x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„თევზის პედიკურის“   გამო  გოგონას ფეხზე თითები აღარ აქვს
image



ფიშ-სპა ან ფეხის პილინგი თევზებით, დღეს საკმაოდ პოპულარული პროცედურაა. ამ ტიპის მომსახურების შემომთავაზებელი სალონები ხშირად შეიძლება შეგხვდეთ კურორტებზე, წერს пишет Trendings.



image



კლიენტი ქალების და კაცების ნაკადი, რომლებსაც სურთ პაწაწუნა თევზებმა კანის მკვდარი ფენა რომ მოხსნათ ფეხებზე, არ მცირდება. ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი პროცედურა კი მრავალ საფრთხეს მალავს.



image




ტაილანდში დასასვენებლად ჩასული ავსტრალიელი გოგონასთვის თევზებით პილინგი ნამდვილ ტრაგედიად იქცა.


image
Victoria Curthoys/MDWfeatures/dailymail.co.uk





ეს ისტორია დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. უძრავი ქონების 29 წლის მენეჯერმა, ვიქტორია კარტოუზმა ფეხის დიდი თითი დაკარგა მას შემდეგ, რაც შუშაზე დაბიჯებისას დაინფიცირდა.


მისი ტანჯვა ამით არ დასრულებულა. 2010 წელს ვიქტორია დასასვენებლად ტაილანდში გაემგზავრა. იქ მან გადაწყვიტა ესარგებლა პოპულარული ფიშ-სპა-თი.

პროცედურისას გოგონა კიდევ დაინფიცირდა. ინფექციამ ორგანიზმში ამპუტაციის ნაიარევიდან შეაღწია.



სახლში დაბრუნებისას ვიქტორია იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა, რადგან ციება და გულის რევა ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, მაგრამ ექიმები მთელი წელი ცდილობდნენ დაავადების დიაგნოსტირებას.


შედეგად, 2012 წლის დეკემბერში გოგონას ფეხის დიდი თითი მთლიანად მოაჭრეს.




image

Victoria Curthoys / MDWfeatures / thesun.co.uk



„ტაილანდში ყოფნისას გადვწყვიტე ფიშ-სპა მესინჯა. არ ვფიქრობდი, რომ რამე ცუდი შეიძლება მომხდარიყო, ყველაფერი ძალიან სუფთად გამოიყურებოდა. მაგრამ არ ვიცოდი რამდენად ვცდებოდი.

ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ინფექცია ავიკიდე და ერთ წელზე მეტი წავიდა იმაზე, რათა გაერკვიათ თუ რა მჭირდა. იმ დროს, როდესაც ექიმებმა ყველაფერი გაიგეს, ჩემი ძვლის ქსოვილი უკვე „შეჭმული“ იყო და მე კი მუდმივად განვიცდიდი ტკივილს“.



მას შემდეგ, რაც თავდაპირველი ინფექციის დადგენა მოხდა, სიარულის დროს ფეხზე დარჩენილ თითებზე ზეწოლამ მაზოლები და სხვა ინფექციები გამოიწვია.


„დიდი თითის გარეშე ერთი წელი სიარულისას ზეწოლამ მეორე თითზე წყლული გამოიწვია.



image

Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk





თითზე ზემოდან უხეში მაზოლი იყო, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მის ქვეშ კიდევ ერთი ინფექცია ჩაისახა. ამჯერად ექიმებმა კიდევ ერთი თითის ამპუტაცია მოახდინეს და სამი თითით დამტოვეს.

კიდევ ორი წელი ვიყავი ჯანმრთელად და ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლა, მქონდა ფეხი და ვაგრძელებდი ცხოვრებას. მაგრამ ისევ დავიწყე ავადმყოფობა. ყოველ დილით მერეოდა გული და მუდმივად მაციებდა.


მაგრამ გამოკვლევამ ინფექცია არ აჩვენა და ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავშია“.


image

Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk



მოგვიანებით ინფექცია მაინც აღმოჩნდა. 2016 წლის ნოემბერში ექიმებმა ვიქტორიას მესამე და მეოთხე თითიც მოაჭრეს. დაუტოვეს მხოლოდ ნეკა თითი, რომელიც, როგორც ადრე, ზეწოლას განიცდიდა სიარულისას.


„გასულ წელს შევამჩნიე, რომ ჩემი ნეკა თითი არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ამასთანავე მუდმივად ვამჩნევდი წინდაზე რაღაც სითხეს, მაგრამ ჭრილობა არ მქონდა.

ხანგრძლივი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა მორიგი ინფექცია აღმოაჩინეს და 2017 წლის ნოემბერში უკანასკნელი თითიც მომაჭრეს“




სანამ შეეგუებოდა, გარკვეული პერიოდი გოგონას ეშინოდა თავისი უთითებო ფეხის გამოჩენის.



image

Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk




„მე გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფეხი არასოდეს ყოფილა ისეთი ჯანმრთელი, როგორც ახლა“.


image

Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk



თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე?

იხილეთ ასევე:



ამ სურათების ნახვისას ძნელია დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს. 1. კარლოს როდრიგესი კაცი ტვინის გარეშე! -ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, კარლოსმა მანქანა გაიტაცა და დაიმტვრა. 2. ძაღლები, რომლებიც დაიბადნენ წინა თათების გარეშე. 3. ამერიკელი ბილი ოუენი მარჯვენა თვალი დაკარგა სიმსივნის გამო.


თქვენ შეიძლება უკვე ნანახი გაქვთ ეს სურათი. მან უკვე მოასწრო ინტერნეტ-სივრცის დაპყრობა. ბევრი თვლიდა, რომ ეს ფოტოშოპია. მაგრამ არა ეს სურათი ნამდვილია. და, მასზე გამოსახული არაა გუბურაში ჩაძირული უბედური ლოთი. ამ ადამიანს ქვია ჯიმი კოქსი, ის 23 წლისაა და ცხოვრობს შტატ ტეხასის ქალაქ გრანბერში. და ახლა მას მთელი მსოფლიო


ჩინეთში სატვირთო მანქანის მძღოლმა 5 წლის ბიჭს გადაუარა, ხოლო შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიარა მასზე, რათა დრწმუნებულიყო, რომ ის მოკვდა და აღარ მოუწევდა დაზარალებულის მკურნალობის ფულის გადახდა... ეს საშინელი შემთხვევა დასავლეთ ჩინეთში მოხდა: მძღოლი აო იონგი სატვირთო მანქანით ს...


ტუალეტის დილით დალაშქვრა მთელი დღე ჩვენს სიმსუბუქეს უზრუნველყოფს. ამ მიზნით ზოგი სვამს ყავას ან თბილ წყალს. ზოგს კი ამისთვის აბსოლიტურად არაფერი არ ჭირდება. ითმინო დიდხანს და არ შეხვიდე ტუალეტში - ეს ჯანმრთელობისთვის ძლიან საშიშია. გვსურს მოგითხროთ ერთი ბიჭის ისტორია, რომელიც ამ წესს უგულებელყოფდა მთელი 13 წე...


ათობით ტვინი და მისი ნაწილები იქნა აღმოჩენილი მიუნხენში მაქს პლანკის საზოგადოების ფსიქიატრიის ინსტიტუტის რეკონსტრუქციის დროს. ნაშთები ეკუთვნოდათ ჰოლოკოსტის და ადამიანთა რასის გაუმჯობესების მიზნით ნაცისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების მსხვერპლ ადამიანებს. ამის შესახებ იუწყება საიტი Gizmodo. საზოგადოების წარმომადგენე...


0
1554
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0