x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი განსაღვრულიყო
დავით მოსიაშვილი შვილებთან ერთად

კარგათ იცნობთ ჩვენს რესპოდენტს დავით მოსიაშვილს თავისი ორი შვილით, მათ ხელნაკეთი ნივთების მცირე სახელოსნი აქვთ სადაც ლამაზ ბროშებს ამზადებენ.

  • რამდენად გაგიჭირდა ბავშვების აღზრდა?
არავის არ ვაკნინებ, მაგრამ არ მესმის შვილების აღზრდა როგორ შეიძლება ადამიანს გაუჭირდეს. სხვათაშორის ბევრი მისვავს ამ შეკითხვას და ვერ წარმოუდგენიათ თუ როგორ შეიძლება გავართვა თავი ბავშვების აღზრდის ყოველდღიურ “რუტინას". მე თავიდანვე იმდენად ვიყავი ჩართული შვილებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში ერთი წუთიც არ მიფიქრია რამეს ვერ გავართმევდი თავს მარტოობისას. რათქმა უნდა იყო სიძნელეები, ორივე შვილის ინტერესები და მათთვის ბავშური გარემოს შექმნა ერთდროულად ჩემზე გადმოვიდა. თავიდან დროის გრაფიკს ტელეფონში ვიწერდი, განასაზღვრული მქონდა თითეული წუთი, თუ რა დრო დაჭირდებოდა მარიამის მეცადინეობას, რა დრო დემეტრეს ვარჯიშს, რა დრო მათთან ერთად თამაშს და ა.შ. ეხლა უბრალოდ მივეჩვიეთ და სამივე ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ.

  • რა გასწავლა მარტოხელა მამობამ?
მარტოხელა მამობამ იმაზე მეტი რამ მასწავლა, რასაც მანამდე ვერც წარმოვიდგენდი, დამაფიქრა ბევრ კონკრეტულ სიტუაციაზე, შემძინა უდიდესი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, ზოგადად გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ ჩვენივე განწყობები მართავენ ჩვენს ცხოვრებას და სწორედ ამიტომ ვცდილობ იმედიანად ვუყურო ყველა მოვლენას და საქმეს, ყოველი პრობლემა თუ გადასაჭრელი საკითხი მაძლევს ძალას ვიყო მეტად მებრძლი და კიდევ უფრო მეტად ოპტიმისტი.

  • საიდან გაჩნდა იდეა რომ ბავშვებს ხელნაკეთი ნივთები დაემზადებინათ?

ხელნაკეთი ნივთების იდეის სათავე პირველ რიგში დემეტრეს დიაგნოზი იყო, სულ მინდოდა ისეთი ხელსაქმე მომეფიქრებინა, რაც ბავშვების ინტერესების გაღვივებას და მათ გონებრივ განვითარებას შეუწყობდა ხელს და ამავდროულად ნაკლებ ბიუჯეტიანი იქნებოდა რადგან ჩენ არ გვაქვს ბევრი ფული, ვიცოდი რომ ნებისმიერი სახის არტ-თერაპია, რომელიც ბავშვების ინტერესებზე იქნებოდა მორგებული, დადებითად იმოქმედებდა მათ შეგრძნებებზე და დაავიწყებდათ იმ ბავშურ პრობლემებს რისი გადატანაც მათ მოუხდათ. მინდა ვთქვა რომ ერთად მუშაობის პროცესი ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი მომენტია, აი ამ დროს ვართ მამა-შვილიც, თანამშრომლებიც, მეგობრებიც და ერთმანეთის ფსიქოლოგებიც.

image

  • როგორც ვიცი მუშაობ, როგორ ახერხებ ამ ყველაფერის ერთად შეთავსბას?
ვმუშაობ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმიანისტრაციაში, ძალიან კარგი გარემო და კოლექტივია, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ხელშეწყობაც მაქვს, რისთვისაც ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას გადავუხდი თვითეულ თანამშრომელს.

საქმიანობაში დედაჩემი მეხმარება, დილით სამსახურში წასვლამდე ჩემი მარშუტია სკოლა, ბაღი და მერე სამსახური, დემეტრე საღამოს დედაჩემს გამოყავს ბაღიდან და ბაღის მერე ყოველი 20 წუთის ინტერვალით დემეტრესგან და მარიამისგან იწყება რეკვები ჩემს ტელეფონზე, ინტერესდება თუ რამდენ ხანში მივალ, რას მივუტან, თუ რა მოხდა სამსახურში ახალი. მისვლამდე ტელეფონით ასწრებს ყველაფრის მოყოლას. ))) ბროშების დამზადებას ძირითად საღამოს საათებში, ბავშვების დაძინებამდე ან კიდევ შაბათ კვირას ვახერხებთ.

ზოგადად არ მესმის იმ საქმეებმა რომლებიც უკლებლივ ყველა შენს შვილებთანაა დაკავშირებული, როგორ შეიძლება დაგღალოს.

image

  • თბილისში გადასვლაზე გიფიქრია?
თბილისში გადასვლა და იქ ცხვორება დემეტრესთვის ყველაზე კარგია . რადგან ის თერაპია რომელსაც დემეტრე იტარებს, საჭიროებს ინტენსიურად დატვირთულ კურსს, რასაც ისე კარგად ვერ ვახერხებთ, როგორც გვინდა ფინანსური მდგომარეობისა და რეგიონში ცხოვრების გამო. ინტენსიური კურსის ჩატარება კი ძირითადად მიმართულია გააქტიურებული კუნთის შენარჩუნებისთვის. ვინაიდან კახეთში არაა ვოიტა თერაპიის კაბინეტი და თბილისშიც ისე ხშირად ვერ ვახერხებთ ჩასვლას, ამიტომ ვცდილობ ვოიტა თერაპიის მცირე მასაჟები მე თავად გავუკეთო და შევნუარჩუნო ის შედეგები, რასაც აქამდე დიდი წვალებით მივაღწიეთ.

თბილისი ძალიან გვჭირდება მაგრამ არ გვაქვს ბინა, და ეს დიდი დაბრკოლებაა ჩვენთვის.

image

  • მეუღლეს რატომ დაშორდი? ეჭვიანი იყო?
ამ კითხვას არასდროს ვპასუხობ, პირველ რიგში ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მეორე რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანი აზრის მქონე ადამიანებს აქვთ ინფორმაცია, ნაკლებად მნიშვნელობანია ჩემთვის საქართველოს კონკრეტულ ლოკაციაზე მცხობრებ უცნობ ადამიანს ეცოდინება თუ არა სიმართლე. ამ საკითხზე ვისთანაც ვისაუბრებ ინტერესის შემთხვევაში ჩემი შვილებია, როდესაც გახდებიან სრულწლოვანები. მინდა რომ ეს კითხვა აღარ დამისვან, არასდროს ვაპირებ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს.

  • დედამ უარი თქვა შვილბზე? არ უნდა ბავშვებთან ურთიერთობა?
დედის თანხმობით სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი განსაზღვრულიყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მას არ აქვს ბავშებთან ურთიერთობის უფლება. სასამართლოს დადგენილებით განსაზღვრულია თვის განმავლობაში რამოდენიმე დღე როდესაც მას შეუძლია ბავშვების ნახვა. მე არასდროს ვუშლი მათ ამას, რადგან ვფიქრობ რომ მომავალში ბავშვებს საშუალებას მისცემს სწორად ჩამოუყალიბდეთ აზრი კონკრეტული მოვლენების მიმართ.

  • შენთან ცხოვრება ბავშვებმა აირჩიეს?
ეხლა რომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ბავშვები ჩემთან არ ყოფილიყვნენ ვერ წარმომიდგენია, ნუ ეს არც მაშინ დამიშვია არცერთი წამი. ბავშვები არჩევანის წინაშე არ დამდგარან, სასამართლომდე ბავშვები უკვე ჩემთან ცხოვრობდნენ მაგრამ ბავშვებისათვის არასასურველი სიტუაციების შექმნის რამოდენიმე ფაქტის შემდეგ, გადავწყვიტე ყველაფერი იურიდიულ ჩარჩოებში მომექცია, რამაც გაამართლა და მან საკუთარი სურვილით ბავშვების ჩემთან ცხოვრება იურიდიულად გაამყარა.

image

  • რა რჩევას მისცემ მშობლებს ბავშვების სწორად აღზრდასთან დაკავშირებით?
პირველი რაც შემიძლია ვთქვა ეს არის ის რომ აუცილებლად დედაც და მამაც აბსოლიტურად ერთნაირად იყვნენ ჩართული შვილების გარდისა და აღზრდის პროცესშიმ რაც ჩვენს ქვეყანაში მოვალეობების ტრადიციულად არასწორად გადანაწიულების კუთხით დიდი პრობლემაა.

მიუხედავად ჩვენს გარშემოში არსებული უამრავი პრობლემისა თავის თავში მონახონ ძალა ბავშვებთან იყვნენ მუდმივად პოზიტიურნი, რადგან ვფიქრობ რომ ჩვენი განწყობები პირდაპირ მოქმედებს ბავშვის განწყობაზე და უნებლიედ ჩვენი უხასიეთოდ ყოფნის გამო მათ შეიძლება ფსიქოლოგიური სტრესი მივაყენოთ.

შვილებთან იურთიერთონ როგორც სხვა ადაამინებთან, მოუსმინონ მათ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები და არავითარ შემთხვევაში არ ეცადონ საკუთარი თვისებების და ხასიათის კოპირებას მათში.

image

  • რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
ამ ეტაპზე ჩვენი უახლოესი გეგმები დემეტრეს სკოლაში შეყვანას უკავშირდება, ვემზადებით სასექტემბროდ, წინ ბევრი გამოწვევა გვაქვს. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს ძალიან გვაინდა ჩენი სახელოსნოს გაფართოვება და სხვა ბავშვების დასაქმება, რისი რესურსიც ჯერჯერობით სამწუხაროდ არ გაგვაჩნია.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს რომელიც ყუოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მიმართ გამოხატავს უდიდეს სითბოს და სიყვარულს, ასევე ყველას ვისაც ჩენთვის თუნდაც უმნიშბნელო კეთილი საქმე გაუკეთებია.

0
2057
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
2057
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0