x
ხისასი იოჩი, რომელმაც რადიაციის მიღების შემდეგ 83 დღე იცოცხლა

image

ხისასი იოჩი ერთ-ერთი იყო, ვინც იბარაკის პრეფექტურის ქალაქ ტოკაიში JCO -ში ( იაპონური ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი კომპანია) მუშაობდა. ის იმ ორ გარდაცვლილთა შორისაა, რომლებიც ტოკამურაზე ატომურ ავარიას შეეწირნენ. შესაძლოა, მან ყველაზე დიდი რაოდენობის დასხივება მიიღო, რაც კი ოდესმე ადამიანს მიუღია. მისი მკურნალობის გახანგრძლივების და სიცოცხლის შენარჩუნების მორალური ფასი, რომელიც თითქმის სამი თვე გაგრძელდა, მიუხედავად მისი სურვილისა და ტკივილისა, რომელიც უნდა გადაეტანა, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და კრიტიკა გამოიწვია.
ავარია 1999 წლის 30 სექტემბერს მოხდა, როცა ხისასი იოჩმა და მისმა ორმა კოლეგამ წყლისა და ურანის ნიტრატის ნარევის მეშვიდე სათლი ჩაამატეს რეზერვუარში მარილის დასალექად. ჩამატების შემდეგ რეზერვუარმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, დაიწყო ბირთვის გახლეჩის თავისთავადი ჯაჭვური რეაქცია და ინტენსიურად გამა და ნეიტრონული რადიაციის გამოყოფა.
ხისასი იოჩი, მასატო შინოჰარა და იუტაკა იოკოკავა ამზადებდნენ მცირე რაოდენობის საწვავს პირველი სამი წლის განმავლობაში, Joyo-ს ექსპერიმენტულ სწრაფი ნეიტრონების ექსპერიმენტულ რეაქტორზე.
იოჩი ყველაზე ახლოს იმყოფებოდა ნალექის რეზერვუართან, შინოჰარა პლატფორმაზე იდგა, ხოლო იოკოკავა ოთხი მეტრის დაშორებით მაგიდასთან, როვა რეზერვუარმა კრიტიკულ ნიშნულს მიღწია და მათ ცისფერი განათება დაინახეს, შესაძლოა ჩერენკოვის რადიაცია, რომელმაც გამა-რადიაციის სიგნალი გამორთო. ეს იყო მეორე ბირთვული ავარიაა ტოკაიმურაზე, რომელიც ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა მოქალაქეებისთვის ფუკუსიმა-დაიჩის ავარიამდე.
ამ შემთხვევის დროს იოჩიმ მიიღო 17 ზივერტი გამოსხივება, როცა 8 ზივერტი უკვე ფატალურ შედეგის მომტანად ითვლება, ხოლო 50 ზივერტი მაქსიმალური წლიური დოზაა, რომელიც ნებადართულია ბირთვულ რეაქტორებზე მომუშავეებისთვის.
წყლიანი სხსნარი, რომელიც რეზერვუარში ჩაამატეს, შეიცავდა 16 კგ ურანს, როცა ურანის რეზერვუარს 2, 4 კგ სჭირდებოდა. იოჩიმ 17 ზივერტი გამოსხივება მიიღო, შინოჰარამ 10 ზივერტი, ხოლო იოკოკავამ 3. იოჩიმ მაშინვე იგრძნო ტკივილი, გულისრევის, სუნთქვის გაძნელება და მაშინვე დაკარგა გონება დეზინფექციის კამერაში. თუმცა ავარიას აფეთქება არ გამოუწვევია, მაინც ინტენსიურად მიმდინარეობდა გახლეჩვის რეაქცია, რომელიც თითქმის 20 საათს გაგრძელდა.
იოჩიზე დასხივება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქრომოსომები დაეშალა და სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ნულამდე დავიდა. მისი მთელი სხეული გამოიწვა და შინაგანმა ორგანოებმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

image

იოჩი პირველი ადამიანი იყო იაპონიაში, და ერთადერთიც, ვინც ასეთი დოზით ასეთ უმოკლეს ვადაში ფატალური დასხივება მიიღო. ითვლება, რომ რადიოაქტიული ენერგიის რაოდენობა, რომელიც იოჩიმ მიიღო, ხიროსიმას ატომური დაბობმვის ცრენტრში ენერგიის რაოდენობის ექვივალენტური იყო. რადიაციამ მთლიანად გაანადგურა მისი სხეული, დნმ-ს და იმუნური სისტემის ჩათვლით. ყველაზე საშინელი იყო ის დღე, როცა 59-ე დღეს რეანიმაციაში გადაიყვანეს. იმ დღეს 49 წუთის განმავლობაში სამჯერ გაუჩერდა გული. ვინაიდან მისი მდგომარეობა უარესდებოდა, გადაწყვეტილება მიიღეს ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაეყვანათ. გადასხმებისთვის მაშინ გამოიყენეს პირველად მსოფლიოში პერიფერიული ღეროვანი უჯრედი. ასევე გადაუსხეს სისხლი, სითხე და წამლები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო იაპონიაში ხელმისაწვდომი. იოჩის რამდენჯერმე კანიც გადაუნერგეს, რადგან კანი ვერ აკავებდა სითხის გამოჟონვას ფორებიდან. მკურნალობიდან ერთ კვირაში იოჩიმ შეძლო ეთქვა : „ მეტი აღარ შემიძლია... მე ზღვის გოჭი არ ვარ“. მიუხედავად ამისა ექიმები კვლავ განაგრძობდნენ მკურნალობას და ზომების მიღებას, რაც მხოლოდ ნელი სიკვდილის გარანტიას იძლეოდა.

image

83 დღიანი ბრძოლის შემდეგ 1999 წლის 21 დეკემბერს იოჩი შინაგანი ორგანოების მრავლობითი დისფუნქციით გარდაიცვალა.


0
444
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0