x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92616
  • ვიდეო:341578
  • სურათი:454645
ყველაზე საოცარი არტეფაქტები

ყველაზე საოცარი არტეფაქტები


მსოფლიოში აღმოჩენილია უამრავი არტეფაქტი, რომელიც არ ჯდება ისტორიის მსვლელობის ნორმალურ, აკადემიური მეცნიერებისათვის მიღებულ სურათში, ვინაიდან ზოგიერთის ასაკი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საერთოდ ადამიანის გამოჩენა ამ პლანეტაზე. ამ არტეფაქტებზე დიდი ხანია მიმდინარეობს დავა სამეცნიერო სფეროში, ზოგიერთი მათგანის ავთენტურობა და ასაკი უკვე სადავოც კი აღარაა და აღიარებულია აკადემიური მეცნიერების მიერ, ზოგიერთზე კი დავა დღემდე გრძელდება. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე საოცარ არტეფაქტებს, რომელსაც "უადგილო არტეფაქტებიც" ეწოდება:


1. ვლადივასტოკში აღმოჩენილი მექანიზმის ალუმინის კბილანის ნაწილი - დათარიღებულია 300 მილიონი წლით.

2. შოტლანდიაში აღმოჩენილი ჩაქუჩი - დათარიღებულია 350 მილიონი წლით.

3. აიუდის ალუმინის სოლი - ის შედგება 89% ალუმინისგან და დათარიღებულია მინიმუმ 300 წლით.

4. პენსილვანიის რკინის ქოთანი - დათარიღებულია 300 მილიონი წლით.

5. ბირჯინიის ბრინჯაოს ზარი - დათარიღებულია 300 მილიონი წლით.

6. მოსკოვის მეტეორიტის ქვის ნატეხი - მასში ჩაქვავებულია ხრახნილი, რაც ბუნებრივი წარმოშობის ნამდვილად არ უნდა იყოს. დათარიღებულია 300 მილიონი წლით.

7. ჩინური ქვა, იგივე ლანჭოუს (ლანჟოუს) ქვა - ამ ქვაში გაურკვეველი წარმომავლობის ხელოვნურად შექმნილი არტეფაქტია ჩაქვავებული და დათარიღებულია 300 მილიონი წლით.





8. ანტიკიტერის მექანიზმი - უძველესი კომპიუტერი, რომელიც დათარიღებულია 2000 წლით.

9. გვატემალას თავის მონუმენტი - ეს კავკასოიდური რასის ადამიანის სახეა და დათარიღებულია ქრისტესშობამდელი პერიოდით.

10. ინკური ოქროს თვითმფრინავი-ჩიტები - ეს არტეფაქტები შექმნილია კუიმბაიას ცივილიზაციის მიერ კოლუმბიის ტერიტორიაზე დაახლოებით ახ.წ. 1000 წელს.

11. ბაღდადის ბატარეა - დათარიღებულია პართული პერიოდით - ძვ.წ. 250 - ახ.წ. 224 წლებით. ეს ამტკიცებს, რომ უკვე იმ დროს იცოდნენ ელექტროენერგიის გამოყენება.

12. ჩინური დროპას დისკები - დათარიღებულია 12, 000 წლით და მათზე დატანილია უმცირესი ზომის ძველი დამწელობით გარკვეული ინფორმაციები. ამ ტექსტების გაშიფრვის შემდეგ ჩინეთის მთავრობამ აღარ ისურვა ამ ინფორმაციის გასაჯაროება.





13. დელის რკინის სვეტი - დათარიღებულია ახ, წ, 402 წლით. 1600 წლის წინ უჟანგავი ფოლადისგან ასეთი სვეტის შექმნა რა ტექნოლოგიით იყო შესაძლებელი რთული სათქმელია. ის 7 მეტრია მიწის ზემოთ, ხოლო სიღრმეში 1 მეტრი.

14. კოსტა რიკას გიგანტური ქვის ბურთები - დამზადებულია ვულკანური ქვისგან, არის თითქმის სრულყოფილი სფეროები. მათი შექმნის თარიღად ოფიციალურად მიჩნეულია ახ.წ. 500-1500 წლები.

15. ჩინური ბაიგონგის მილები - დათარიღებულია 150, 000 წლით.

16. რომაული დოდეკაედრი - 116 ცალი რომაული დოდეკაედრია აღმოჩენილი უელსიდან უნგრეთამდე. მიეკუთვნებიან რომის იმპერიის არსებობის პერიოდს.

17. კოსოს არტეფაქტი - ეს აღმოჩენაც მიჩნეულია როგორც მეცნიერული და ისტორიული ანომალია, რადგან ეს არტეფაქტი წარმოადგენს მანქანის სანთელს, რომელიც გამოგონილი იქნა მე-19 საუკუნეში, ეს ობიექტი კი თარიღდება ნახევარი მილიონი წლით.

18. უილიამსის პეტრადოქსი - ქვა, რომელშიც ჩამონტაჟებულია ელექტრული შტიკერი. ობიექტი თარიღდება 100, 000 წლით,

19. დორჩესტერის ქოთანი - ის აღმოაჩინეს მასაჩუსეტსში 4 მეტრის სიღრმეზე. მისი დანიშნულება უცნობია. თარიღდება დაახლოებით 570 მილიონი წლით.

20. კლერკსდორფის სფეროები - ეს არის მეტალის მომცრო სფეროები, რომელიც აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკაში და დათარიღებულია 2.8 მილიარდი წლით.






კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები

8. ქართული სახელმწიფოები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0