x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ბარსელონას" ესპანელმა ფეხბურთელმა ებრაული ქორწილი გადაიხადა ( + ფოტოები )

imageცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ფეხბურთელმა სერხიო რობერტომ ამერიკელ ლამაზმანზე კორალ სიმანოვიჩზე იქორწინა. როგორც წყარო წერს, ამერიკელი ლამაზმანი, რომელიც ახლა მოდელია, ნიუ - იორკში დაიბადა და ამასთანავე აქვს ისრაელის მოქალაქეობაც.სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ წყვილმა გრანდიოზული ქორწილი თელ -ა - ვივში გადაიხადა.ამჟამად წყვილი კატალონიაში ცხოვრობს და სამოდელო კარიერამდე კორალ სიმანოვიჩმა ჯარში სამსახურიც მოასწრო, სადაც ის ორი წელი მსახურობდა.ისრაელში ეს ნორმაა და ქალების უმეტესობა სამხედრო სამსახურს გადის.
ამ დროისთვის მის "ინსტაგრამზე" 704 ათასი გამომწერია, ხოლო მისი მთავარი მიღწევა პირადი ბრენდის შექმნაა სახელწოდებით "CORAL SIMANOVICH".imageimageრაც შეეხება სერხიო რობერტოს, ის 27 წლისაა და "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. ესპანელი ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველია, სადაც ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზეც თამაშობს.ფეხბურთელი კატალონიელთა სისტემაში 2006 წლიდან ირიცხება.2010 წლის ოქტომბრიდან კი შედგა მისი დებიუტი ძირითად გუნდში.imageმიმდინარე 2018 - 19 წლების სეზონში მის ანგარიშზე 39 ჩატარებულ მატჩში 7 საგოლე ჩაწოდებაა.თავად ქორწილი კი წყვილმა ისრაელში გადაიხადა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის იყო "ბარსელონას" ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები: სერხი სამპერი, დენის სუარესი, ბოიან კრკიჩი, ოიერი, რომეო, ბარტრა და ასევე კატალონიელები.imageimageimageსაინტერესოა, როგორი ქორწილი გადაიხადეს წყვილმა ისრაელში, რასაც ფოტოებით შევიტყობთ.imageimageimageimageimageimageimageimage










0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0