x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"შენი ჩამპალი სულის და სკამის გადასარჩენად მოგონილი პატიება ისეთვიე ყალბია,როგორც მთელი შენი ვითომრელიგიური ცხოვრება და ქრისტიანობა!"
image

26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.


ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში.


მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი 27 მაისს იპოვეს.



ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გარდაცვლილი გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.


მას შემდეგ რაც აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყველამ დაგმო დეპუტატის საქციელი, მან პოსტი წაშალა და ოჯახს პატიება სთხოვა.


აღნიშნულ ამბავს გამოეხმაურა სოფი ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრ ნანა კოსტავას პატიების თხოვნას სკამის და სული გადასარჩენად მოგონილი პატიების თხოვნა უწოდა.


"შენი ჩამპალი სულის და სკამის გადასარჩენად მოგონილი პატიება ისეთვიე ყალბია, როგორც მთელი შენი ვითომრელიგიური ცხოვრება და ქრისტიანობა!

მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო-ეს ნათქვამი შენთვის გამოიჭრა.
შენი სახელის და გვარის გამეორებაც კი არ მსურს არაქალო, არადედავ.არაადამიანო, ღიად გაფრთხილებ, ფიქრში რომ არ იქნები ისე გახოხებ ჩემი შვილის ხსოვნის წინ და აგაღაღადებ ათას პატიებად მისი სულის წინაშე. რა ფორმით ვიზამ ამას, მთელი საქართველო დაინახავს!" - წერს ლანა ნიკოლეიშვილი.


ამავე თემაზე:


"ამ პოსტს ვწერ იმ მითქმა-მოთქმისა და გაუგებრობის გამო..."- სოფი ნიკოლეიშვილის დედა ჭორებს პასუხობს




4
1339
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1339
  
2019, 7 ივნისი, 10:59
აი ზუსტად, დაძმურად გენაცვალე. წინ 16 წლის ანგელოზივით ბავშვი ესვენა და ფეისბუქზე პოსტებს "აცხობდა".
ღმერთმა ყველას აშოროს მსგავსი ტრაგედია, მაგრამ რა გეფეისბუქება მშვილმკვდარ დედას?
2019, 7 ივნისი, 9:53
გუჯა, სულ მიკვირს ხოლმე, ტრაგედია რომ ტრიალებს სახლში და ფეისბუქი მაინც რომ არ ავიწყდებათ(... თუ ამ კოსტავამ საშინელება წამოროშა, ამ დედამაც ხომ არ დააკლო... გულისამრევია ეს ყველაფერი, რააა
2019, 6 ივნისი, 16:23
მუქარა, სისხლის სამართლის დანაშაულია და კოსტავამ თუ უჩივლა შვილდაკარგულ დედას გირაოს გადახდაც მოუწევს.
რაც შეეხება საკრებულოს წევრს, მისი საქციელი მინიმუმ არაეთიკურია.
0 1 4