x
image
alex999
Mediator image
ტესტი - რამდენად კარგად იცით მეორე მსოფლიო ომის ისტორია?

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.


მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.


მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).


მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 70 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.


image






რამდენად კარგად გახსოვთ მეორე მსოფლიო ომის ისტორია? - ტვინის გასავარჯიშებლად გთავაზობთ შემეცნებით ტესტს. წარმატებებს გისურვებთ, პასუხები დაწერეთ კომენტარებში!




















ტესტის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<იხილეთ ასევე>>>>


რამდენად კარგად იცით ქვეყნების დედაქალაქები?

image




უპასუხეთ მხოლოდ 10 წამში - ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა

image




ტესტი-კითხვარი:რა ვიცით 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ?


image



ტესტი:რა იცით ინტერნეტის შესახებ? მსოფლიო ქსელს 30 წელი შეუსრულდა

image




რომელ ქვეყანაში გამოიგონეს?

image

0
2861
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2861
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0