x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მასტერ კლასი-როგორ შევკეროთ ჩვენი ხელით კეიპ-ტრანსფორმერი 3 საათში!
კეიპ-ტრანსფორმერი ძალიან ლამაზი, პრაქტიკული და ამასთან ადვილი შესაკერიცაა. ყოველგვარი განსაკუთრებული უნარ-ჩვევების გარეშე შეძლებთ საკუთარი ხელით გამოჭრათ და შეკეროთ. თუმცა, შეკერვა, როგორც ასეთი, სულაც არ სჭირდება.imageმის შესაკერად დიდი-დიდი 3 საათი დაგჭირდეთ, თუ კერვის გამოცდილება გაქვთ, მაშინ საქმე კიდევ უფრო გაგიიოლდებათ.

image

ქსოვილის ფაქტურა და სიგრძე იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სეზონისთვის ემზადებით. ოპტიმალური ვარიანტია საშუალო სისქის ქსოვილი, 50% შალის და 50% პოლიესტერის შემცველობით. S და M ზომებისთვის(სიმაღლე 170სმ)დაგჭირდებათ ქსოვილი ზომებით 155 х 140 სმ.

მოამზადეთ ჯერ თარგი. ქაღალდზე დახაზეთ წრე, რომლის დიამეტრი 140 სმ-ია. და ეს წრე ოთხ ტოლ სექტორად დაყავით. იღლიებს შორის დაშორება ზურგის სიგანეზეა დამოკიდებული და 46-დან 50-მდე სმ-ს შეადგენს. მაგალითად, თუ ზურგის სიგანეა 34სმ, იღლიებს შორის დაშორებად უნდა ავიღოთ 34+12 სმ ანუ ამ შემთხვევაში 46სმ. იღლიის სიმაღლედ 25სმ ხოლო იღლიის სიგანედ კი 15 სმ. როგორც სურათზეა ნაჩვენები, ზედა წერტილიდან 37სმ უნდა ჩამოვზომოთ და იქიდან დავიწყოთ იღლიის დახაზვა. ყველაზე კარგი ვარიანტია ჯერ ძველ ქსოვილზე გამოჭრათ, კარგად დაამუშაოთ და შემდეგ გადაიტანოთ ახალ ქსოვილზე გამოსაჭრელად.


image

გამოჭრის წინ ახალი ქსოვილი საგულდაგულოდ დააუთოვეთ. თუ ქსოვილს კიდეები არ ეძენძება-საუკეთესო ვარიანტია. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ ავერლოკი გამოიყენოთ, თუ ამის საშუალება გაქვთ, ან კანტი შემოავლოთ და სულაც-შეუკეცოთ.


შეგიძლიათ კონტრასტული ფერის ტყავის ფართო ქამარი შეუხამოთ ან იგივე ქსოვილისგან გამოჭრათ და შეკეროთ ნაჭრის ქამარი.image აქ კი ის უამრავი ვარიანტებია, თუ როგორ შეგიძლიათ კეიპ-ტრანსფორმერი ატაროთ:

image

1
58
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
58
  
0 1 1