x
მეტი
  • 20.06.2019
  • სტატია:91385
  • ვიდეო:340915
  • სურათი:453346
რუსულმა სახელმწიფო კორპორაციამ პირველად წარმოადგინა საცდელი, 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი «Лотос»-ი , რომელიც სადესანტო ჯარებისათვის შეიქმნა

image რუსეთის ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, რომელიც რუსული სახელმწიფო კორპორაციის "როსტეხის" შემადგენლობაში შედის პირველად წარმოადგინა მედესანტეებისათვის შექმნილი, საცდელი, თვითმავალი 120 მილიმეტრიანი საარტილერიო ქვემეხის მქონე საარტილერიო დანადგარი «Лотос». ფართო მასებისათვის თვითმავალი საარტილერიო სისტემა საწმოდგენილი იქნება საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე "არმია-2019"-ი, რომელიც 25-30 ივნისის ფარგლებში გაიმართება საგამოფენო ცენტრ "პატრიოტში".
გამოცდებისას ავია დესანტირებადმა, მცურავმა თვითმავალმა საარტილერიო დანადგარმა გადალახა ყველა შესაძლო დაბრკოლება, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი, გადაადგილდებოდა რა 30კმ/სთ სიჩქარით, თვითმავალმა საარტილერიო დანადგარმა მოახდინა კოშკურის მობრუნება, ლულის აწევა-დაწევა და კლირენსის ცვლილება.
"ტექნიკამ გაიარა ყველა საგამოცდო დავალება, დაკომპლექტებულია სრულად, ტექნიკური კონტროლის მიერ დამტკიცებულ იქნა მისი ვარგისიანობა, ასევე სამხედრო ექსპერტების მიერ ტექნიკა შეფასდა, როგორც მობილური და ბრძოლისუნარიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რომლის მოვალეობა იქნება მედესანტეებთან ერთად მოახდინოს დესანტირება საჭიროებისას საფრენი აპარატიდან, გადაცუროს მდინარეები და საცეცხლე მხარდაჭერა გაუწიოს სადესანტო დანაყოფებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის პროგრამული უზრუნველჰყოფის ბოლომდე დამუშავება"-განაცხადა "როსტეხის" ინდუსტრიულმა დირექტორმა სერგეი აბრამოვმა.
სპეციალურად სადესანტო ჯარებისათვის შექმნილი ტექნიკის წონა 18 ტონაა, ძრავის სიმძლავრე 450 ცხენისძალა. გარდა ამისა ტექნიკას ძალუძს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 70კმ/სთ, სხვლის ეზერვი საწვავის შევსების გარეშე 500 კილომეტრია.
ტექნიკის საბრძოლო ეკიპაჟი 4 კაცია, მას შეუძლია ექვსიდან 8 გასროლის მოხდენა 13 კილომეტრ მანძილამდე.
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი აგებულია "БМД-4М"-ის უნიფიცირებულ შასსზე და აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი ქვემეხით, რომელსაც გააჩნია ცეცხლის მართვის მომზადების ეფექტური სისტემა და ასევე ცეცხლის წარმოების ავტომატიზირებული სისტემა.
image


0
345
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
345