა სათქმელი, გარდა იმის რომ სარალიძემ სამოქალაქო გმირობის გზა გაიარა და ახლა იმსახურებს იმას, რომ საკუთარ ოჯახთან და თავთან მარტო დარჩეს.


მისივე თქმით, გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის, როგორც საქმის შეკერვის მთავარი ფიგურანტი.



"ამ ეთერის მერე, აღარც სათქმელი დამრჩა რაიმე, არც საკითხავი. ორი რამე დავადგინე ზუსტად და დავწერ:

1. ზაზა სარალიძემ გაიარა სამოქალაქო გმირობის გზა და ჭირდება და იმსახურებს იმას, რომ შევეშვათ და დავტოვოთ მარტო საკუთარ თავთან და ოჯახთან.

2. აბსოლუტურად ზუსტად, გახარიაზე ბინძური და მდაბიო, ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა საქართველოს ხელისუფლების ისტორიაში მე არ მახსოვს. ტიპიური, გულისამრევი, თან “მელკი” ГРУ-შნიკი. მძულს მთელი არსებით ისიც და მისი პატრონი ივანიშვილიც.

ps გახარია აუცილებლად დაისჯება სარალიძის საქმის ფაბრიკაციისთვის, როგორც საქმის შეკერვის მთავარი ფიგურანტი. აი, განსაკუთრებით, დღეის მერე, ფიცს ვდებ, რომ აუცილებლად (თუ მანამდე რუსეთში არ გაიქცა)."- წერს გვარამია.


ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძე გვარამიას გამოწვევას დათანხმდა და “კვირის აქცენტების” ეთერში ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა.

5
1655
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1655
  
2019, 10 ივნისი, 14:58
შვილმკვდარ მამას შენი პოლიტიკური ზრახვებისთვის, რომ გამოიყენებ ან ეცდები გამოიყენო არადამიანი ხარ.
დარწმუნებული ვარ ეს საქმე გაიხსნება და დამნაშავეები სათითაოდ დაისჯებიან.
მოკლული ბავშვები ნაძირლებია სათითაოდ,
"ძვლბიჭური" მენტალიტეტის გამო არ დაასახელეს მკვლელები.
ამიტომაცაა ამოსაძირკვი "ქურდული სამყარო", როგორც სარეველა და მომავალი თაობის მომავლის დამნგრევი.
2019, 10 ივნისი, 14:52
აღელვებულ ადამიანს, ტრაგედიით განადგურებულს, წამოსცდება რამე, ამაზე მერე საზოგადოება უარყოფითად რეაგირებს და გამოჰყავთ მონსტრი.....არადა რეალურად ძალიან მარტივია გამწარებული ადამიანების მართვა, უბრალოდ არ უნდა ვიკადროთ
2019, 10 ივნისი, 14:49
საქართველოში მეეჭვება, ქართველს ხომ ქართველზე დიდი მტერი არ ჰყოლია, არა ჰყავს და არც ეყოლება.
:(
2019, 10 ივნისი, 13:52
ნუთუ ქვეყანაში ოდესმე დასრულდება ტრაგედიებით მანიპულირება....
2019, 10 ივნისი, 13:06
გინდოდათ პოლიტიკური მიზნებისათვის გამოგეყენებინათ შვილმოკლული, გამწარებული მამა, მაგრამ მიხვდა ეს პატიოსანი კაცი რასაც წარმოადგენთ და დროულად ჩამოგიშორათ.
ვახა მაჩალიკაშვილმა კი სამწუხაროდ ეს არ გააკეთა, რამაც ვაი პოლიტიკოსებს მისი ტრაგედიით მანიპულირების ნება მისცა.
0 1 5