x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავები, რომლებიც ქურდობისთვის დააპატიმრეს
ბრჭყვიალა, ათობით ათასი ღირებულების კაბებისა და ძვირფასი სამკაულების მიღმა მყოფი ვარსკვლავების ქმედებები, ნამდვილად გაგაოცებთ, რადგან ისინი, არც მეტი და არც ნაკლები, ქურდობისთვის დააპატიმრეს.


image






1. მეგან ფოქსი.

image



ბავშვობაში, მეგანი იყო "ხულიგანი ბიჭივით", დაძვრებოდა ხეებზე, ღობეზე და დროდადრო არღვევდა კანონსაც. ერთ დღეს, მან ფლორიდის ჰიპერმარკეტიდან ტუჩსაცხი მოიპარა. კამერებმა შეძლო მისი იდენტიფიცირება და ქურდი დააკავეს. მეგანმა აღიარა დანაშაული და მას აეკრძალა იმ ჰიპერმარკეტში შესვლა.


გარდა ამ ფაქტისა, მას არაერთხელ მოუპარავს ტკბილეული და საკვები სხვადასხვა მარკეტებიდან.






2. ლინდსი ლოჰანი. image


ლინდსის სახელი არაერთხელ ჩნდება ტაბლოიდების გვერდზე. მსახიობი ისე იქცევა, როგორც მას სურს, არანაირი აკრძალვები! ის არ განიხილავს წვრილმან ქურდობას, როგორც დანაშაულს. ერთხელ ის შეეცადა საიუველირო მაღაზიიდან 2500$-ის ღირებულების ყელსაბამით გაქცევას. ის 120 დღით დააპატიმრეს.






3. ლედი გაგა. image


პოპის დედოფალს არაერთი არასწორი აზრი მოსვლია თავში, რომელიც შემდეგ ახირებაში გადასვლია და განუხორციელებია კიდეც. ამავდროულად კი დაუზოგავს "ორი კაპიკი" და ძვირადღირებული ბუტიკებიდან მოუპარავს ის, რაც მონდომებია.


ერთხელ, ფილმი Gaga by Gaultier-ის გადაღებების დროს, დიზაინერმა ჟან პოლ გოტიემ არაერთი კაბა თუ აქსესუარი ათხოვა გაგას თავისი ძვირფასი კოლექციიდან, გადაღებების დასრულების შემდეგ კი მას ყველაფერი უნდა დაებრუნებინა, თუმცა განაცხადა რომ ნივთები დაკარგა. რა თქმა უნდა დიზაინერს არ დაუჯერებია ნივთების დაკარგვის ამბავი და ჩათვალა, რომ გაგამ ისინი მოიპარა და მიითვისა.






4. ვაინონა რაიდერი. image


მიუხედავად ბევრი ტიტულისა და ჯილდოსი, ვაინონას კრიმინალური წარსული აქვს. 2001 წელს, ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ბუტიკში, მან ფასები და იარლიყები მოაცალა ტნასაცმელს და ძვირფასეულობას, რომელთა საერთო ღირებულებამ 5000$-ს გადააჭარბა და მათ მოპარვას ცდილობდა. სათვალთვალო კამერებით ის გამოააშკარავეს და დააპატიმრეს 480 საათით, პარალელურად კი გადაახდევინეს დიდი ჯარიმა.





1
285
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
285
  
2019, 9 ივნისი, 13:48
რაიდერი კლეპტომანიითაა დაავადებული ისევე, როგორც პერის ჰილტონი და ოფიციალურ საბუთს ატარებენ, ცნობილი კლინიკის სპეციალისტების დიაგნოზით.
0 1 1