x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით. სასწორი- საოცნებო ცოლი!
imageრომელი ზოდიაქოა ყველაზე საუკეთესო ცოლი? მოდი, ვნახოთ, რას გვეტყვიან ამ თემაზე ვარსკვლავები:

მე-12 ადგილი-მორიელი

ლამაზი, მიმზიდველი და ჭკვიანი. ქალი-მორიელი ყველაზე ცუდი ცოლია მსოფლიოში. მამაკაცი, რომელიც ქალ-მორიელზე ქორწინდება, შეიძლება ითქვას, რომ მონად ყიდის საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ემსახურო ასეთ დიდებულ ქალს-საპატივსაცემო და სასიამოვნოა, მაგრამ სანამ მის რთულ ხასიათს შეეჩვევით, თმა სულ დაგცვივდებათ, ერექცია დაგიქვეითდებათ და პენსიაშიც გახვალთ.

image


მე-11 ადგილი-თევზები

ცოლად მოიყვანო ქალი-თევზები, ეს იგივეა, რომ კნუტი აიყვანოთ გასაზრდელად. სარგებელი მაინც იგივე იქნება ორივე შემთხვევაში. თევზები-არამიწიერი და მიმზიდველი არსებები არიან. რაღაც გამოუცნობი მიზეზის გამო ძლიერი სქესის წარმომადგენლები ფანატიკურად არიან დამოკიდებულნი ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებზე. და თუ რომელიმე გაბედული მოახერხებს და თავს დააღწევს თევზებთან ურთიერთობას, ცხოვრება უაზრო და ცარიელი ხდება.

image

მე-10 ადგილი-ლომი

ყველაზე მამაცები ლომებთან ებმევიან ბრძოლაში. ცოლი-ლომი ძვირფასი ვიტრინასავითაა-ყველაზე ლამაზი სამკაულები, ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი, ძვირფასი მანქანა და ყველაფერი ყველაზე-ყველაზე. ყველაფერი ამ მტაცებლის მადაზეა დამოკიდებული. მასთან დაშორება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად-დაშორების შემდეგ ყველა ქალი უინტერესო და მოსაწყენ ასლებად ჩანან. არადა, სხვა ქალი-ლომის მოხიბვლაც არ გამოვა, უკვე ყველაფერი დახარჯეთ!

image

მე-9 ადგილი-მშვილდოსანი

ქალი-სატანა. ყველაფერი, რაც მას სჭირდება-უკვდავი სულია. როგორც ის იტყვის, ყველაფერი ისე იქნება. თანაც-ყოველთვის. თუ არ დაემორჩილებით, ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვთ!

image

მე-8 ადგილი-ტყუპები

ყველაზე საშიში ქალები. იცის ვინცაა მისი მეუღლე სინამდვილეში. ვერაფერს დაუმალავთ, არც კი იფიქროთ! მის მახვილ მზერას ვერაფერს გამოაპარებთ. ამიტომ, დადეთ ნამცხვარი იქ საიდანაც აიღეთ, ისედაც მსუქანი ხართ!

image

მე-7 ადგილი-ვერძი

ქალების ძალიან საინტერესო “სახეობაა", შეიძლება ითქვას. ის დარწმუნებულია, რომ 100%-ით საუკეთესოა იმ ყველაფერს შორის, რაც მისი ქმრის ცხოვრებაში არსებობს და მომხდარა. ბოლომდე დაიხარჯება, მაგრამ ქმარს მაინც თავის ჭკუაზე გაატარებს.image

მე-6 ადგილი-სასწორი

დახელოვნებული კულინარი, ლამაზმანი, შესანიშნავი საყვარელი... დიახ, ეს ცოლი-სასწორია. ნამდვილი ოცნებაა, არა? მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა მისი აღმატებულება კარგ განწყობაზეა. სხვა შემთხვევაში კი სკანდალებს და ისტერიკებს მართავენ და უბოდიშოდ შეექცევიან სხვების ორცხობილას.

image

მე-5 ადგილი-ქალწული

ქალწული-ცოლი შესანიშნავი კომპანიონი და მეგობარია. დარწმუნებულია, რომ წყვილი ერთი მიმართულებით უნდა იყურებოდეს, თუმცა, მიმართულებას თვითონ ირჩევს. ფორმალურად-მამაკაცია უფროსი, მაგრამ მთელ პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებებს ცოლი იღებს საკუთარ თავზე. თუ ქალწულს ხელი სთხოვეთ და პასუხად მიიღეთ : “მოვიფიქრებ", დრო ჯერ კიდევ გაქვთ, გაიქეცით!

image

მე-4 ადგილი-კურო

თუ მხიარული და ჯიბეგაფხეკილი ხართ, დაქორწინდით ამ ქალზე, ის თქვენ წარმატებულ მამაკაცად გაქცევთ.თუმცა, ამის საფასური თქვენი მხიარული ხასიათი იქნება, რომელიც უკვალოდ გაქრება. თუ მაინც ფიქრობთ, რომ თქვენი მისამართით გამოსროლილი სერვიზის ფრენა-მხიარული გასართობია, მაშინ გაუძელით!

image

მე-3 ადგილი-თხის რქა

იდეალურ მამაკაცს იდეალური ცოლი უნდა ყავდეს. ელემენტარულია! ქმრის არჩევისას თხის რქა სარგებლით ხელმძღვანელობს და არა რაღაც სიყვარულით. და თუ ქალმა-თხის რქამ მაინც თქვენ აგირჩიათ, სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იქნებით( თუ რამე არ შეგეშალათ)...

image

მე-2 ადგილი-მერწყული

მარად ახალგაზრდა, მოკისკისე და ნაზი.მამაკაცების ოცნება. თუმცა ამ ოცნების დევნა დიდხანს მოგიწევთ. მისი დათანხმება ცოლობაზე ხომ სულაც არაა იოლი ამოცანა.

image

პირველი ადგილი-კიბო

ოჯახი კიბოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას. მასზე აუგს ვერ იტყვით. ჭკვიანია, ლამაზი, სახლს იდეალურად უვლის, პატივს სცემს მეუღლის ნათესავებს. ამიტომ, არ ეცადოთ და თავი არ აარიდოთ ოჯახურ მოვალეობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსახურებულადაც მიიღებთ და არ ინანოთ, რომ მასზე დაქორწინდით და არა მაგალითად ქალწულზე.image


0
420
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0