x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ბრიჯიტ ბარდო- "და ღმერთმა შექმნა ქალი"

image
ბრიჯიტ ბარდო - ფრანგი მსახიობი, მომღერალი და სოციალური აქტივისტი. ბრიჯიტ ან-მარი ბარდო დაიბადა 1934 წლის სექტემბერში პარიზში. მომავალი კინოვარსკვლავის მამა ჩართული იყო ბიზნესში, დედა დიასახლისი იყო და ორი ქალიშვილი გაზარდა. ერთ დღეს, როდესაც პატარა ბრიჯიტის ოჯახი რესტორანში წავიდა, მათთან მივიდ ქუჩის მკითხავი და იწინასწარმეტყველა, რომ ბარდოს სახელი გახდებოდა მთელს მსოფლიოში ცნობილი. ბარდოს მამამ გადაწყვიტა, რომ მის შვილს წარმატებას ელოდა ბიზნესში.image

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბრიჯიტს ბავშვობაში მახინჯი იხვის ჭუკს ეძახდნენ. გოგონა თავად არ მიიჩნევდა თავს ლამაზად. მსახიობი ატარებდა სპეციალურ სათვალეებს და კბილების გასასწორებელ მეტალის მარწუხებს, მას თმა მშრალი წაბლისფერი, მაგრამ ფიგურა ყოველთვის საამაყო ქონდა.

დასთან ერთად დადიოდა საცეკვაო გაკვეთილებზე. მშობლებმა შეამჩნიეს თავიანთი ქალიშვილის მიდრეკილება ხელოვნების ამ ტიპის მიმართ და გოგონა მიიყვანეს საბალეტო სკოლაში. 13 წლის ასაკში, სერიოზული შერჩევის შემდგომ ბრიჯიტი სწავლობდა ცეკვის ეროვნულ აკადემიაში.image
მალე მახინჯი იხვის ჭუკისგან კვალი არ დარჩა. გოგონა აყვავდა, ძნელი არ იყო მისი ასეთი სილამაზის შენიშვნა. მან მიიღო შეთავაზება გადაღებებზე და მოდის ჟურნალებში. უკვე 1949 წელს, ბარდო გადაიღეს Jardin des Modes-ს გამოცემაში და მომდევნო წელს ELLE-ს პირველ ყდაზე იყო მისი ფოტო განთავსებული.. შემდეგ ბრიჯიტი შენიშნა რეჟისორმა როჯერ ვადიმმა და დაარწმუნა კოლეგა მარკ ალეგრი, რომ გოგონა სასინჯ როლზე გადაეღო.imageბრიჯიტ ბარდოს დებიუტი კინოთეატრში შედგა 1952 წელს, მსახიობმა მონაწილეობა მიიღო კომედიაში "ნორმანდის ხვრელი". მომდევნო 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდა მსახიობი 17 ფილმში გადაიღეს. მათ შორის არის "გრძელი კბილები", "მანინა, გოგონა გადასაფარებლის გარეშე", "მომავლის ვარსკვლავები", "დოქტორი ზღვაზე", "ქეროლინ შერის შვილი", "დიდი მანევრები", "ჩემი ძვირფასო ნერონი".image

მალე ბრიჯიტი გადაიღეს ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი" (1956). ეს ფილმი ითვლება პირველ წარმატებული ფილმად მის კინემატოგრაფიულ ბიოგრაფიაში. ფილმი იმ დროის სენსაცია გახდა.


კათოლიკური ეკლესიამ ფილმი დაგმო გადაჭარბებული გულწრფელობისთვის. შიშველი ბრიჯიტ ბარდოს ცეკვის სცენამ მაგიდაზე მსახიობი გახადა მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავი. გარდა ამისა, ფილმს მიეცა სექსუალური რევოლუციის სტატუსი. ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი" როლის შემდგომ, რეჟისორებმა დაიწყეს ბარდოს ფილმებში მიწვევა, მსახიობი გახდა ეპოქის სექსსიმბოლო.

50-იანი წლებიდან ფრანგი მსახიობი უფრო სერიოზულ პროექტებში მონაწილეობდა. ბარდო აქტიურად მუშაობდა მსოფლიო კინოს გამოჩენილ წარმომადგენლებთან.

1959 წელს იგი ცნობილი გახდა როლით ფილმში "ბაბეტი" მიდის ომში".

მან ითამაშა 50-ზე მეტ ფილმში. ბრიჯიტ ბარდოს პარტნიორები იყვნენ ცნობილი მსახიობები: მარჩელო მასტროიანი, ალენ დელონი, შონ კონერი, ჟან გაბენი, რობერ ოსეინი და სხვ.image
1973 წელს, ბარდომ განაცხადა, რომ კინო კარიერა დაასრულა. ამავე დროს, მსახიობმა გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მიუძღვნას ცხოველებს. ბარდო მოუწოდებდა საზოგადოებას ცხენის ხორცის გამოყენების აკრძალვისკენ, დაგმო ირემზე ნადირობა, რაც კანადაში ხდებოდა. 1999 წელს ჩინეთში სახალხო რესპუბლიკის ლიდერის გაბრაზებასაც არ მოერიდა, მან ბრალი დასდო ჩინელებს მსოფლიოში გადშენების გზაზე მყოფი ვეფხვების მკვლელობაში.

"ქურქი ეს არის სასაფლაო. ჭეშმარიტი ქალი მას არ ატარებს." - განაცხადა ბრიჯიტ ბარდომ მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში.imageimage
დღეს მსახიობი ცხოვრობს სენ-ტროპეში, რამდენიმე ასეული შინაური ცხოველით გარშემორტყმული.

ბარდო არასდროს განიცდიდა მამაკაცების ყურადღების ნაკლებობას, რადგან, მსახიობს ჰქონდა მიმზიდველი გარეგნობა. ფრანგი მსახიობის სიმაღლე იყო - 170 სმ, ხოლო წონა - 56 კგ. ქალის ცხოვრებაში ბევრი რომანი იყო.

ბრიჯიტ ბარდო მხოლოდ 16 წლის იყო, როცა როჯერ ვადიმთან ურთიერთობა დაიწყო. სიყვარულისგან გოგონამ მთლიანად დაკარგა თავი, რასაც მისი უგუნური ქცევა ადასტურებდა. მშობლებმა არ გაიზიარეს ქალიშვილის არჩევანი, ამიტომ მსახიობმა არაერთხელ სცადა პროტესტის გამოხატვა თვითმკვლელობის მცდელობით. 18 წლის ბარდო მაინც დაქორწინდა ვადიმზე.image
პირველი ქორწინება 1957 წელს დაირღვა. მსახიობის ცხოვრებაში კიდევ ერთი მამაკაცი, ჟან ლუი ტრენტინიანი გამოჩნდა. შეყვარულებმა ერთად დაიწყეს ცხოვრება, მაგრამ ეს კავშირი მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა.image
ტრენტინიანთან განშორების შემდეგ ბარდო კვლავ დაქორქინდა ჟაკ შარეზე, რომლისგანაც ერთი წლის შემდეგ მსახიობმა შვილი ნიკოლია გააჩინა. შემდეგ იყო განქორწინება და მრავალრიცხოვანი რომანები. ბრიჯიტს რომანი ქონდა საშა დისტელთან, სერჟ გენსბუროსთან და ბობ ზაგურთან.image

ბრიჯიტ ბარდოს მესამე ოფიციალური მეუღლე გახდა მილიონერი ფოტოგრაფი გუნტერ საკსი. ქორწინება სამი წელი გაგრძელდა. საკსი იყო ცნობილი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრები ქვეყნდებოდა მსოფლიოს პრესტიჟულ ჟურნალებში. გარდა ამისა, იგი თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოებების ცნობილი კოლექციონერი იყო.

58 წლის ასაკში მსახიობმა კვლავ დაქორწინება გადაწყვიტა - 1992 წელს ბერნარ დ'ორმალესთან დაქორწინდა, ხოლო, რამდენიმე წლის შემდეგ, ბრიჯიტი მასაც გაეყარა.image

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბრიჯიტ ბარდომ, მოუწოდა ყველას, ვისაც ცხოველები უყვარდათ ხმა არ მიეცათ ყოფილი ეკონომიკის მინისტრისთვის, ემმანუელ მაკრონისთვის.

"მაკრონის ცხოველთა პროგრამა სასიკვდილო, სკანდალური, სასოწარკვეთილია და გაუმჯობესების იმედი არ არის." -განაცხდა ბარდომ.image

2017 წლის იანვარში ბრიჯიტ ბარდოს შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოჩნდა საფრანგეთის ეკრანებზე. სურათის ავტორი იყო ბიოგრაფიული ჟანრის მაგისტრი, ბირჯინი ლინარი. ფილმი "შეყვარებული ბარდო" შეიქმნა სატელევიზიო გადაცემების მიხედვით, სადაც მსახიობი მონაწილეობდა. მაყურებლებმა აგრეთვე იხილა კადრები ბარდოს სახლის ქრონიკის, რომელიც ფრანგი ქალის მამის მიერაა გადაღებული.

2016 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სახლი, სადაც ბრიჯიტ ბარდო ჩერდებოდა, იყიდება. ფრანგული მედია იტყობინება, რომ ექსპერტებმა ქონება ლაზურნის სანაპიროზე 5.6 მილიონ დოლარად შეაფასეს.image
ამ სახლში პირველ ქმართან განქორწინების შემდეგ იმუოფებოდა ბარდო. გავრცელებული ვერსიით, ბრიჯიტს უნდოდა ეყიდა ქონება, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და სახლი სენ-ტროპეზე იყიდა.

ვარაუდობენ, რომ ეს სახლი XIII საუკუნეში არის აშენებული. სახლი, რომელიც ციხეს ჰგავს, აქვს რვა საძინებელი, მაღალი ჭერი და ლუი XIV- ის დროინდელი ქვის ბუხარი. გარდა ამისა, აქვს რამდენიმე საცურაო აუზი, ზეთისხილის ხეივანი და ვენახი.

0
477
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0