x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მინი- სერიალი "ჩერნობილი"-შეცვლილი და დამახინჯებული ფაქტები
image

ამერიკულ-ბრიტანული მინი-სერიალი "ჩერნობილი", რომლის პრემიერაც 6 მაისს შედგა წლის სენსაციად იქცა, მისმა რეიტინგმა ყველა რეკორდი მოხსნა, თავისთავად გამძაფრდა ინტერესი 33 წლის წინანდელ ჩერნობილის აეს-ში დატრიალებულ ტრაგედიაზე, გამოჩდნენ მოკირიკიტე ადამიანებიც, (ძირითადად სპეციალისტები და ავარიის მონაწილენი)რომლებმაც რამდენიმე შეცვლილი და დამახინჯებული ფაქტი აღმოაჩინეს სერიალში.


1)ფილმში ავარიიდან მეორე დღეს ვერტმფრენები რეაქტორს ქვიშით და ბორით ავსებენ, რა დროსაც ვერტმფრენი კატასტროფას განიცდის, თუმცა რეალურად ვერტმფრენი ჩერნობილის აეს-ში 2 ოქტომბერს ჩამოვარდა, როდესაც მთავრდებოდა ობიექტი "Укрытие"-ს მშენებელობა, პილოტი ვერტმფრენი ვერ დაიმორჩილა, საფრენი აპარატი სამშენებლო ამწეს ტროსს გამოედო და მიწაზე დაენარცხა.

image


2)კატასტროფის ადგილზე მაისის თვეში ჩამოვიდნენ სამხედროები და ბრიგადები-ქიმიკოსები, ინჟინრები, მშენებლები, ისინი მართლაც, როგორც ფილმშია, კარვებში მოათავსეს, თუმცა უკვე ივნის-ივლისში უსწრაფესი ტემპით ავარიის ლიკვიდაციის პარალელურად აშენდა კაპიტალური დაბა, სადაც იყო დამცავი ყაზარმები, შტაბი და კლუბი.

image

3)სერიალში ყუთებით რიგდება არაყი, ჯერ ერთი საბჭოთა კავშირის ჯარში(და არა მარტო)სასტიკად იკრძალებოდა ალკოჰოლი, მით უმეტეს საგანგებო სიტუაციის დროს და ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს სსრკ-ში მშრალი კანონი მოქმედებდა.

image

4)მეშახტეები ფილმში დედიშობილა დატანტალებენ, მართლაც მიწისქვეშ ტემპერატურა +50-ს აღწევდა, ვიღაცეები მართლაც იხდიდნენ მუშაობის დროს(თუმცა არა დედიშობილა), მით უმეტეს მიწის ზემოთ არავის უნახავს პენისგადმოგდებული მეშახტეები .

image



5)ისევ მეშახტეები, ფილმში ქვანახშირის მინისტრი სრულად ახალგაზრდაა, რომელიც ორ შეიარაღებულ სამხედროსთან ერთად მიდის ტულის მაღაროელებთან თხოვნით წაყვნენ ჩერნობილში, მას მაღაროლები არც თუ ხალისით თანხმდებიან, (საერთოდ მეშახტეები მოხულიგნო ელემენტებად არიან გამოყვანილები, რაც აშკარად გადაჭარბებულია)თან მინისტრს მურით გათხაპნიან, სინამდვილში ქვანახშირის მინისტრი იყო მაღაროელებში მეტად საპატივცემლო ადამიანი-59 წლის მიხეილ შადოვი, რომლის კარიერაც სწორედ მაღაროდან დაიწყო.

image

6)მეხანძრე ვასილი იგნატენკოს ცოლი ლუდმილა რა თქმა უნდა არ ცხოვრობდა ქმართან ერთად პალატაში, ცოლები დაასახლეს ჟივოპისნის ქუჩაზე, მედმუშაკთა საერთო საცხოვრებელში.

image


7)ფილმში ენერგობლოკის სახურავზე ჯარისკაცები ქაოსურად შერბიან გრაფიტის გადასაყრელად(1, 5 წუთში უნდა ჩატეულიყვნენ), თუმცა რეალურად ენერგობლოკის ყოველი მონაკვეთი ფოტოდაზვერვით იყო გადაღებული და დაყოფილი, გრაფიტი მონიშნული იყო, ასე, რომ ყოველმა ჯარისკაცმა წინასწარ იცოდა რა მონაკვეთზე უნდა შესულიყო.

image

8)ბირთვული სპეციალისტი, მეცნიერი ბელორუსიიდან ულიანა ხომიუკი მთლიანად გამოგონილი პიროვნებაა, (რომელიც ძალზე წააგავს ბელორუს მწერალ სვეტლანა ალექსეევიჩს, ნობელის პრემიის ლაურეატს, ავტორს წიგნისა:"ჩერნობილის ლოცვა", ვისი მოტივებიც არის გამოყენებული ფილმში)

image
image

9)ბირთვული დასხივება-ფილმში ისე გამოყვანილი, რომ ისინი, ვინც კატასტროფის ღამეს მუშაობდნენ მეოთხე ენერგობლოკის სახურავზე საშინელი რადიაციული დამწვრობა მიიღეს, საშინლად დაუმახინჯდათ სახე, სხეული და ტკივილებით დატანჯულები დაიღუპნენ, ეს ეპიზოდი აშკარად დრამატიზებულია, სინამდვილეში რადიაციით დასხივებას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:საერთო სისუსტე, გულის რევის შეგრძნება, თავბრუს ხვევა და ფერმკთრალი სახე, სხვათა შორის ის ლეგენდარული მეხანძრეები"პრავიკას ყარაულები", რომლებიც პირველი მივიდნენ ავარიის ადგილზე ნაწილი დღესაც ცოცხალია, ხოლო დანარჩენებს რადიაციული დასხივების სიმპტომები მხოლოდ მეათე დღეს დაეწყოთ. დამწვრობა მართლაც ჰქონდა მეხანძრეების ნაწილს, თუმცა ეს ფისით იყო გამოწვეული, რომლითაც სახურავი იყო დაფარული.

image

10)სასიამოვნო ფაქტი-სამი გმირი მყვინთავი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გარისკეს და ჩავიდნენ რადიაციით დაბიძურებულ წყალში და გადაკეტეს, რითაც ნახევარი ევროპა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს, ბევრმა მაყურებელმა ჩათვალა, რომ ისინი დაიღუპნენ, მით უმეტეს, ამას ამბობს ფილმის მთავარი გმირი ვალერი ლეგასოვი, რომ "მათ მხოლოდ 10 დღის სიცოცხლე დარჩენიათ"..სინამდვილეში ამ სამი გმირიდან(ვალერი ბესპალოვი, ალექსეი ანანენკო, ბორის ბარანოვი) ორი დღესაც ცოცხალია, ბორის ბარანოვი 2005 წელს გარდაიცვალა 65 წლის ასაკში, იგი სიცოცხლის ბოლომდე ბირთვულ ენერგეტიკას ემსახურებოდა.

image

11)რადგან ფილმის მთავარი გმირი ვალერი ლეგასოვი ვახსენეთ, მცირე შესწორება, ფილმში აკადემიკოსი და ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი მაგნიტოფონზე ჩაწერს ჩერნობილის კატასტროფის აქამდე ნაკლებად ცნობილ ფაქტებს და შემდეგ თავს იკლავს პატარა საბჭოთა კომუნალურ ბინაში, თუმცა სინამდვილეში ვალერი ლეგასოვს საკმაოდ ფეშენებლური საკუთარი კოტეჟი ჰქონდა და სწორედ იქ მოიკლა თავი.

imageფოტოზე:მსახიობი ჯარედ ჰარისი და ვალერი ლეგასოვი


იხილეთ მსგავს თემაზე

ბრიტანელი სცენარისტი აღშფოთდა იმის გამო, რომ შავკანიანები არ თამაშობენ სერიალ "ჩერნობილში"

"ჩერნობილი" ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა

0
283
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0