x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„სპორტის სასახლეში“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება
image

28 ივნისს, კომპანია „ბრავო რექორდსი“ და „რუსთავი 2“ „სპორტის სასახლეში“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, სადაც ალბომში შესულ ყველა სიმღერასთან ერთად ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიებიც შესრულდება.


შეგახსენებთ, რომ „ბრავო რექორდსი“ ივნისის შუა რიცხვებში სოფოს სადებიუტო ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა „პერიფრაზი”. ალბომში შესული იქნება პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“; „ძეგლად გადმომეფარე“; „ჰერიო ბიჭებო“; „ჯადოსნური კვერცხი“; „ჩემი აღარა ხარ მორჩა“; „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“; „თათრის გოგონავ“; „ადანდალი” და „ფაჩუჩები“.

image


პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას იღებენ: ბენდი „ნიუტონი“ - შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, ვოკალი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები.


კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოეში გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (sighning party).

image

19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. სოფო მან პროექტის დაწყებისთანავე, უნიკალური შესრულების მანერით ქართველი მსმენელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.


სოფო გამოირჩევა განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ინდივიდუალიზმით. მისი დამიკიდებულება ქართული სიმღერისადმი არის თამამი და ამავე დროს ფრთხილი. ზვიად ბოლქვაძის და სოფო ბათილაშვილის საოცარი ტანდემი, არის ახალი სიტყვა ქართულ მუსიკალურ სცენაზე.

image

სოფო ძალიან პატარა ასაკიდან მღერის, იყო რამოდენიმე ფოლკლორული ანსამბლის წევრი, დამთავრებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს ამჟამად, კი ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ასევე არის აფხაზეთის კაპელის წევრი, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.


კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება: BILETEBI.GE-ზე და სპორტის სასახლის სალაროებში.




0
41
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0