x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მინი-სასახლე ბორბლებზე-1926 წლის "როლს-როისი"
image
ერთადერთ ეგზემპლარს, 1926 წლის "როლს როის ფანტომ-1"-ს ყველაზე რომანტიკული ავტომობილი უწოდეს მსოფლიოში, მისი ფასი აუქციონზე 700 000 ევროა.



ამ უნიკალური ავტომობილის დამზადებას 9 თვე მოანდომეს, შემკვეთი კი იყო კლარენს გასკი-Woolworth's-ის ფინანსური დირექტორი, რომელმაც ცოლს, სახელად მოდის მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა, ავტომობილი ითვლებოდა, როგორც "სასახლე ბორბლებზე", გასკმა ავტომობილში 1600 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა და დამატებით კიდევ 5 000 დაახარჯა, რითაც შექმნა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი მსოფლიოში.(რომ მიხვდეთ რა რაოდენობის ფულზეა საუბარი, გეტყვით, რომ 1920-იან წლებში 5000 ფუნტ სტერლინგად 10 ცალ კარგ სახლს შეიძენდით)image


ავტომობილის მგზავრები უკანა სავარძელზე სხედან და უყურებენ ჭერზე მიხატულ შიშველ ქერუბიმებს, ავტომობილში არის ბარი დასალევით, კარადა მაკიაჟისთვის, მდიდრულად მორთული განათება, ფრანგული საათი ormolu, ყველაფერი ეს მოოქროვილი ბრინჯაოს ორნამენტებით არის გაწყობილი.

imageimage



რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს:6 ცილინდრიანი ძრავა 3, 1 ლ მოცულობით, 20 ცხენის ძალის სიმძლავრით და 4 საფეხურიანი მექანიკური სიჩქარის კოლოფით.ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-ში.


შემდეგ როგორ გაგრძელდა ამ ავტომობილის ისტორია?


ბედნიერი წყვილი სულ რაღაც 18 თვე ტკბებოდა ამ ფუფუნებით, სანამ მისტერ გენკი მოულოდნელად არ გარდაიცვალა 54 წლის ასაკში, გენკის ქვრივი 1937 წლამდე იყენებდა მანქანას, შემდეგ კი გარაჟში დააყენა.

image

ასე იყო 1952 წლამდე, სანამ იგი არ იყიდა Rolls-Royce-ების კოლექციონერმა სტენლი სირსუმ, მან კი 1986 წელს იაპონელ კოლექციონერს 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად მიყიდა-სუპერ რეკორდული თანხა იმ პერიოდში, 2002 წელს ავტომობილი უკვე აშშ-ში მოხვდა, შემდეგ კი სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა.

image


"Rolls-Royce-ი, The Phantom of Love-დღეისთვის შემორჩენილი ყველაზე ცნობილი მარკაა, AX 201-ის შემდეგ, რომელიც ფართოდ იყო აღწერილი სხვადასხვა წიგნებში და ჟურნალებში"-ამბობს რობ ჰაბარდი, ავტომობილების უფროსი სპეციალისტი და Bonhams-ის აუქციონისტი .imageimageimageimage



0
201
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0