x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რუსთავში ქმარმა ორსული ცოლი სცემა
image

ქალაქ რუსთავში 1985 წელს დაბადებული რ.გ დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცმა არასრულწოლვანი ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ ცოლზე-1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე, ამასთანავე მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.



დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე - 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.


დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს."-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




1
168
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
2019, 10 ივნისი, 11:57
ნაგავი !!!! ეს ქალები რამ გამოაშტერა , ზოგი ოღონდ გათხოვდეს და მოძალადასეც კი მიყვებიან
0 1 1