x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაშორდნენ!
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ "ვიქტორია სეკრეტის", საქვეყნოდ ცნობილი მოდელი ირინა შეიკი (ირინა შაიხლისლამოვა) 1986 წლის 6 იანვარს რუსეთში, ემანჟელინსკში, ჩელიაბინსკის ოლქში დაიბადა. მისი მამა იყო თათარი, რომელიც ირინამ 14 წლის ასაკში დაკარგა, ის ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მრავალი გაჭირვების გადალახვის შემდეგ, რომელიც ცნობილმა მოდელმა დედასთან ერთად ბავშვობაში გადაიტანა, მას დღეს ყველაფერი აქვს რაც სჭირდება - ვიზუალი, დიდება, ფული და რა თქმა უნდა, რაც უპირველესია- ბრედლი და პატარა ქალიშვილი.


image



სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინამ სწავლა ჩელიაბინსკის ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო, სადაც მისი და ტატიანაც სწავლობდა. ტატიანამ განათავსა მისი სურათი სამოდელო სტუდია «Светлана» - სთან არსებულ სილამაზის სკოლაში. სწორედ დისა და იდეალური პარამეტრების წყალობით ის ქვედა საცვლების რეკლამებისთვის გადაიღეს. 18 წლის ასაკში კი რუსეთში ერთ-ერთ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ფულადი ჯილდოც ერგო. ნამდვილი სამოდელო კარიერა კი 2004 წლიდან დაიწყო და გასცდა კიდეც რუსეთის საზღვრებს, ფსევდონიმი "შეიკი" შეარჩია და გეზი ევროპისკენ აიღო. თავდაუზოგავი შრომისა და მებრძოლი ხასიათის გამო წარმატებებმა არ დააყოვნა და ის ძალიან მალე ცნობილი ბრენდების სახე გახდა.


ვიცით, რომ ირინამ ცნობილ ფეხბურთელთან კრიშტიანუ რონალდუსთან 5 წლიანი რომანი გააბა, რომელიც 2010 წელს არმანის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე გაიცნო. მასთან დაშორების შემდეგ კი მალევე დაიწყო ურთიერთობა მსახიობ ბრედლი კუპერთან, რომელთანაც მალევე იქორწინა და ქალიშვილიც გაუჩინა.



ის არაჩვეულებრივი დედა და ცოლია, რაც არაერთხელ დაადასტურა პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა, რომელზეც მისი არაჩვეულებრივი, სამწევრიანი ოჯახი იყო აღბეჭდილი. თუმცა, ალბათ არც ეს სიყვარული იყო ნამდვილი და რამდენიმე საათის წინ მრავალი პრესისა და თავად წყვილი წარმომადგენლების დასტურის მიერ ხდება ცნობილი, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი კარგი წყვილი დაშორდა.


image


ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა ურთიერთობა გაწყვიტა. მრავალ წყაროზე დაყრდნობილი განცხადებები, რომლებიც წყვილის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, მოწმობს, რომ 44 წლის მსახიობი და 33 წლის სუპერმოდელი ურთიერთობას წყვეტს.


გაჟონილი ინფორმაციების თანახმად, წყვილს ბოლო პერიოდში დაძაბული ჰქონდა ურთიერთობა და მათი ერთადერთი შემაკავებელი მიზეზი ქალიშვილი ლეა დე სენა ყოფილა. ოსკარით დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგაც, ისინი ერთად არავის უნახავს.


გულშემატკივრების აზრით წყვილს შორის გაჩენილი ბზარის მიზეზი ფილმი "ვარსკვლავის დაბადება"-ს გადაღებაა, სადაც ბრედლი კუპერი ლედი გაგასთან ერთად თამაშობს და მათი ერთობლივი წარდგენა საზოგადოების წინაშე რომანტიკული ეჭვებით, არაერთხელ იხილა მაყურებელმა. თუმცა, არსებული პაპარაცული ფოტოები საპირისპიროს მეტყველებს, ვინაიდან შეიკსა და გაგას შორის არანაირი "მეტოქური" ფაქტი არ გამომჟღავნებულა.


imageimageimageimageimageimageimageimage





ადვილი შესაძლებელია გაგა არ ყოფილიყო მათი დაშორების მიზეზი და უბრალოდ ადვილად ვრცელდება ჭორის დონეზე ის, რასაც თვალი ხედავს, მიზეზები კი უფრო სიღრმეებიდან შეიძლება მოდიოდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრედლი დედის გარეშე ურთიერთობას და ცხოვრებას არ თმობდა და წყვილი მის დედასთან ერთად ცხოვრობდა.


image


მოკლედ, მიზეზი რა არის, მნიშვნელობა არ აქვს, ჰოლივუდის ერთ-ერთი ლამაზი წყვილი ერთმანეთს ნამდვილად დაშორდა.




1
73
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
73
  
2019, 8 ივნისი, 12:41
ამ ქალმა საყვარლების სიის ლიმიტი შეავსო და ეტყობა ახლა ქმრების ლიმიტს მიჰყვა. :)
0 1 1