x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
გურიანა
გურიანა


გურიანა, იგივე კურიანი იყო ქართველური სახელმწიფო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც არსებობდა დასავლეთ საქართველოში მდებარე კოლხეთისა და უფრო სამხრეთით მდებარე დიაოხთან და ნაირის ქვეყნებთან ერთად რკინის ხანაში, რომელიც ჩვენს რეგიონში დაიწყო ძვ.წ. 1200 წელს და დასრულდა ძვ.წ. 550 წელს. გურიანას ადგილას შემდგომში შეიქმნა კიდევ ერთი უძველესი ქართველური სახელმწიფო - იბერიის სამეფო, იგივე ქართლის სამეფო. გურიანას ტერიტორია მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ასევე ჩრდილოეთ ანატოლიის ტერიტორიას ვიდრე დიაოხამდე. ურარტული წყაროების მიხედვით, ის მდებარეობდა ურარტუსა და გამირუს ქვეყნებს შორის.


სარდურ II-ის (ურარტუს მეფე 764-735 წლებში) ანალებში გურიანა ასევე მოხსენიებულია როგორც "კურიანი" და ნათქვამია, რომ ის იგანესთან ახლოს, ჩრდილის ტბასთან მდებარეობდა. კურიანი და გურიანა ლიტერატურაში ერთმანეთთანაა გაიგივებული. მდინარე მტკვრის სახელწოდება "კურა" რუსულ ენაში სწორედ ამ სახელმწიფოს - კურიანის გავლენითაა დამკვიდრებული. ამას უამრავი მკვლევარი ეთანხმება, მათ შორის ცნობილი რუსი ისტორიკოსი იგორ დიაკონოვი. ზოგიერთი მკვლევარი ასევე გურიანას სახელმწიფოს სახელის იდენტიფიცირებას ახდენს საქართველოს დღევანდელ რეგიონთან და ასევე სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონე - გურიასთან, რომელიც ქართულ წყაროებში მხოლოდ ახ.წ. მე-8 საუკუნიდან მოიხსენიება.


გურიანა,  იგივე კურიანი




სხვა ქართული სახელმწიფოები (არასრული სია):



1. კოლხეთის სამეფო

2. დიაოხის სამეფო

3. იბერიის სამეფო

4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო

5. ლაზიკას სამეფო

6. აფხაზთა სამეფო

7. კახეთის სამეფო

8. ჰერეთის სამეფო

9. კახეთ-ჰერეთის სამეფო

10. კახეთის სამთავრო

11. ჰერეთის სამთავრო

12. ქართლის საერისმთავრო

13. ქართლ-კახეთის სამეფო

14. თბილისის საამირო

15. ქართველთა სამეფო

16. სამცხე-საათაბაგო

17. იმერეთის სამეფო

18. ქართლის სამეფო

19. სვანეთის სამთავრო

20. გურიის სამთავრო

21. აფხაზეთის სამთავრო

22. სამეგრელოს სამთავრო

23. საქართველოს სამეფო

24. ზაბახა

25. ნაირის ქვეყნები



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე



1
439
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
439
  
2023, 11 დეკემბერი, 4:44
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 720-714 წლით დათარიღებული ასურული წყაროების მიხედვით „კიმერიელების ქვეყანას“ გამირს (ბერძნ. Κimmerioi, აქად. Gamir(a)ᾱia, Gamiraia, ძვ. ებრ. gmr) და ურარტუს შორის იყო „ქვეყანა გურიანა“.
.
ასურეთის მეფეს სარგონ II-ს შემდეგ ინფორმაციას აწვდის მისი ტატხტის მემკვიდრე და მზვერავების უფროსი სინახერიბი - უკიელებმა მომწერეს „ურარტუს მეფე როგორც კი წავიდა გამირში, მისი ჯარი მთლიანად განადგურებული იქნა“. მეორე წერილში კი სარგონ II-ს აწვდიან ცნობას იმის შესახებ, რომ ურარტუსა და ქვეყანა გამირს შორის მდებარეობს „ქვეყანა გურიანა“. აქედან გამომდინარე ისტორიკოსების აზრით გურიანა მდებარეობდა საქართველოს ცენტრალურ ნაწილში.
.
მასალა, რომელშიც გურიანა გახლავთ ნახსენები მიჩნეულია ჩვენამდე მოღწეულ უძველეს დიპლომატიური დაზვერვის ნიმუშად. რაც თავის მხრივ მასში მითითებული ინფორმაციის სანდოობაზეც მიუთითებს, რითაც დიდად არ გამოირჩევა ძველ ისტორიკოსთა ნაშრომები.
.
- Мочалов Михаил - Древняя Ассирия
- Кавказ и степной мир в древности и средние века
0 1 1