x
აუდიენცია- ლაპიდარიუმი

სან დონატოს ფერდობზე მდებარე “ La Fortezza Medicea" შუასაუკუნოვანი ხანის ანტიკური დროის ეკოლოგიური და არქეოლოგიური სივრცეა იტალიის რესპუბლიკის ქალაქ არეცოში, სადაც ხშირად ეწყობა მის ღია სივრცეში მრავალფეროვანი და ნაირგვარი სახის გამოფენების პროექტი.ლაპიდარიუმის პროექტიც სწორედ ამ ღირშესანიშნავ სამუზეუმო ლოკალში შედგა, რომლის მთავარი კურატორი ფრანჩესკო ბურანელია ფრანჩესკა კიელთან ერთად, რომლებმაც ხელოვანის გამოფენას უშუალოდ ქალაქ არეცოში ერთმანეთის კოლაბორაციით უხელმძღვანელეს.გუსტავო ასევესი მექსიკელი მხატვარი და სკუპტურისტია, რომელიც იტალიაში სახელგანთქმულად მოღვაწეობს და ამჟამად მის ზღვისპირეთში პიეტრასანტას პროვინციაში ბინადრობს და ის დროის უმეტეს ნაწილს პერმანენტულად იმ გამოფენების ციკლს უთმობს, რომელთა ექსპონატები ვენეციისა და პეკინის ბიენალეზე გამოიფინა, ისევე როგორც ლონდონის, პარიზის, ნიუ იორკისა და ისტანბულის ქალაქებში, რომლებიც ხელოვანს ისინი ხშირად თიხა, სპილენძის, რკინისა და ხის მასალისაგან აქვს დამუშავებული.ამ უმშვენიერესმა ქალაქის პლატომ საისტორიულო გამოფენას 2018 წლის 16 ივნისიდან 2019 წლის 6 იანვრამდე კულტურული დღეების ფორმატში ნაყოფიერად უმასპინძლა.


ჯორჯიანა

10.06.2019

ფირენცე/იტალია

ლაპიდარიუმი

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0