x
image
გემი დალანდი
ტვიგი-მოდელი, რომელმაც სილამაზის სტანდარტები შეცვალა
imageimage



გამხდარი გოგონა ბიჭის ვარცხნილობით-ტვიგი იყო პირველი მოდელი 60-იან წლებში, რომელმაც მანამდე არსებული სილამაზის სტანდარტები დაამსხვრია. ის უყვარდათ და სძულდათ, ბრალს სდებდნენ ანორექსიის პოპულარიზაციაში. მიუხედავად უზარმაზარი წარმატებისა, ტვიგი მხოლოდ 4 წელს იყო სამოდელო სფეროში, შემდეგ “პენსიაზე გავიდა" და სულ სხვა კარიერა აიწყო:გამოუშვა მუსიკალური ალბომი, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში, მიიღო 2 ოქროს გლობუსი. ვინ იცის, იქნებს სწორედ ამ გზით ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ უჩვეულო გარეგნობის გარდა, სხვა ნიჭითაც იყო დაჯილდოებული.


ყველაფერი თმის შეჭრით დაიწყო

imageჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ლესლი ჰორნბი მეგობარმა იმ დროისთვის ცნობილ და პოპულარულ პარიკმახერ ლეონარდთან მიიყვანა, რომელიც მოდელს ეძებდა ახალი ვარცხნილობისთვის.


“მას გრძელი, გაჩეჩილი და მოუვლელი თმა ჰქონდა. დიდხანს ვფიქრობდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ამ თმისთვის"-იხსენებდა პარიკმახერი.

imageსაბოლოოდ, გოგონას თმა შეუღებეს და ბიჭურად შეკრიჭეს. მისი ფოტო ლეონარდმა ჰოლში ჩამოკიდა, გოგონა კი სკოლაში დაბრუნდა. ამ საპარიკმახეროს კლიენტი იყო Daily Express-ის მოდის განყოფილების რედაქტორიც, რომელმაც ლესლის ფოტო შეამჩნია და მ ისი ვინაობით დაინტერესდა. ლესლის ინტერვიუ ჩამოართვეს და გაზეთის ახალ ნომერში ცისფერთავალება, დარცხვენილი ქერა გოგონას ფოტო დაიბეჭდა სახელწოდებით: “1966 წლის სახე".

კარიერის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელში ტვიგის ფოტო Vogue-ისა და Tatler -ის ყდებზეც გამოჩნდა.imageმის გარეგნობას ბევრი უჩვეულოდ და მომხიბვლელად მიჩნევდა, ფოტოგრაფების თქმით კი ამ გოგონაზე კამერა იყო შეყვარებული. მას ფოტოებს უღებდნენ ისეთი ლეგენდარული ფოტოგრაფები, როგორებიც იყვნენ:რიჩარდ ავედონი, ჰელმუტ ნიუტონი და სესილ ბიტონი. ის იყო აგრეთვე პირველი სუპერმოდელი, ვისი ცვილის ფიგურამაც მადამ ტიუსოს მუზეუმში დაიდო ბინა.


მოდელი, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმელი და მინი არ უყვარს

imageმის გარშემო ატეხილი აურზაური ლესლის უცნაურად ეჩვენებოდა. მისი მშობლები ქარხნის ჩვეულებრივი მუშები იყვნენ.არასდროს მოსვლია თავში აზრად, რომ ოდესმე ცნობილი გახდებოდა, თან ისეთი, რომ მისი სახელი მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა.

ლესლის მაინდამაინც არ უყვარდა მინი ქვედაბოლოები, მიუხედავად იმისა, რომ მის მასობრივ გავრცელებას ხელს იწყობდა. მისთვის მოსახერხებელი დაბალძირიანი, უქუსლო კომფორტული ფეხსაცმელი იყო და არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. 1966 წელს მან სამოსის საკუთარი ხაზი გამოუშვა მოზარდებისთვის სახელწოდებით- Twiggy Dresses.

ზოგადად, ტვიგი-როგორც ბრენდი, წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ამ ტაობის ახალგაზრდებს სხვა იდეალები სჭირდებოდათ, ომისშემდგომი ლამაზმანების ეპოქისგან რადიკალურად განსხვავებული.


როგორ გახდა უჩვეულო გარეგნობის გოგონა 60-იანი წლების სახე

imageსახელი ტვიგი (გამხდარი, სიფრიფანა) მას თითქოს ორგანულად შეერწყა. გოგონა 41 კგ-ს იწონიდა, სამოსი კი საკიდზე ჩამოკიდებულივით გამოიყურებოდა მის ტანზე და ამიტომ სულ ქინძისთავებით და გულსაბნევებით უმაგრებდნენ.

გოგონა ფიქრობდა, რომ გარშემო ყველანი გაგიჟდნენ, რადგან თავს ლამაზად სულაც არ მიიჩნევდა. იმისთვის, რომ უფრო გამომხატველი მზერა ჰქონოდა, ტვიგი ხელოვნური წამწამების სამ რიგს იწებებდა, მის მაკიაჟზე კი 3 საათი იხარჯებოდა, მაგრამ შედეგი-განუმეორებელი იყო. არც სხვა მხრივ იყო იდეალური. სიმაღლე-166სმ, პარამეტრები-81/56/81. 50-იანების მოდელები კი მაღლები, ლამაზები, მოხდენილები და ტანადები იყვნენ. იმ დროს მოდა ჯერ კიდევ ითვლებოდა მხოლოდ ელიტის პრივილეგიად.

“მაღიზიანებდა ჩემ გარშემო ატეხილი ხმაური.როცა მოზარდი ვიყავი, ბიუსტჰალტერში ნაჭრებს ვიტენიდი. აქამდე ვისმენ ბრალდებებს, რომ მოდელები ანორექსიით იტანჯებიან ჩემს გამო, მაგრამ მე ყოველთვის ცხენივით ვჭამდი"-ტვიგი.

image60-იანი წლების თაობა უფრო ემანსიპირებული და დამოუკიდებელი იყო. მათ აღარ აინტერესებდათ დედების მოდა და მაღაზიბში მოწყენილობით კვდებოდნენ.მათ ორიგინალური და ხელმისაწვდომი მოდა უნდოდათ. გოგონებს კი სურდათ ჟურნალის ყდებზე ისეთი ვინმე ეხილათ, რომელიც უფრო მეტად ემგვანებოდა მათ. ტვიგიმ ეს როლი იდეალურად მოირგო. ფოტოგრაფმა, რომელმაც მას პირველი პროფესიონალური ფოტოები გადაუღო, თავის დღიურში ჩაწერა:“დღეს მე მომავლის სახეს შევხვდი".

imageერთხელ, როცა 17 წლის ტვიგი აშშ-ში იყო, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა: “ეი, ეს შენ ხარ ის პატარა საყვარელი ინგლისელი ტვიგი?" როცა უპასუხეს “დიახ", ძღოლმა თქვა: “ჰოო, სიმპათიური სახე გაქვს, მაგრამ მერლინ მონრო მაინც არ ხარ."

შესაძლოა, სწორედ ამ “კომპლიმენტმა" უბიძგა ტვიგის, რომ მომავალზე დაფიქრებულიყო და სხვა სფეროებშიც მოესინჯა ძალები.


მსახიობის კარიერა

imageსამოდელო საქმიანობაში 4 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ტვიგი“პენსიაში გავიდა" მას არ სურდა, რომ მთელი ცხოვრება სამოსის საკიდად ემუშავა.

სამსახიობო განათლების გარეშე მან ორი ოქროს გლობუსი მიიღო . გადაღების დაწყების წინ კინოკომპანია MGM-მა ასეთი პირობა წაუყენა:მას 6 კვირაში უნდა ესწავლა სამსახიობო ხელოვნება, სიმღერა და ცეკვა. ტვიგი დათანხმდა და მან ეს შეძლო.

ლესლის ფილმოგრაფიაში სხვადასხვა ჟანრის ფილმებია:თრილერი, მიუზიკლი, საშინელებათა, კომედია... მონაწილეობდა როგორც სრულმეტრაჟიან ფილმებში, ისე სერიალებში. ერთერთ მათგანში ჩარლი ჩაპლინის დედის როლიც შეასრულა.image

პირადი ცხოვრება

imageლესლის არც ისე დალხენილი პირადი ცხოვრება ჰქონდა. მისი პირველი შეყვარებული, რომელთანაც 7 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა, მოდელის მენეჯერიც იყო და მისი შემოსავლებით თავისთვის ძირფას მანქანებს და ტანსაცმელს ყიდულობდა.

ლესლის პირველ ქმარს მაიკლ უიტნის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რომლის შესახებ ლესლიმ გვიან შეიტო. ქორწინებიდან 6 წლის შემდეგ მაიკლი გულის შეტევით გარდაიცვალა. ლესლის მისგან ქალიშვილი დარჩა.

1984 წელს ლესლიმ მსახიობი ლი ლოუსონი გაიცნო.4 წლის შემდეგ წყვილი დაქოწინდა და 30 წელზე მეტია ერთად არიან.

imageტვიგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად
როცა ის პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ 2 კვირაში მისი არსებობა ყველას დაავიწყდებოდა. 2019 წელს ტვიგის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი უბოძეს მოდის სამყაროში, ხელოვნებასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის. ჯილდო მას თავად პრინცმა ჩარლზმა გადასცა.image

ტვიგი გამუდმებით მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში, აქვს საკუთარი ტანსაცმლის, თეთრეულის, კოსმეტიკის და სათვალეების ხაზი. მარკეტოლოგებმა ტერმინიც კი მოიგონეს: “ტვიგის ეფექტი", რადგან რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს. თავად ტვიგი კი თავისი ოჯახით, შვილიშვილებით, საყვარელი საქმით ტკბება და იცის, რომ 60 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება.

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0