ქალი და მამაკაცი ჯანეტის და ნოეს ქორწილი- შიდასამზარეულო და სტუმრები 2019, 10 ივნისი, 0:07 პროდუსერ და ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეს და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილს დღეს ქორწილი აქვთ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწინება გრანდიოზული ცერემონიით დაგვირგვინდა.
ჯვრისწერისას სიძე ქართულ ტრადიციულ ჩოხაში იყო გამოწყობილი, ასევე მისი მეჯვარეებიც. ჯანეტსაც ქართული ტრადიციული სამოსით ინსპირირებული კაბა ეცვა, როგორც მის მეჯვერეებს.
საღამოს გალასთვის წყვილმა და მეჯვერეებმა სამოსი გამოიცვალეს და თანამედროვე სტილზე გააკეთეს არჩევანი.
ქორწილს უამრავ ცნობილ სახესთან ერთად პრაიმ-შოუს წამყვანებიც დაესწრნენ. ირაკლი მაქაცარია კი სიძის ერთ-ერთი მეჯვარე იყო. 2343 2-ს მოსწონს
|