x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
20 უჩვეულო ქანდაკება, რომელიც ყველა არსებულ კანონს არღვევს

image


თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს თავისი ორიგინალურობითა და კრეატიულობით ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანის გაოცება შეუძლია. თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მოქანდაკეები, როგორც წესი, საკუთარ შემოქმედებაში ყველა ხელმისაწვდომ ტექნოლოგიას იყენებენ, რომლის საშუალებითაც წარმოუდგენელ შედევრებს ქმნიან, ნამდვილი ხელოვნება ხომ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და საზღვრებს ყოველთვის არღვევს. თუკი შთამბეჭდავ და უჩვეულო სკულპტურებს ეძებთ, რომლებიც ფიზიკის კანონების გარდა, იგივე "წარმატებით", ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება, მაშინ საგანგებოდ, თქვენთვის შერჩეულ, უნიკალური ქანდაკებების ოცეულს გთავაზობთ, რომლებმაც თავიანთი უჩვეულო კონცეფციით მსოფლიო აალაპარაკეს.


1.გაწონასწორებული სპილო ფონტებლოს სასახლეში (საფრანგეთი) ავტორი - დანიელ ფრიმანი


image


2. ეს უჩვეულო სკულპტურა ჰონკონგელ მხატვარს - ჯონსონ ცანგის ეკუთვნის, ნამუშევარს კი - "ყავის კოცნა" ჰქვია.


image


3. ბრიტანელი მოქანდაკის ალექს ჩინეკის ნამუშევარი - "წამართვით ელვა, დამიტოვეთ მეხი".



image


4. ასევე, ალექს ჩინეკის ორიგინალური ნამუშევარი, ასფალტის ამობრუნებულ მხარეზე დაკიდუილი მანქანა "auxhall Corsa".


image


5. ფრანგი მოქანდაკე ბრუნო კატალანო პოპულარული თავისი გახმაურებული ქანდაკებების სერიით - "მოგზაურები" გახდა, თუმცა, საზოგადოებისა და კრიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებული მოწონებით მისი ნამუშევრი "ვან გოგი" სარგებლობს.


image


6. "ფანჯარა კიბით - დახმარება ძალიან გვიანია" - ავტორი - ლეანდრო ერლიჰი.



image


7. ფრანგული ქალაქის - ნანტის ცენტრალურ მოედანზე, შენობის ფასადიდან "მოწყვეტილი", ჰაერში გამოკიდული ოთახი არგენტინელ, ეპატაჟურ მხატვარს ლეანდრო ერლიჰს ეკუთვნის, რომლის კრეატიული პროექტები საზოგადოების აღფრთოვანებას დღემდე იწვევს.

image


8. ამ საოცარი კონსტრუქციის შემქმნელი ბრიტანელი ჯერი ჯუდაა, თანამედროვეობის ერთ -ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა 25 მეტრიანი ქანდაკების თავზე, პორშეს 3 რეალური ავტომანქანა - 911 Carrera, 911 SC Coupe и 911 2.2 Coupe განათავსა.


image


9. ემილ ალზამორას ქანდაკებები თავისი პროპორციულობითა და ჰარმონიულობით ყველა დამთავალიერებლის გაოცებას ერთნაირად იწვევს, თუმცა გრავიტაციისა და ანატომიის კანონებს, ხელოვანი არც თუ იშვიათად არღვევს.


image


10. ლონდონელი მოქანდაკე - ადრიან გრეი, ქვისგან საოცარ ქანდაკებებს ქმნის, გრეის ქვის სკულპტურები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თითქოს ჰაერში კიდიან.


image


11. ებრაელი მხატვრის მენაშე კადიშმანის - "შეჩერებული" აგერ უკვე 40 წელია არტ -ცენტრის "Storm King" - ში, გრავიტაციის კანონებს მთელი თავისი არსებით "ებრძვის", თუ როგორ არიან ნაწილები ერთამანეთთან დაკავშირებული და რა "იჭერთ" ჟანგით დაფარულ ამ მასიურ ფოლადის ბლოკებს, რიგითი მოკვდავისთვის უახლოესი მანძილიდანაც კი, ამის გარკვევა უბრალოდ შეუძლებელია.


image


12. პოლონელი მოქანდაკე ეჟი კენძორა თავისი ბალანსირებული ქანდაკებებით მთელ მსოფლიოში ცნობილია, მათი ხილვა დამთვალიერებელს თითქმის ყველა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შეუძლია.

image

13. პოლონელი ხელოვანის ქანდაკებები თუ როგორ ინარჩუნებენ წონასწორობას და როგორ არ ტრიალებენ საკუთარი ძალის სიმძიმისა და ქარის ნაკადის შედეგად - დღემდე ყველასთვის გამოცანათ რჩება.


image


14. ფაბიენ მერელის საოცარი ქანდაკება "ადამიანის ზურგზე ბალანსირებული სპილო ".


image


15. მხატვარი ლორენცო ქუინი ტაილანდში ცუნამისა და ტორნადოს დამანგრეველი შედეგის თვითმხილველი შემთხვევით გახდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ხელოვანის ქვეცნობიერში დალექილმა ემოციებმა და შთაბეჭდილებებმა ასახვა ქანდაკებების სერია - "ბუნების ძალაში" პოვა.


image


16. მაგიური შადრევანი - "ჰაერში დაკიდული ონკანი", მდებარეობს ლონდონში, ჰემპტონ - კორტზე (Hampton Court Palace Flower Show)


image


17. ამ არასტანდაარტული ობიექტის ხილვა კაიროს საერთაშორისო აეროპორტის ნებისმიერ მგზავრს შეუძლია, ნამუშევარი სმაბან აბას ეკუთვნის, აღსანიშნავია, რომ ხელოვანის ნამუშევრებს სამშობლოს ფარგლებს გარეთ ნაკლებად იცნობენ.


image


18. 14 მეტრიანი, ერთმანეთში შედუღებული ორი სატვირთო მანქანის უჩვეულო ინსტალაცია - "Big Rig Jig", მოქანდაკე მაიკ როსმა 2007 წელს შექმნა.


image


19. ერთმანეთზე მიბჯენილი, ალიუმინის საფეხურებინი მასშტაბური ქანდაკება, რომელიც ვარსკვლავების ფონზე, ცაში უსასრულოდ მიმავალი გზის განცდას ტოვებს, ახალზელანდიელ მოქანდაკეს დევიდ მაკ - კრაკენს ეკუთვნის. "შემცირება და აღმასვლა" - ასე ჰქვია, ხელოვანის უჩვეულო ნამუშევარს, რომელიც ავსტრალიაში, თამარამასა და ბონდის სანაპიროებს შორის მდებარეობს.


image


20. "ნანო" - ეს, ლონდონელი მხატვრისა და მოქანდაკის ჯონტი გურვიცის ცნობილი ქანდაკებაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მიკროსკოპული ადამიანის ფიგურას წარმოადგენს, მისი ზომებია- 80х100х20. "ნანოს" შესაქმნელად ხელოვანმა 3D ბეჭდვის ტექნიკა, უფრო კონკრეტულად კი მრავალ ფოტონიანი ლითოგრაფია გამოიყენა.


image



0
359
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
359