x
image
alex999
Mediator image
Mediator image
მღვდელმა გზის პირას მიტოვებული ჩვილი იპოვა... რეალური ისტორია საინტერესო დეტალებით!

აშშ-ს ოკლაჰომას შტატის მკვიდრს, მღვდელ როჯერ პრატერს უცნაური ამბავი გადახდა თავს, მაგრამ ამ უცნაურობის უკან დიდი ემოციები იმალებოდა. 2017 წელს მღვდელმა გადაწყვიტა ბავშვები გასართობ ცენტრში წაეყვანა, რათა მათი გამხიარულება შეეძლო, მასთან ერთად მისი მეუღლეც იყო. ბედნიერი დღის შემდეგ, უკან დაბრუნებისას გზის პირას შენიშნეს საბავშვო ეტლი, ეჭვებმა გაამართლა და ეტლში ნამდვილად ჩვილი აღმოჩნდა, რომელიც სულ რაღაც 4 თვის იყო.


image








მღვდელი და მისი მეუღლე შემთხვევით ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რადგან რომ არა ისინი, ბავშვი სავარაუდოთ სიცხისგან და შიმშილისგან დაიღუპებოდა. მღვდელმა პირველ რიგში ბავშვი ავტომობილში მოათავსა და კონდიციონერი ჩართო, რაზეც ბავშვის გამომეტყველება შეიცვალა, ამის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მათ მოსვლას ელოდებოდნენ...

image



პოლიციამ მოსვლიდან რამოდენიმე წუთში საბავშვო ეტლში ბავშვის დაბადების მოწმობა, დაზღვევა და 5500 დოლარის ოდენობის თანხა აღმოაჩინა. გადაიყვანეს საავადმყოფოში, ექიმების ვარაუდით ბავშვი დაახლოებით 1 საათის მიტოვებული იყო ქუჩაში. დაბადების მოწმობის საშუალებით პოლიციამ გამოიძია ბავშვის დედის ვინაობა, მალევე საავდმყოფოშიც დაიბარეს და სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ დედას ბავშვის აღზრდის სურვილი არ გააჩნდა, ამ ცუდი ამბით დამწუხრებულმა მღვდელმა მალევე ბავშვს აღმზრდელი მოუძებნა. გარდა ამისა რამოდენიმე დღეში ჩვილს უამრავი მომთხოვნიც გამოუჩნდა, თუმცა მხოლოდ ერთ იღბლიანს გადაეცა ეს პატარა ანგელოზი.

image



კვლევის თანახმად დადგენილია, რომ აშშ-ში ყოველთვიურად 3000-მდე ბავშვი უპატრონოდ რჩება, რომლებსაც ბავშვთა სახლები მფარველობენ. ამ ცუდი სტატისტიკის მიუხედავად, აშშ-ში ბავშვის აყვანის მსურველებიც მრავლად არიან. მღვდელი როჯერ პრატერი ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მან მოახერხა ახალი სიცოცხლის გადარჩენა და პირობას დებს, რომ ამიერიდან ყოველთვის დაეხმარება მიტოვებულ ბავშვებს.


image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VIII ნაწილი)

image




რა მოხდება დედამიწაზე, თუ ადამიანები გადაშენდებიან?

image



მოხუცმა ამ მძიმე ტომარით 10 კილომეტრი გაიარა, საინტერესოა რა მოხდა მაშინ, როდესაც ამის შესახებ მილიარდერმა შეიტყო...

image




ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VII ნაწილი)

image




ადამიანები ყველაზე დიდი ორგანოებით!!!

image



5 ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობენ

image




მუმბაიდან დუბაიში - საოცარი მოგზაურობა მატარებლით და თან წყლის ქვეშ?

image








0
946
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
946
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0