x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები პოპულარული ღირსშესანიშნაობების შესახებ

image
ბევრი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, მთელს მსოფლიოში, გარდასულ დროთა სიმბოლოს წარმოადგენს და გვგონია, რომ მათ შესახებ, უკვე ყველაფერი ვიცით. თუმცა, ძეგლების უსაზღვრო პოპულარობის მიუხედავად, არსებობს საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტებიც:



ლონდონის ტაუერის ყვავები


image


ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, – ლონდონის ტაუერი, რომელიც ვილჰელმ I დამპყრობელის (1027-1087 წწ.) მიერ, სამეფო რეზიდენციად იყო აშენებული (1078 წ.). თუმცა, 1190 წ-დან – 1952 წლამდე მას ციხედ იყენებდნენ, რომელშიც თავიდან პოლიტპატიმრები (შოტლანდიის და საფრანგეთის მეფეები და მათი ოჯახის წევრები) ცნობილი ადამიანები, ხოლო შემდეგ, საშიში კრიმინალები ჰყავდათ გამოკეტილი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სასახლეში პატიმრები მაშინაც იყვნენ, როდესაც იქ მეფე ცხოვრობდა.

ისტორიული ციხე-სიმაგრა დღეს დამთვალიერებლებისთვის ღიაა. ტურისტებს შეუძლიათ უფრო მეტი შეიტყონ მისი ისტორიის შესახებ, დაათვალიერონ სამეფო გვირგვინები, ციხის კამერები... თუმცა, ყველამ არ იცის, რომ ისტორიულ ძეგლს საუკუნეების მანძილზე 6 ყვავი «იცავს». ადგილობრივი ცრურწმენის მიხედვით, თუ ყვავები ტაუერს დატოვებენ, სამეფო დაეცემა. ამიტომ, ტაუერში ყოველთვის არის ზედამხედველი, რომელიც ყვავების ოჯახზე ზრუნავს. მას 6 «საშტატო» და ერთი «სათადარიგო» ყვავი ჰყავს მიბარებული. ისტორიკოსების აზრით, ეს ცხურწმენა, ჩარლზ II (1630-1685 წწ.) უკავშირდება, რომელმაც ყვავების დაცვის ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ თუ ფრინველები გაფრინდებიან, ლონდონის ტაუერი და ბრიტანეთის სამეფო გვირგვინი დაეცემოდა.



ბზარი თავისუფლების ზარზე


image


თავისუფლების ზარი იმით გახდა ცნობილი, რომ მისმა ხმამ 1776 წ. 4 ივნისს, დამოუკიდებლობის დარბაზიდან (Independence Hall), ფილადელფიის მცხოვრებლებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება ამცნო.

ზარი 1751 წელს, ლონდონის Whitechapel სამსხმელო ქარხანას დაუკვეთეს. თუმცა, ტრანსპორტირებისას გაიბზარა და უკვე ამერიკაში ჩატანილი ზარის უკან დაბრუნება უნდოდათ. მაგრამ, ეს ვერ მოხერხდა (გემის კაპიტანმა მის უკან წაღებაზე უარი თქვა). ამის შემდეგ, უკვე ადგილობრივმა მეტალურგებმა ის გადაადნეს და ახალი ზარი ჩამოასხეს, რომელიც თითქმის ტონას იწონის. 90 წლის მანძილზე მისი რეგულარულად გამოყენების შემდეგ, თავისუფლების ზარს ბზარი გაუჩნდა. 1846 წელს მისი აღდგენა გადაწყდა, მაგრამ პირველსავე მცდელობისას, ახალი ბზარი გაუჩნდა და მისი 2 ნაწილად დაშლის საფრთხე გაჩნდა. ამიტომ, გადაწყდა, რომ ზარის რესტავრაცია შეეჩერებინათ და ის რეგულარულად აღარ გამოეყენებინათ. 1976 წელს ზარი კოშკიდან ჩამოხსნეს და იქვე, მახლობლად მდებარე მუზეუმში გადაიტანეს.



თავისუფლების ქანდაკების ფერი


image


თავისუფლების ქანდაკება, რომელიც საფრანგეთმა ამიერიკას დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე, 1886 წ. აჩუქა, ამ ქვეყნის სიმბოლოდ იქცა. ქამდაკების სანახავად ყოველწლიურად 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი მიდის, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რომ თავდაპირველად, თავისუფლების ქანდაკება ასეთი არ იყო. როდესაც ის ადგილზე მიიტანეს და დაამონტაჟეს, სპილენძის ფერი იყო. მაგრამ, წვიმის, ქარის და ზღვის წყლი შხეფებმა, მისი დაჟანგვა გამოიწვია. ქანდაკება ჯერ ღია ყავისფერი გახდა, ხოლო შემდეგ, – მოლურჯო-მწვანე ფერი მიიღო. ოქსიდები აპკი ქანდაკებას აღარ მოაცილეს, რადგან ის ამერიკის სიმბოლოს შემდგომი დაჟანგვისგან იცავს.



პართენონი


image


არქეოლოგთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ათენის ზოგიერთი ისტორიული ძეგლი, თავის დროზე, სხვაგვარად გამოიყურებოდა. ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, მაგ., პართენონი ფერადი იყო. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბერძენმა აექეოლოგმა და ინჟინერ–ქიმიკოსმა ედვი პაპაკონსტანტინუ-ზიოტმა, ძველ ნანგრევებზე ლურჯი, წითელი და მწვანე საღებავების კვალი აღმოაჩინა. ითვლება, რომ ყველასთვის ცნობილი ტაძრის გახუნების მიზეზი ამინდის ეროზია გახდა.



ტაუერის ხიდის საკვამური



image


ტაუერის ხიდი ტემზაზე 1886 - 1894 წწ. ააშენეს, მდინარის მეორე ნაპირიდან, ლონდონის ტაუერამდე მისასვლელად. ის ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომლიდანაც ბრიტანეთის დედაქალაქის მომნუსხველი ხედები იხსნება. თუმცა, ხიდს ერთი თავისებურება აქვს, რომლის შესახებ, თითქმის არავინ იცის. ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში, მასზე საკვამურის აღმოჩენა შეიძლება, რომლიც, ისევე, როგორც ხიდის ფარნები, ლურჯი საღებავით არის შეღებილი. საკვამური ბუხარს უკავშირდება, რომელიც ლონდონის ტაუერის დაცვის ოთახში დგას და წარსულში მას ანთებდნენ, რომ გუშაგები არ გაყინულიყვნენ.



ბიგ–ბენის საიდუმლო ტური


image


ბიგ-ბენი – ლონდონის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომლის ნახვა, ვესტმინსტერიის დათვალიერებისას, ყველა ტურისტს შეუძლია. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ ელიზაბეთის კოშკს ეწვიონ და ლონდონის მშვენება უფრო ახლოდან ნახონ. მაგრამ, არის ერთი «მაგრამ» – იქ მოსახვედრად, შეერთებული სამეფოს რეზიდენტობა (სტატუსის მიღება შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს ან ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქესთან დაახლოებულ პირს) არის საჭირო. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ამჟამად საექსკურსიო ტურები კოშკში შეჩერებულია და მხოლოდ 2021 წ. განახლდება.



ჰოლივუდის ნიშანი


image


შეიძლება ბევრს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ჰოლივუდის ნიშანი დღეს არ იარსებებდა, რამ არა ჰიუ ჰეფნერი. თავდაპირველად, 1923 წელს, როდესაც ეს ნიშანი აღიმართა, «Hollywoodland»-ი ეწერა და ის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ უბანში აშენებული ახალი ბინების რეკლამას წარმოადგენდა. ჩანაფიქრის მიხედვით, რეკლამა წელიწად-ნახევარი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იმ დროის მანძილზე, ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი დემონტაჟი გადაიფიქრეს. 1949 წელს რეკლამის რესტავრაცია მოხდა და სიტყვას LAND-ი მოაცილეს. 1978 წლისთვის წარწერა მეტისმეტად შეილახა და აღსადგენად 250 000 დოლარი იყო საჭირო. როდესაც ამის შესახებ Playboy-ს რედაქტორმა ჰიუ ჰეფნერმა შეიტყო, წარწერის გადასარჩენად, თანხის შეგროვება დაიწყო. მის მიერ გახსნილ საქველმოქმედო ფონდში, მაგ., ცნობილმა როკ მომღერალმა ელის კუპერმა 27 ათასი დოლარი გადარიცხა, ფონდისთვის იგივე თანხა გაიღო მსახიობმა და მომღერალმა ჯინ ოტრიმ. ჰეფნერის ძალისხმევით, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ჰოლივუდიდ საფირმო ნიშანის აღდგენა მოხდა.

2010 წელს აშშ-ს ბუნების დამცავმა «The Trust for Public Land» ჯგუფმა, წარწერის დაცვის მიზნით, მის ირგვლივ 55 ჰა-ს მიწის შესყიდვა გადაწყვიტა, რადგან იქ მდიდრული სახლის ასაშენებლად, პროექტი უკვე მზად იყო. ხოლო, მიწის გამოსასყიდად, 1 დოლარი იყო საჭირო. ისევ დაიწყეს თანხების შეგროვება და ჰიუ ჰეფნერმა ნიშნის გადასარჩენად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში 900 000 დოლარი გადარიცხა.

imageimageimageimageimageimageimage






0
273
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0