x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩემთან ჩახუტება რატომ უნდოდა ხომ მიხვდით? ქართველი რომ ვიყავი იმიტომ. კარგად ექცეოდნენო თურმე ქართველები მამამისს ჰოსპიტალში"
image
გერმანიაში მცხოვრები თამარ გუნდიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს შემდეგი შინაარსის აქვეყნებს:

"ამ დილით მეზობელი ამოვიდა ჩემთან. დილის შვიდ საათზე. ფრაუ ტიფენბახი. უსაყვარლესი მოხუცი. ისეთი, ძველი ლაიფციგელები რომ კარგად იცნობენ.

საიდან ვიცი რომ იცნობენ და, ტაქსით მოვედი ერთხელ სახლში და მისამართი რომ ვუთხარი, უი, თქვენ სახლში ფრაუ ტიფენბახი ცხოვრობს არაო? მითხრა გაბრწყინებული სახით მძღოლმა.


ვიცოდი რომ პენსიონირებული კბილის ექიმი იყო და ჩავეკითხე, თქვენი ექიმი იყო მეთქი? არა, მისი ქმარი იყო ჩემი სკოლის დირექტორი, მთელ ქალაქს რომ უყვარდა, ისეთი ბრწყინვალე პიროვნება და სხვათაშორის, ფრაუ ტიფენბახიც მისი მოსწავლე იყო ერთ დროსო.

მეთქი, თქვენ ახალგაზრდა ხართ და საიდან იცით მათი ახალგაზრდობისდროინდელი ისტორია მეთქი და მაგათი ისტორია ვინ არ იცის, ორივენი ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქენი არიან, ყველა ნამდვილი ლაიფციგელი რომ პატივს სცემთ ისეთნიო.



ხოდა, ამ დილით კარი რომ გავაღე და ის დამხვდა აკანკალებული ხელებით და სახის ნაკვთებით, ლამის გული ფეხებში ჩამივარდა, მეთქი ასე ადრიანად არ მიადგებოდა გერმანელი მეზობელს, ნეტა ბიბიმ მის კარებს ხომ არ მიაფსა ან მე რამე ხომ არ გავაფუჭე ჩემდაუნებურად თქო. ხომ იცით, კულტურულ ადამიანებს ძალიან უჭირთ ჩხუბის დაწყება თუკი რამეზე გაბრაზებულნი არიან და ვინმე თავხედთან საქმის გარჩევა უწევთ. თავად უფრო განიცდიან წინასწარ..

-ფრაუ ტიფენბახ, რა მოხდა? -ისევ მე დავიწყე საუბარი შეწუხებულმა. წამოუვიდა ცრემლები.


– აი მივემგზავრები ფრაუ გუნდიშვილი, ძალიან ვღელავ და თქვენთან ჩახუტება მომინდაო მითხრა და გადამეხვია.

რა ჯანდაბა მატირებდა კი არ ვიცოდი, მაგრამ კი ამომიჯდა გული მეც.


ეხლა თქვენ გეტყვით. საქართველოში მიფრინავდა თურმე ოთხი დღით. ის, მისი ძმა და ქალიშვილი. თელავში. მამის საფლავის სანახავად. ტყვე ყოფილა და შარშან შეუტყობინებიათ სად იყო დასაფლავებული მისი მამიკო, ომში დაკარგული რომ ეგონათ.


ჩემთან ჩახუტება რატომ უნდოდა ხომ მიხვდით? ქართველი რომ ვიყავი იმიტომ. კარგად ექცეოდნენო თურმე ქართველები მამამისს ჰოსპიტალში. ვღელავო, ძალიან ვღელავ…“, -წერს თამარ გუნდიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

image

1
393
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
393
  
2019, 8 ივნისი, 17:29
Mეც ამეტირა
0 1 1