x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
როგორ გადაურჩა სიკვდილს ედუარდ შევარდნაძე აფეთქებულ მანქანაში
სამი წლის დაძაბული და მძიმე მუშაობის შემდეგ, 1995 წლის მაისში კონსტიტუციის პროექტი წარედგინა კომისიას.

image

იმავე წლის 2 ივლისს იგი გადაეცა პარლამენტს. ხოლო 24 აგვისტოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

დარჩენილი იყო ფორმალური მხოლოდ ერთი რამ, ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი. რომელიც უნდა ჩატარებულიყო 25 აგვისტოს 16 საათზე “ ახალგაზრდობის სასახლეში ". რუსეთის მეფისნახვლისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი პრეზიდენტის შენობაში, რუსთაველის პროსპექტზე.


ჩემი ოფისიც და პარლამენტიც განთავსებულია მარქსიზმ ლენინიზმის ინსტიტუტის შენობაში. რომელიც ასევე რუსთაველზეა და 500 მ სავალია. სწორედ ეს 500 მეტრი გახდა კინაღამ ჩემთვის საბედისწერო.

მიუხედავად დიდი სიხარულისა, ჩემი ცხოვრების ერთ დიდ საქმეს ვამთავრებდი. ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა, მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს გრძნობა.

10 - 15 წუთით ადრე იმ გასასვლელიდან ჩავედი ეზოში, რომლითაც ყოველთვის ვსარგებლობდი ხოლმე. დახურულ ეზოში მანქანა “ ვოლგა " შევნიშნე. მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. დაცვამ კი ალბათ იფიქრა “ მხედრიონის" ან სხვა თანამშრომლის თუ არისო.

image

ჩავჯექი მანქანაში. ჩემთან იყვნენ პარლამენტის ვიცე - სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი და სახელმწიფო კანცელარიის აპარატის უფროსი პეტრე მამრაძე.

ის იყო მანქანა დაიძრა ჭიშკრისაკენ და ვოლგას გაუსწორდა, აფეთქების გამაყრუებელი ხმა გაისმა, ჩვენი მანქანის საბარგულს ხანძარი გაუჩნდა.

აფეთქების ტალღამ შენობის კედელი ჩამოანგრია და ქვის ნატეხები დაგვეცა, მათ სახე დამიზიანეს. მანქანიდან გადასვლა ვცადე მაგრამ კარი გაიჭედა... აქ კი მძღოლმა, გელა თანდაშვილმა იმარჯვა. კარი გამოგლიჯა და მანქანიდან ძლივს გადმოვედი. მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია...

მერე გავიგე ვისი ხელით მიშველა განგებამ


ჯიმი მაისურაძე “შავი პოლკოვნიკი" - გმირი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძე ტერაქტის დროს სიკვდილისგან იხსნა


image

რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი

image

ჯიმი მაისურაძე “შავი პოლკოვნიკი" და მისი შვეულმფრენი “გუაში"

image

1
280
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
280
  
2019, 12 ივნისი, 3:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1