x
image
ნათია ჩხობაძე
კუთხეში არ დაჯდე , ვერ გათხოვდები- მითი, თუ რეალობა

ალბათ დღესაც გაგიგიათ უფროსებისგან და განსაკუთრებით ბებიებისგან, რომ მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ შეიძლება. ამას კი იმით ამართლებენ, რომ მაგიდის კუთხეში ჯდომას მოაქვს ქალისთვის გაუთხოვრობა. არავინ იცის ეს მართლაც ასეა, თუ არა, მაგრამ ამ ჩვევას ნამდვილად აქვს წარსული და საკმაოდ ძველია. ის სავარაუდოდ გაჩნდა შორეულ წარსულში, სადაც დიდ ოჯახებში ყველა ბავშვი ჯდებოდა სკამებზე და ყველაზე პატარას რომელსაც სკამი არ ხვდებოდა უწევდა მაგიდის კუთხეში ყოფნა. აქედან გამომდინარე წარმოიშვა მოსაზრება, რომ ვინც კუთხეშია იმას არ ხვდება საუკეთესო, ხოლო შემდეგ ეს მოსაზრება გადაიქცა მითად, რომ ვინც კუთხეში ჯდება იმას თავისი კუთხე არ ეღირსება. ჩვენში ამბობენ, რომ თუ გასათხოვარი გოგო მაგიდის კუთხეში დაჯდება 7 წელი ვერ გათხოვდება .


image

იქნებ არსებობს თქვენში ისეთიც, რომელიც მართლა უკავშირებს თავის ბედს მაგიდის კუთხეში დაჯდომას? რამდენად გჯერათ ამ მითის და სხვა რა გაგიგიათ საქართველოში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება <3

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0