x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„მასტერშეფის“ აღმოჩენა - 19 წლის ია ძაგანია „თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს“
image


მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­შო­უს ქარ­თულ­მა ანა­ლოგ­მა „მას­ტერ­შეფ­მა“ სხვა­დას­ხვა ასა­კის, პრო­ფე­სი­ი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.ია ძა­გა­ნია კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლეა. იგი 19 წლი­საა, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში და­იმ­სა­ხუ­რა „მას­ტერ­შე­ფის“ აღ­მო­ჩე­ნის ტი­ტუ­ლი და ტოპ ათე­ულ­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იამ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სტარ­ტა­პი „ამო­ჭა­მე“ წა­მო­ი­წყო, რო­მე­ლიც გურ­მა­ნებს წი­წა­კი­სა და ხახ­ვის მუ­რა­ბებს სთა­ვა­ზობს.

ია ძა­გა­ნია „მას­ტერ­შე­ფის“, კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და თა­ვი­სი სა­ფირ­მო წი­წა­კის მუ­რა­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

რას საქ­მი­ა­ნობ და კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი რო­დის გა­გიჩ­ნდა?


ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­პი­რებ ჩა­ბა­რე­ბას და გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ კუ­ლი­ნა­რი­ით.კუ­ლი­ნა­რია ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებს. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვით­გა­ნათ­ლე­ბას მივ­ყა­ვი ხელი. ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობ რე­ცეპ­ტებს სხვადსხვა სა­იტ­ზე, ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ… ყო­ველ­თვის მინ­დო­და, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში რამე გა­მე­კე­თე­ბი­ნა და წი­წა­კის მუ­რა­ბის წარ­მო­ე­ბით და­ვი­წყე. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში.


სა­ი­დან გაჩ­ნდა წი­წა­კის მუ­რა­ბის იდეა?

მე და ჩემს მე­გობ­რებს უცხო­უ­რი ჯი­შის წი­წა­კა გვქონ­და, რომ­ლის შე­ნახ­ვა გვინ­დო­და, მაგ­რამ ვერ ვწყვეტ­დით, რა ფორ­მით შეგ­ვე­ნა­ხა. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ მუ­რა­ბა მოვ­ხარ­შეთ. მისი გემო ისე მოგ­ვე­წო­ნა, რომ აჯი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მო­ვად­გი­ნეთ. ვინც გა­სინ­ჯა, ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ამი­ტომ ჩემს ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად წი­წა­კის მუ­რა­ბის წარ­მო­ე­ბა და­ვი­წყე. ერთ-ერთი მათ­გა­ნი თი­ნაა, რო­მე­ლიც ასე­ვე „მას­ტერ­შე­ფის“ მო­ნა­წი­ლეა. აქ მოს­ვლა ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ ორი­ვე შო­უ­ში ვართ.


შო­უ­ში ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ხართ?

ჯერ­ჯე­რო­ბით, არა. პირ­ველ რიგ­ში, მე­გობ­რე­ბი ვართ და მო­მა­ვალ­ში რეს­ტორ­ნის გახ­სნა­საც ერ­თად ვა­პი­რებთ, სა­დაც ჩემი სა­კუ­თა­რი მე­ნი­უც იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

image

ფსი­ქო­ლო­გია, თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­რო და კუ­ლი­ნა­რია - რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა ეს სამი სფე­რო შენს პი­როვ­ნე­ბას?

ვფიქ­რობ, ამ სა­მი­დან ფსი­ქო­ლო­გია მე­სა­მე ად­გი­ლას დგას, რად­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­რო და კუ­ლი­ნა­რია მა­ინ­ტე­რე­სებს. რა­ღაც მხრივ, ესე­ნი კვეთს კი­დეც ერ­თმა­ნეთს, რად­გან ორი­ვე სფე­რო გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სა­კუ­თა­რი თავი გა­მო­ხა­ტო.


პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რი­დან მო­ხიბ­ლე ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი. რას გრძნობ­დი, როცა პირ­ვე­ლად წა­რად­გი­ნე შენი კერ­ძი?

ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი არ მქონ­და. ჩემი გე­მოვ­ნე­ბით, ჩემი შერ­ჩე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით გა­ვა­კე­თე და არ ვი­ცო­დი, ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნე­ბო­და თუ არა. რომ გა­სინ­ჯეს კერ­ძი, ვერ მივ­ხვდი, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩათ, შე­ნიშ­ვნე­ბიც მი­თხრეს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ თქვეს, რომ მო­ე­წო­ნათ და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ ვე­ლო­დი, თუ ტოპ ათე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, რად­გან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან.


სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი შე­გარ­ჩი­ეს. შენი აზ­რით, სხვებ­თან შე­და­რე­ბით რა უპი­რა­ტე­სო­ბა გაქვს?

სხვებს არ შე­ვე­და­რე­ბი, მაგ­რამ, ზო­გა­დად, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ჩემს უპი­რა­ტე­სო­ბად სი­თა­მა­მე და გამ­ბე­და­ო­ბა მი­მაჩ­ნია. არ მე­ში­ნია თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო და თუ რამე არ გა­მომ­დის, არ ვნებ­დე­ბი და საქ­მე ბო­ლომ­დე მიმ­ყავს.ვფიქ­რობ, ზურგს მი­მაგ­რებს ის ცოდ­ნა, რა­საც ინ­ტერ­ნეტ­ში ვე­ძებ, ამას ემა­ტე­ბა ჩემი ფან­ტა­ზია, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და ბო­ლოს გა­მო­დის ის, რაც გა­მო­დის.


„მას­ტერ­შეფ­ში“ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მოხ­ვე­დი?

გა­მარ­ჯვე­ბა, რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის, მაგ­რამ ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც ეს კონ­კურ­სი მაძ­ლევს, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0