x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453223
25 უდიდესი ფილოსოფოსი, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

imageფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე. მეცნიერებიდან დაწყებული პოლიტიკით დასრულებული, ფილოსოფოსებმა გვასწავლეს, როგორ დაგვენახა ფაქტები. შეიძლება, რამდენიმე გამოჩენილ ბერძენ ფილოსოფოსებს იცნობდეთ, თუმცა, მათი რიცხვი გაცილებით დიდია. სტატიაში წარმოგიდგენთ 25 ყველაზე დიდებულ ფილოსოფოსს, ვისაც ოდესმე უცხოვრია!








1. არისტოტელე

ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია. არისტოტელე პლატონის მოსწავლე იყო და წვლილი შეიტანა ბევრი სასწავლო სფეროს განვითარებაში, მათ შორის მეტაფიზიკის, ლოგიკის, პოეზიის, ლინგვისტიკისა და პოლიტიკის.

image








2. იმანუელ კანტი

გერმანიაში დაბადებული მეცნიერი ცნობილია აღქმადობასთან დაკავშირებული აზრებით. მას სჯეროდა, რომ ადამიანმა არ იცის და არ შეუძლია იცოდეს, რა ტიპის სამყაროში ცხოვრობს. ვიცით მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ. მარტივად რომ ვთქვათ, არ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი "მატრიცა" არაა.

image








3. პლატონი

როგორც ზევით წაიკითხავდით, პლატონი არისტოტელეს მასწავლებელი იყო. ის ცნობილია, როგორც ათენის აკადემიის დამფუძნებელი. ეს დასავლეთში პირველი უმაღლესი განათლების ინსტიტუტი იყო.

image








4. კონფუცი

ჩინელი ფილოსოფოსის სწავლება, რომელიც ქრისტეშობამდე დაახლოებით 500 წელს ცხოვრობდა, ძირითადად ურთიერთობებსა და ოჯახის მნიშვნელობას შეეხება. მისმა აზრებმა მოგვიანებით დიდი გავლენა მოახდინა ჩინელებზე და დასაბამი დაუდო მოძრაობას, რომელიც კონფუციანელობის სახელითაა ცნობილი.

image








5. დევიდ ჰუმი

შოტლანდიელი ფილოსოფოსი საკმაოდ სკეპტიკოსი და ემპირიკოსი იყო. ის ამტკიცებდა, რომ ჩვენი რწმენები ჩვენივე აზრებიდან კი არ მოდის, არამედ გრძნობებიდან და იდეიდან, როგორი გვინდა იყოს სამყარო. ფაქტობრივად, კანტმა ბევრი აზრი დევიდ ჰუმისგან "ისესხა".

image








6. რენე დეკარტი

თანამედროვე ფილოსოფიის მამად მიჩნეული დეკარტი ცნობილია ფრაზით: "მე ვფიქრობ, მაშასადამე მე ვარსებობ".

image








7. სოკრატე

უკვე გაიცანით სოკრატეს შეგირდი - პლატონი, მაგრამ თავად სოკრატეც ცნობილი ფილოსოფოსი იყო. ის ცნობილია სოკრატისეული მეთოდით, რის დროსაც უამრავი შეკითხვა ისმევა იმისთვის, რომ მსმენელი დასკვნამდე მივიდეს.

image








8. ნიკოლო მაკიაველი

იტალიური რენესანსის დროს მცხოვრები მაკიაველი პოლიტიკური ფილოსოფიითაა ცნობილი. ის საკუთარ წიგნში "პრინცი" მმართველებს უხსნის, როგორ შეუძლიათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. წიგნმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, რადგან ამ დრომდე ყველა ფიქრობდა, რომ მმართველები კეთილშობილები და მაღალზნეობრივები იყვნენ. მაკიაველი წერდა, რომ მმართველისთვის უკეთესია, მისი ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდეთ.

image








9. ჯონ ლოკი

ინგლისელი ფიზიკოსი ლოკი ცნობილია აზრით, რომ მთელი ჩვენი ცოდნა ჩვენი გრძნობებიდან მოდის. მისმა იდეებმა მოგვიანებით შთააგონა ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც ჰუმი და კანტი იყვნენ. ლოკი ასევე ცნობილია მარტივი წერის სტილით.

image








10. დიოგენე სინოპელი

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე სინოპელი ცნობილია იმის მტკიცებით, რომ არისტოტელემ პლატონის სწავლება დაამახინჯა. მას სჯეროდა, რომ ათენი გაირყვნა და სურდა, ძველებური ზნეობა დაეუბრუნებინა ქალაქისთვის. ფილოსოფოსი ათენის ქუჩებში დადიოდა ლამპით ხელში და ამბობდა, რომ "პატიოსან კაცს" ეძებდა.

image








11. თომა აკვინელი

ბერძნული სწავლებისა და ქრისტიანული თეოლოგიის გამაერთიანებელი თომა აკვინელი ევროპის შუასაუკუნეების ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია.

image








12. ლაო-ძი

ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში მოღვაწე ჩინელი ფილოსოფის ცნობილია დაოიზმის დაარსებით. ლაოძის იდეებმა მოგვიანებით გავლენა მოახდინა კონფუციანელობაზე, ბუდიზმზე და ჩინელების აზროვნებაზე ბევრ სფეროში.

image








13. გოტფრიდ ლაიბნიცი

რენე დეკარტთან ერთად, ლაიბნიცი ცნობილ იდეალისტ მოაზროვნედ მიიჩნევა. მას სჯეროდა, რომ ადამიანის გონება არ შეიძლება შევადაროთ მანქანის მექანიზმს (ყველაზე განვითარებულსაც კი). ამის ნაცვლად, ლაიბნიცი ფიქრობდა, რომ მთელი სამყარო (მათ შორის გონებაც) შექმნილია არამატერიალური ძალისგან, რომელსაც ის მონადს ეძახდა.

image








14. ბარუხ სპინოზა

სპინოზა ებრაელი ფილოსოფოსი იყო, რომელიც ამსტერდამში დაიბადა 1600-იან წლებში. ის ცნობილია ებრაულ-ქრისტიანული რწმენის სისტემის ბევრი ასპექტის ინტელექტუალიზაციის გამო. მაგალითად, ის ფიქრობდა, რომ სასწაულები ზებუნებრივი მოვლენა არ იყო. ბევრი იდეის გამო სპინოზას პრობლემები შეექმნა ხელისუფლებასთან.

image








15. ვოლტერი

განმანათლებლობის პერიოდის ცნობილი ფილოსოფოსი ვოლტერი ყურადღებას ამახვილებდა ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ტკივილზე, აკრიტიკებდა ორგანიზებულ რელიგიას და ამართლებდა უფრო და უფრო მეტ ფიქრს.

image








16. თომას ჰობსი

ინგლისელ ფილოსოფოს თომას ჰობსს სამოქალაქო ომის დროს მოუწია მოღვაწეობა. ამან ის მიიყვანა აზრამდე, რომ ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებას, თუ მას მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია, რადგან ომის ფასი არაფერია.

image








17. ნეტარი ავგუსტინე

აფრიკელი ფილოსოფოსი, რომელიც დღევანდელი ალჟირის ტერიტორიაზე დაიბადა, ცნობილია თავისი ნაშრომით "აღიარებანი", სადაც ის წერს, თუ როგორ გახდა ქრისტიანი.

image








18. ალ-ღაზალი

სპარსეთში დაბადებული მუსლიმი ფილოსოფოსი ალ-ღაზალი ცნობილია არისტოტელეს ბევრი აზრის უარყოფით, ასევე სუფიზმის (მისტიკურ-ასტეკური მიმდინარეობა ისლამში) გავრცელებით.

image








19. სიდჰართა გაუტამა ბუდა

ალბათ, ბუდა ყველაზე ცნობილი ინდოელი ფილოსოფოსია. ის ცნობილია იდეით, რომ ადამიანის ყველა ტკივილის მიზეზია მუდმივობის სურვილი სამყაროში, რომელიც სულაც არაა მუდმივი.

image








20. შარლ ლუი დე მონტესკიე

ფრანგი ფილოსოფოსის, მონტესკიეს აზრებმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც აშშ-ს, ასევე სხვა ერების კონსტიტუციის ჩამოყალიბებაზე.

image








21. ჟან-ჟაკ რუსო

შვეიცარიაში დაბადებული რუსო ცნობილია იდეით, რომ ადამიანები უფრო თავისუფლები იქნებოდნენ ბუნებრივ მდგომარეობაში (ანარქიაში), ვიდრე ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ წყობაში. სინამდვილეში, რუსომ ცნობადობა მოიპოვა შეჯიბრში გამარჯვებით, სადაც ასეთი კითხვა იყო დასმული: "მეცნიერებამ და ხელოვნებამ ადამიანები უფრო მორალურები გახადა თუ პირიქით - ნაკლებად მორალურები?" მისმა პასუხმა (ნაკლებად მორალურები) ყველა გააოცა. რუსომ თქვა, რომ მეცნიერებაში წინსვლამ უფრო მეტი უთანასწორობა შექმნა ხალხში და მთავრობას მეტი ძალაუფლება ჩაუგდო ხელთ.

image








22. ჯორჯ ბერკელი

ბერკელი ირანელი ფილოსოფის იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მატერიალური სამყარო არ არსებობს. მისი თქმით, ეს ყველაფერი, რასაც ადამიანები ვხედავთ, შეიძლებოდა უბრალოდ ღმერთის გონებაში შექმნილი იდეები ყოფილიყო.

image








23. აინ რანდი

რუსეთში დაბადებული და შემდეგ აშშ-ში გადასული აინ რანდი მხარს უჭერდა laissez-faire კაპიტალიზმის იდეას, ანუ ეკონომიკურ მარკეტს, რომელშიც სახელმწიფო არ ერეოდა. მისმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიბერტარიანიზსა და კონსერვატიზმზე.

image








24. სიმონ დე ბოვუარი

მართალია, საკუთარ თავს ფილოსოფოსად არ მიიჩნევდა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ სიმონ დე ბოვუარი იყო ფრანგი ავტორი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ფემინიზმისა და ეგზისტენციალიზმის ჩამოყალიბებაზე.

image








25. სუნ ძუ

ქრისტეშობამდე დაახლოებით 500 წელს ჩინეთში დაბადებული სუნ ძუ სამხედრო გენერალი და ფილოსოფოსი იყო, რომელიც ცნობილი გახდა წიგნით "ომის ხელოვნება". მისი იდეები დღესაც ახდენს გავლენას თანამედროვე ბიზნესზე, პოლიტიკასა და ომზე.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 6 ქალის ისტორია, რომელთაც სახელი და დიდება მოჰპარეს

image


2. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - 15 გიჟური ისტორია წარსულიდან

image


3. არასწორი თარგმანის 6 მაგალითი, რამაც კაცობრიობა შეცდომაში შეიყვანა

image


0
539
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0