x
image
ეკა ლაცკა
როგორ მოკლეს "საზოგადოების მტერი №1" –ად წოდებული ფრანგი კრიმინალი - ჟაკ მესრინი. კაცი, რომელმაც ყველა ციხიდან გაქცევა მოახერხა
image


სიტყვა „კარიერა“ რამდენად შეფერება ფრანგი განგსტერის, სამოცდაათიანი წლების „ლეგენდის“, ეგ. წ. საზოგადოების მტერი №1- - ჯაკ მესრინის მოღვაწეობას, ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის, მაგრამ მის ბიოგრაფიაში შემდეგი ჩამონათვალი გვხდება:

*ათობით ბანკის ძარცვა,

*მკვლელობები,


*ადამიანთა გატაცებები ექვს ქვეყანაში,

*გაქცევა სხვადასხვა მკაცრი რეჟიმის ციხდან,

*ორი შოკისმომგვრელი წიგნი

*ათობით სკანდალური ინტერვიუ


*ჟაკ რენე მესრინი

1936 წლის 28 დეკემბერს, პარიზთან ახლოს, Clichy-la-Garenne-ში დაიბადა. მისი მშობლები კომერსანტები იყვნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათი შვილიც ამავე გზას გაუყვებოდა, მაგრამ ჟაკმა ადრეულ ასაკშივე გაუცრუა მათ იმედები.

ხისტი ხასიათი სკოლაშივე გამოუვლენია თინეიჯერ ფრანგს.

image

მისი აგრესიული ქცევით თავმობეზრებულ დირექტორს მესრინის გარიცხვის საკითხი დაუყენებია.

შემდგომში კიდევ ორი სკოლიდან გარიცხეს.


...
1955 წელს, ჟაკმა 19 წლის ასაკში პირველად იქორწინა.

მან ცოლად მოიყვანა ლიდია დე ზოუზა.

image


თუმცა ისინი მესრინის „ტკბილი ხასიათის“ გამო მალევე, თითქმის ერთ წელიწადში დაშორდნენ.

ამის შემდეგ ჟაკმა ჯარში წასვლა გადაწყვიტა.

ის საფრანგეთის არმიაში შედის და ალჟირის ომში იღებს მონაწილეობას, სადაც “მამაცობისთვის” მედალსაც აძლევენ.

image

1959 წელს ომიდან საკმაოდ ხასიათშეცვლილი ბრუნდება.

მისი თქმით, მას ომში ადამიანობა დაუმახინჯეს! და დაბრუნდა, რათა შეეტაკოს იმას, ვინც ეს ჩაიდინა!

...

1961 წელს მან მეორე ცოლი შეირთო - მარია დე ლა სოლედადი.

image

თავდაპირველად ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით წყვილის პირადი ცხოვრება იმდენად აირია, მარიამ რამოდენიმეჯერ. თვითმკვლელობაც სცადა...

ბოლოს კი ისიც დაშორდა.


*პირველი პატიმრობა


1962 წელს ჟაკ მესრინი თავის სამ თანამზრახველთან ერთად ნეუბურგის ბანკის ძარცვისას დააკავეს და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

1963 წელს ის ციხიდან გამოვიდა. მუშაობა დაიწყო არქიტექტორულ ფირმაში და თითქოს მისი ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა, მაგრამ 1964 წელს შემცირებაში მოჰყვა, სამსახურიდან დაითხოვეს და ...


მეორე პატიმრობა


1965 წელს მესრინი ესპანეთის პოლიციამ დააკავა. მესრინს 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.

პატიმრობის განმავლობაში ის კატეგორიულად სთხოვდა საფრანგეთის ხელისუფლებას, ესპანეთისთვის მისი გათავისუფლება მოეთხოვა, მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა.

ერთ წლის მერე გათავისუფლებული ჟაკი უკვე სოლიდურ ადგილს იკავებს კრიმინალურ საზოგადოებაში.


image


მისი სახელი შიშის ზარს გვრის კანონდამცველებს.

ჟაკზე ნადირობს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის , შვეიცარიის პოლიცია.

მესრინს დიდად არ ანაღვლებს პოლიციური განწყობა! მას სხვა რამ სჭირდება. საზოგადოების მხარდაჭერა!

დიახ, საზოგადოების მხარდაჭერა!

ამას კი მიუხედავად მისი ჩადენილი დანაშაულებისა, ჟაკი მაინც მოელის!

ის არასდროს ძარცვავს უბრალო მოქალაქეებს!

უფრო მეტიც, მას ძალიან უყვარს ასეთი ხალხი და საზოგადოების აზრი უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე ნებისმიერი სიმდიდრე.

ამიტომაც ის ერთგვარ, ფრანგული სტილის რობინ ჰუდად იქცევა!

და ხალხის სიყვარულიც მოდის...



*1968 წელს მესრინი ახალ სიყვარულს, ჟანნე შნეიდერს პოულობს.

image

ჟანნე მისი მეგობარი და თანამზრახველი ხდება.

ისინი ერთად კვებეკში მიდიან ....

მათზე საუბრობს დიდი თუ პატარა ...

წყვილს პრესა ფრანგ ბონი და კლაიდად-აც ნათლავს.


*საზოგადოების მტერი

image

ამპერიოდში მესრინს უსამართლოდ მიაწერენ სასტუმროში მომხდარ მოხუცი ქალის მკვლელობას.

და ის პირველად გამოხატავს თავისი დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ.

თვითმფრინავის ტრაპთან დახვედრილ ჟურნალისტებს, მესრინი შარლ დე გოლის მიერ 1965 წელში ნათქვამ ცნობილ და ყველაზე არადიპლომატიური ფრაზას- “Vive le Québec libre” პასუხობს !

და ხელისუფლება მას ნათლავს საზოგადოების №1 მტრად!


*გაქცევა ციხდან

image

მესრინს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ...

რამოდენიმე თვეში მან შეძლო შეუძლებელი.

5 მეგობართან ჟაკი გაიქცა კანადის განსაკუთრებით მკაცრად დაცული ციხიდან.


*ჟაკ მესრინი ციხეში კანადელ ფრანგ მძარცველს ჟან პოლ მერსეს უახლოვდება

image

ჯაკი და ჟან პოლ მერსე შემდგომში ერთად იწყებენ “მოღვაწეობას”.

*ისინი დღეში მინიმუმ ორ ბანკს ძარცვავენ

*მონრეალში მათ 20 წუთის შუალედში ერთმანეთის მოპირდაპირე ქუჩებზე მოქმედი 2 ბანკი გაძარცვეს.

*ისინი კბილებამდე შეიარაღებულნი მიდიან სენტ ვინსენტ დე პოლის მკაცრი რეჟიმის ციხესთან, საიდანაც ცოტა ხნის წინ გაიქცნენ და იქიდან გამოჰყავთ ციხეში დარჩენილი მათი სამი მეგობრი.


*გაქცევა სასამართლოდან

image

1973 წლის მარტში, პარიზის ერთერთ კაფეში შეტაკების დროს მესრინმა მძიმედ დაჭრა პოლიციელი.

სამი დღის შემდეგ ის პარიზის ერთერთ სასტუმროში აიყვანეს.

მაისში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა მეგობრის დახმარებით რომელმაც მას სასამართლოს ტუალეტში პისტოლეტი გადასცა, მესრინმა მოახერხა მოსამართლის მძევლად აიყვანა და ის სასამართლო დარბაზიდან გაიქცა.


*დაღლილი პოლიცია

image

4 თვის შემდეგ ჯაკი პარიზში, საკუთარ ბინაში დააკავეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის 20 წუთის განმავლობაში აწარმოებდა პოლკოვნიკ ბრუსართან მოლაპარაკებას და ამ დროის განმავლობაში სიგარას აბოლებდა და შამპანურს მიირთმევდა…

მესრინი ლა სანტეს ციხეში განათავსეს.

სწორედ აქ მესრინმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სასიკვდილო ინსტიქტი” (L’instict De mort),

მიუხედავად იმისა, რომ ლა სანტეს ციხეს უმაღლესი დაცვა გააჩნდა, არავინ იცის როგორ, მაგრამ 1978 წლის 8 მ ა ი ს ს ის კიდევ ერთხელ გაიქცა ციხიდან თავის სამ მეგობართან ერთად, რომელთა შორის ერთი პოლიციამ გაქცევისას მოკლა.

...

ჯაკ მესრინი უკვე განსაკუთრებთ საშიში გახდა ხელისუფლებისთვის,

ხელისუფლება მას ოფიციალურად აცხადებს, როგორც “საზოგადოების მტერი №1”

image


ამ მომენტიდან მესრინი განსაკუთრებით აქტიურად იწყებს მოქმედებას მთავრობის წინააღმდეგ.

მას რომანტიკოს კრიმინალს უწოდებდნენ.

მესრინი პრესის საშუალებით მიმართავს ხალხს და არწმუნებს, რომ ის დანაშაულს ჩადის არა მათ, არამედ “ძირგამომპალი” მმართველობის წინააღმდეგ.

ჟაკი მოკვლით ემუქრება თვით საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს.

ის ცდილობს დისკუსიაში ჩაებას ქვეყნის წამყვან პოლიტიკოსებთან

თავის თავს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებს.


*ჟაკ მესრინისიცოცხლის ბოლო წლები


1979 წლის აგვისტოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟაკ მესრინის დაუყოვნებლივ შეჩერების ბრძანება გასცა.


1979 წლის 2 ნოემბერს ჟაკ მესრინის BMW-ს მარკის ავტომობილს, დღის სამ საათზე, პარიზის გარეუბანში, გზაჯვარედინზე გაჩერებული ბრეზენტგადაფარებული სატვირთოდან, პოლიციელები მოულოდნელად ცეცხლს უხსნიან.

image

ეს არის კანონის სახელს ამოფარებული მკვლელობა.

მესრინი პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს.

ისინი კი ჟაკს შანსს არ აძლევენ, მშვიდობიანად ჩაბარდეს მათ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სვრიან.

...

ჟაკს ნასროლი 52 ტყვიიდან 14 ჰქონდა მოხვედრილი.

მძიმედ დაიჭრა მისი მეუღლე, სილვია ჟანჟაკოტიც.

image

მომხდარიდან ერთ წუთში, საფრანგეთის ტელევიზიამ პირდაპირი ეთერით გადასცა კადრები, რომ – პოლიციამ შეტაკების დროს გაანადგურა საზოგადოების მტერი №1 – ჟაკ მესრინი.


* L'instinct de mort

2008 წელს რეჟისორ რიჩარდ კერტისის მიერ ჟაკ მესრინის ბიოგრაფიის მიხედვით, გადაღებულ იქნა კრიმინალური დრამა სახელწოდებით - L'instinct de mort, რომლის მთავარი მოქმედი გმირის როლს შესანიშვად ასრულებს ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებისას სწორედ ვენსან კასელის მოთხოვნით შეცვალეს ფილმის ფინალური სცენარი და ზედმეტად რომანტიულის ნაცვლად ის მაქსიმალურად მიუახლოვეს ჟაკ მესრინის ნამდვილ ისტორიას... მის რეალურად უკანონოდ, სადისტურად განხორციელებულ ლიკვიდაციას...

image

გთხოვთ, დაიცვათ საავტორო უფლებები და არ მოახდინოთ მასალის კოპირება.

შეგიძლიათ ასევე იხილოთ საინტერესო კრიმინალური ისტორია :
ბონი და კლაიდი - განგსტერების წყვილი, რომელსაც დიდი სიყვარულისთვის ამერიკამ ყველა დანაშაული აპატია

0
952
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0