x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მეცნიერებმა ლეონარდო და ვინჩის შესახებ უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს

image

როგორც ირკვევა, აღორძინების ეპოქის ცნობილ მხატვარს ლეონარდო და ვინჩის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით ხატვა ერთნაირად, კარგად შეძლებია. ამის შესახებ ფლორენციაში მდებარე, უფიცის გალერეის მკვლევარებმა განაცხადეს. მეცნიერები ამ დასკვნამდე, მხატვრის ესკიზის - "პეიზაჟი 8პ" - დეტალურად შესწავლის შედეგად მივიდნენ. ნამუშევარი, რომელზეც მხატვარი 21 წლის ასაკში მუშაობდა, მონტელუპოს ციხე- დარბაზი და მდინარე არნოს ხეობაა ასახული, ეს არის სწორედ ის ადგილები, სადაც მხატვარმა ბავშვობის წლები გაატარა. როგორც გალერეის დირექტორი ეიკე შმიტი აცხადებს, აღნიშნული ნახატის უკანა მხარეს, აღმოჩენილი პატარა მონახაზისა და წარწერების მიხედვით, დადგინდა, რომ და ვინჩი ესკიზის ცალკეული ფრაგმენტების შექმნისას ორივე ხელით მუშაობდა. გერმანელი ხელოვნებათმცოდნის განცხადებით, ეს აღმოჩენა "ნამდვილ რევოლუციას წარმოადგენს". მკვლევარი, სესილია ფროსინინი აცხადებს, რომ ვინაიდან მხატვარი ცაცია დაიბადა, მას წერას, პატარაობიდანვე მარჯვენა ხელით ასწავლიდნენ, როგორც ფროსინინი აცხადებს, ამ ფაქტის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, თუმცა, მკვლევარებს პირდაპირი მტკიცებულებები - რომ და ვინჩი ორივე ხელს ერთანაიარად, კარგად ფლობდა არ ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული სულ ცოტა ხნის წინ გახდა.



0
1268
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1268