x
image
ეკა ლაცკა
" არ წახვიდე კომპრომისზე შენს თავთან, შენ ხარ რაც შენ გაგაჩნია! " - ჯენის ჯოპლინი - ორსახოვანი ბლუზ-როკ დედოფალი
image

ხშირად დასმულა კითხვა რა არის თავისუფლება და რატომ არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ამ კითხვას პასუხი იმდენი აქვს, რამდენიც არის ზოგადად ადამიანი...

თუმცა მათთვის, ვისაც ბლუზ-როკ მუსიკა უყვარს, შესაძლოა თავისუფლება ეს მხოლოდ ორი სიტყვაა - "ჯენის ჯოპლინი"!


ამერიკელი ბლუზით შთაგონებული როკ-მომღერალი, პერიოდულად, კომპოზიტორიც, აბსოლიტურად გამორჩეული და განსხვავებული თავისი ხავერდოვანი ხმითა და ტემბრით .

ადამიანი, მიჩნეული თეთრკანიან ქალ ბლუზის შემსრულებლებს შორის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად და ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად როკის ისტორიაში.

1995 წელს ჯენის ჯოპლინი შეიყვანეს ''როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში''.

ჟურნალმა "Rolling Stone" -მა 2005 წელს გამოაქვეყნა სია სახელწოდებით "უკვდავები: ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელი", სადაც ჯენის ჯოპლინი 46 -ე ადგილს იკავებდა.

...

" როდესაც ვმღერი, ისეთი გრძნობაა თითქოს პირველად შეგიყვარდება ვიღაც, ეს უფრო მეტია ვიდრე სექსი. ეს არის მომენტი როდესაც ორი ადამიანი ნახულობს სიყვარულს, როდესაც პირველად შეეხები ვინმეს, ეს გიგანტური გრძნობაა რომელიც მთელს აუდიტორიაზე გადის ამ დროს სიმშვიდეს ვპოულობ ..."

ამბობდა ის და მღეროდა ისე, რომ ბოლომდე ეძლეოდა თავდავიწყებას...

image


ჯენისი 1943 წელს ტეხასში დაიბადა. შტატში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ყვაოდა ბლუზი, ჯაზი, ქანთრი მუსიკა თუ გოსპელ კულტურა.

ბავშვობაში აქტიურად უსმენდა ბილი ჰოლიდის, ბიგ მამა თორნტონს და Texas Blues-ისა და რიტმ ენდ ბლუზის სხვა გამოჩენილ შემსრულებლებს.

სკოლის ასაკიდანვე უჩიოდა საკუთარ გარეგნობას. ხშირად აბულინგებდნენ კიდეც ზედმეტი წონისა და კანის პრობლემების გამო. მაშინ ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქმე როკის მომავალ ქალღმერთთან ჰქონდათ…

17 წლისა იყო, როდესაც ამღერდა.

ჯერ ფოლკლორს ასრულებდა, მერე კი თანდათან შეეპარა ბლუზს, ჯაზს, როკს !

კოლეჯში ყველასგან გამოირჩეოდა .

ხშირად ფეხშიშველი დადიოდა, თან მუდამ მუსიკალური ინსტრუმენტი დაჰქონდა, რათა ემღერა, როდესაც მოუნდებოდა;

რამდენიმე კონცერტზეც გამოვიდა, თუმცა იმხანად ცნობილი მომღერალი ნამდვილად არ ეთქმოდა.

1966 წელს ის ბენდ - Big Brother and the Holding Company-ში, მოხვდა.

და მისი გაბრწყინებაც თანდათან დაიწყო...

image

უბრალო ვოკალისტობიდან ნამდვილი ვარსკვლავობისკენ ნაბიჯი ყოველდღიურად იდგმებოდა.

თუ ბენდის აფიშებზე მისი სახელი თავდაპირველად გამოკვეთილი არ იყო, ცოტა ხანში წარწერა “Big Brother and the Holding Company” -

“Janis Joplin and Big Brother and the Holding Company- შეიცვალა.


image

*1967 წელს ის მონტერეის პოპფესტივალზე გამოვიდა და სადაც მის გამოსვლას უდიდესი გამოხმაურებაც მოჰყვა.

*გამოშვებული იქნა მრავალი ალბომი, გაფორმდა კონტრაქტები, დაინიშნა ტურები შტატების სხვადასხვა ქალაქში...

*ის დგას ჯიმი ჰენდრიქსის, ბადი გაის და ჯონი მიტჩელთან ერთად.

*იპყრობს პრესისი ყურადღებას.

*მასზე წერს ყველა....

*ჟურნალი Vogue ჯენისს ყველაზე ძლიერ ქალ როკვოკალისტადაც კი ასახელებს.

ამხელა წარმატებების მიუხედავდ ჯენის არ შორდება დეპრესია... ვერ ელევა ნარკოტიკსაც...

image

...

" ერთ სცენაზე ასვლისას 55 ათას ადამიანს ვუძღვნი სიყვარულს და შემდეგ სახლში მარტო მივდივარ ",

- ამბობს ის და ხშირად საკუთარ თავში იკეტება...


image


1969 წელს პოპულარობის პიკზე მყოფი ჯენისი ტოვებს ჯგუფს “Big Brother and the Holding Company” და სოლო კარიერას იწყებს..

ის სრულიად არადეკვატურია.

ერთერთ ფესტივალზე ნარკოტიკებით უაზროდ გაბრუებული გამოდის და სცენაზე ათას სისულელეს სჩადის..

სიმთვრალის გამო ხმა რამდენიმეჯერ უწყდება ! თუმცა, ყველაფერი მაინც იმდენად კარგია, რომ სცენიდან გასვლის შემდეგ ბისზე სიმღერაც კი უხდება!

ჯენისი უყვარს ხალხს! ... ასეთიც კი!

იყო ინტელექტუალი, ნიშნავს ბევრი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და ზოგჯერ პასუხი ვერ მიიღო. იდეების ფართო სპექტრი არ იძლევა გარანტიას, რომ თანამოაზროვნეებს მოიპოვებ. ყველაფერი რაც ჭეშმარიტია და აზრი აქვს, ეს შენი გრძნობებია! აი რა მიყვარს მე მუსიკაში"...
/ ჯენის ჯოპლინი /

image


1970 წლის 3 ოქტომბერს მომღერალი სტუდიაში იმყოფება...

ბენდთან ერთად ის ერთ-ერთ კომპოზიციაზე მუშაობს - “Buried Alive in Blues” (“ბლუზში ცოცხლად დამარხული”)...(სახელწოდებაც სიმბოლურია)

მუსიკოსები თანხმდებიან, რომ ჯენისის ვოკალს მეორე დღეს, 4 ოქტომბერს ჩაწერენ...

თუმცა...

4 ოქტომბერს შუადღისას, ჯოპლინი საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

სიკვდილის მიზეზი - ჰეროინის ზედმეტი დოზა.

image

ლეგენდა 27 წლის ასაკში წავიდა და დაგვიტოვა უკვდავება, თავისუფლებით გაჟღენთილი ბგერები და უნიკალური ხმა, რომელიც თავიდან ფეხებამდე აბსოლიტურად სხვა სამყაროში ჩაგძირავს, თუკი ჩაჰყვები...

ათვალიერებ მის ფოტოებს ... სადაც იცინის - მზესავითაა! საოცარი ენერგია და სიცოცხლე მოდის მისგან... გრძნობ როგორი მეამბოხეა, მხიარული, გიჟი !

თუმცა უცებ შეგხვდება კადრი ... და ის უკვე უკიდეგანოდ მოწყენილია.... ზის თავისთვის, სრულიად მარტოსული და შემოგცქერის თვალებით, რომლებიდანაც საოცრად მომნუსხველ სევდას აფრქვევს...

ის სწორედ ასეთია...

ორსახოვანი...

უზომოდ გიჟი და უზომოდ მოწყენილიც ერთდროულად....

ის ჯენის ჯოპლინია...

და მისნაირები საუკუნეში ერთხელ თუ იბადებიან.....

image


" არ წახვიდე კომპრომისზე შენს თავთან, შენ ხარ რაც შენ გაგაჩნია! "

/ ჯენის ჯოპლინი /


0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0