x
სახლი

image
სოფლის განაპირა ეზო, გადაშლილი მწვანე საფარით, ვაზის ტოტებით დაფარული ხის ბოძები, რომლებიც სიბერისგან ნახევრად მორყეულა, მაგრამ მაინც ცდილობენ არ შეეპუონ დროს, თავის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ, იცავენ ვაზის ტოტებს მიწაზე დაცემისგან. მინდორში ველური, თვალწარმტაცი, ფერადი ყვავილები, ესაოდა აქ ჩვენი ადგილი არის სხვას რა ესაქმებაო, წაუღერებიათ ყელი და ეფიცხებიან მცხუნვარე მზეს, ტყის ბალახები მაინც, რომ ცდილობენ როგორმე გადაფარონ ეს სილამაზე და პაექრობაში იწვევენ ველური ყვავილებს, ადგილის დასამკვიდრებლად, გვიმბრას მედიდურად აუწევია ღეროები, თქვენ პაექრობაში მე უკვე ყველგან მოვიკიდე ფესვიო, ირონიით გაჰყურებს მეზობელს და თავისთვის იღიმის. მიტოვებული სახლი, რომელსაც ფანჯრის მინები ჩამსხვრეული აქვს, უეცრად მოვარდნილმა ქარმა, რომ არ დააცადა, კიდევ დიდიხანს ყოფილიყო და ჩაამსხვირა, ადრე თეთრი ფარდა, უკვე გაყვითელებული შველას ითხოვს, ცდლილობს როგორმე დააღწიოს თავი მრისხანე ბუნებას, მაგრამ ვერაფერი გაუწყვია მასთან. კედელზე ნალესი ალაგ- აგალ ჩემონგრეული და სუროს ფოთლები ნელ-ნელა იკიდებენ ფესვებს რომ დაეპატრონონ და ისე მიიწევენ მაღლა, რომ არავინ და არაფერი უშლის ხელს, სახურავზე შემოსკუპებული ჩიტები საკვებს კენკავენ, ყოველი ნისკარტის დარტყმა მტკივნეულია მიტოვებუ სახლსათვის, თითქოს ამბობს შენღა მაკლდი სრულიად რომ გავნადგურდეო. სახლს გვერდით პატარა მდინარე ჩამოედინება რომელიც ზოგჯერ საერთოდ ქრება და უგზო უკვლოდ იკარგება, მაგრამ მთაში თუ მოწვიმა, მაშინვე მხეცად გადაიქცევა და ყველაფერს ანადგურებს რაც წინ გადაეღობება, და წაიღებს, სახლს რომელსაც ნახევრად ჩამონგრეული აქვს მიწა გვერდით, სწორედ ამ მდინარის ურჩობის გამო, ადიდებული მდინარე ყოველ ასეთ დროს, ცდლიობს ისევ შეახსენოს თავი, ძველ კედლებს და მთელი ძალით სცემს მის ზვირთებს, შემდეგ ეზოსაც მოედება ნახევრად, მას ხომ არავინ ყავს დამშლელი. ამით სარგებლობს და თავის კვალს კარგად ატყობს სახლს და ეზოს. მერე უკვე ჩემი საქმე მოვილიეო და უკან იხევს ნელ- ნელა. -ეხ ერთ დროს როგორი ამაყი ვიყავი, როგორი მხიარული, ეზოს რომ მოედებოდა ქალ-ვაჟი და ისმოდა მათი სიცილ კისკისი, მეც მათთან ერთად ვხარობდი, სახლსაც აქვს ყურებიო და სწორედ რომ ასე იყო, არა მარტო ყურები, თვალებიც, მესმოდა და ვხედავდი ყველაფერს, როგორ კამათობდნენ ზოგჯერ, როგორ ეფერებოდნენ, როგორ უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს, რამდენმა თაობამ გამოიარა ჩემთან ერთად, რამდენი სიხარული და ჭირი ვნახე მათთან ერთად, როგორ ცდილობდნენ საძირკველი რაც შეიძლება ძლიერი მქონოდა, რომ ვერაფერს დავემარცხებინე, არაფერი მომრეოდა, როგორ მამშვენებდნე და მალამაზებდნენ, ჰო მახსოვს პირველი თაობა, სამ წელიწადში სამი ბიჭი დაიბადა, სამი ბედნიერება, სამი გახარება, მაგრმა როგორც დაბადება ვნახე ისე ამ ქვეყნიდან წასვლა ვნახე მათი, სიხარული მწუხარებამ შეცვალა, ასეა ეს ცხოვრება, ხან სიხარული გეწვევა, ხან კიდევ მწუხარება, მთავარია, არასოდეს დანებდე, არასოდეს დაყარო ფარხმალი, დღეს თუ ავდარია, ხვალ დარი იქნება, ვტირი მაგრამ ხედავს ვინმე? ვერა, ვერც იმას ხედავდნენ როგორ მიხაროდა, ვერც იმას ხედავდნენ როგორ მტკიოდა, რომ მტოვებდნენ და მიდიოდნენ, ადრე ადამიანები მეპატრონებოდნენ, ახლა ბუნება დამეპატრონა, მაგრამ საძირკველი მაქვს ისეთი მაგარი, რომ არ წავიქცევი, არც ბუნებას შევუშინდები და არც ადამიანებს, დრო მეფობსო და ვაცადო დროს, ბევრი მინახავს ამ გზას რომ დაუყვა სოფელი აღარ გვინდაო, ქალაქი გვირჩევნიაო, მაგრამ ბევრი მინახავ უკან მობრუნებული, მის მამა-პაპისეულ ფესვებზე. ჰო მომედევი სურო, შენი დრო მოვიდა, ჰო იბიბინეთ ველურო ყვავილებო, სხვა მეტი რა იცით, შენ მდინარეო, რომელმაც ადგილი ვერ გიპოვია შენი, რას დამაკლებ, განა მიწის ჩამოშლით დავინგრევი, შენ რა იცი ჩემი საძირკველი როგორ არის გამდგარი მიწაში, რა უნდა დამაკლო შენ! ჩემი მეგობარი მთვარე და მზე, მათ იციან ისე როგორც მე, ისინი ხედავნდენ ყველაფერს როგორც მე, ჰმ, მე არ წავიქცევი არა!!! თითქოს ამ ბოლო სიტყვებზე შეირხა სახლი, სახურავზე დაფრენილი ჩიტები ერთდროულად აიჭრნენ ცაში. თითქოს ყველას ესმოდა რას ფიქრობდა მიტოვებული სახლი, ბევრს ეცოდებოდა, ბევრს კიდევ ეღიმებოდა, ვის ხელში იყავი და როგორ დაგაბეჩავესო. მიტოვებული სახლი მაინც ჯიუტად იდგა, იცავდა მის საძირკველს და ელოდა, ელოდა, გაჰყურებდა ქუჩას რომელიც კარგად არც კი მოსჩანდა, ყოველი გამვლელი მისი სახლის მობინადრე ეგონა, სანამ სახლს მიუახლოვდნებოდნე, გაიღიმებდა, მოვიდნენ არ მიმატოვესო, მარგამ როგორც კი სახლს გასცდებოდნენ, მაშინვე მოიწყენდა, როგორ შევცდი კიდევო. მეზობლის ძაღლი ესტუმრა მიტოვებილ სახლს, კუდის ქიცინით დაიწყო თამაში, ყვავილებზე დამსხდარ პეპლებს დასდევდა, უცებ ჭიშკრის ხმა გაისმა, სახლმა მაშინვე გაიხედა, ვიღაც ქალი და კაცი ორ ბავშვთან ერთად მისკენ მიემართება, ბავშვები ეზოს მოედვნენ, ყვავილებს დაუწყეს კრეფა, მამაკაცმა ცელი მოიმაჯჯვა ბალახს თიბავდა და ისე მიიკვლევდა გზას სახლისკენ, სახლმა იცნო ქალაქად წასული მეპატრონე, გაეღიმა ნუთუ დაბრუნდა, ისე როგორც დანარჩენი სხვებიო გაიფიქრა, ირგვლივ მიმოიხედა სუროს თვალი ჩაუკრა, გეყოს, რაც იბატონე, ახლა ჩემი ჯერი დადგა, ჩემები დაბრუნდნენ და ყველას მოგხედავთო, სახლს თითქოს ფერი ეცვალა, თითქოს გამოცოცხლდა, თითქოს სიძველის კვალი წაეშალა, და ისევ ისეთი გახდა როგორიც ადრე დატოვეს, გახდა ლაღი და წელ გამართული.დღეს ხავსს მოკიდებულს მოუბრუნდნე ისევ, , მის ფესვებს და მის კერას ადამიანები, სახლი ხარობს, ისე რომ ამას ვერავინ ამჩნევს, როგორც ადრე, მიტოვების დროს.

0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0