x
ორგანოების დონაცია-საქართველო და მსოფლიო

image
ორგანოების დონაცია ნიშნავს საკუთარი ორგანოების გადაცემას სხვა ადამიანისათვის საჭიროებისამებრ. ორგანოების დონაციას ხშირ შემთხვევაში პიროვნების გარდაცვალების შემდეგ მიმართავენ, მაგრამ არსებობს ცოცხალი ადამიანის მიერ გაღებული ორგანოების შემთხვევები, მაგალითად: ღვიძლი, ფილტვი, პანკრეასი, თირკმელი, ასევე სისხლი..
ერთი ადამიანის ორგანოებმა შესაძლოა 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
როგორც აღმოჩნდა, საქართველოში არსებობს კანონი დონაციის შესახებ, რომელიც 2001წლის 15 მარტიდან მოქმედებს . მეტიც, არსებობს დონორთა გუნდი, რომელიც 150 კაცამდე აერთიანებს და რომელთაც აქვთ სპეციალური მოწმობა. მოწმობაზე დატანილია მათი მონაცემები და მინიშნებულია, რომ ისინი არიან დონორები, რითაც ავტომატურად იგულისხმება, რომ მათ სურთ სიკვდილის შემდეგ მათი ორგანოები გამოიყენონ სხვა ადამიანების გადასარჩენად. დონაციის თემა ქართულ რეალობაში თავიდან „რადიო თავისუფლებამ“ წამოწია 2019 წლის მარტში. თითქოს, ეს მიუღებელი არავისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსაიდან თავი იჩინა 90-იანებიდან საზოგადეობაში მკვიდრად გამჯდარმა შიშებმა. ეს შიშები პუბლიკაციას გამოხმაურებულ კომენტარებშიც კარგად გამოჩნდა: „გახდები დონორი და დროზე ადრე მოგკლავენ“; „ ქვეყანა ჯერ ისე არ გამართულა, რომ ხალხმა ყველაფერი არ იკადროს. მანდ ვინც წერია, ჩათვალე, თავის სასიცოცხლო დროს ბოლომდე ვერ გამოიყენებს“. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბნელ და დუხჭირ 90-იანებში მართლაც ხდებოდა ორგანოებით უკანონო ვაჭრობა და ამ ვერსიას უგზო–უკვლოდ დაკარგულთა დიდი რაოდენობაც ამძაფრებდა, მაგრამ რამდენად რეალურია ასეთი შიშები დღეს, ქვეყანაში, რომელიც ევროპის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება?რა გამოცდილებას ფლობენ ამ კუთხით სხვა ქვეყნებში?
მაგალითად, ინდოეთში ორგანოების დონაციის კანონი 1994 წელს მიიღეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ხალხი წლების განმავლობაში დგას უსაზღვროდ დიდ რიგებში და ამაოდ ელოდება გადარჩენას. ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი მაინც კვდება ორგანოების არარსებობის გამო. დაახლოებით 200 ათასი - ღვიძლის დაავადებების მსხვერპლი ხდება, 50 ათასი – გულის. თირკმლის რიგებში 150 ათასი ადამიანი დგას და თუ გაუმართლათ, 5 ათასი შეიძლება გადარჩეს. მიზეზი, რის გამოც ადამიანები იღუპებიან, პირველ რიგში სახელდება გაწელილი ბიუროკარეტიული პროცესები.როცა დონორი სისხლით არ ენეთესავება პაციენტს, მისგან ორგანოს მიღება უნდა დაადასტუროს სახელმწიფომ ან სამედიცინო ორგანიზაციამ, რომლის შემადგენლობაშიც სახელმწიფოს წარმომადგენელიც შედის. მეორე პრობლემა, რომელიც საქართველოსთვისაც არ არის უცხო, ქირურგების და პერსონალის არარსებობაა, რომელიც ორგანოებს ტრანსპლანტაციისთვის მოამზადებს. მაგრამ ყველაზე მთავარ გამოწვევად, ინდოეთში და ალბათ ქვეყნების უმრავლესობაში, ნათესავების დარწმუნებაა, რომ მათი საყვარელი წარმომადგენლის ორგანოები დათმონ. ტრანსპლანტაცია მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც სამედიცინო ცენტრი, რომელიც რამდენიმე გუნდი ექიმებისგანაა შემდგარი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცნობს დონორის ტვინის სიკვდილს. ეს არ არის კომატოზური მდგომარეობა, როდესაც ტვინი ისევ ცოცხალია . ეს არის მისი საბოლოო გათიშვა და სხეულის ხელოვნური შენარჩუნება. როგორც ექიმები აღნიშნავენ, ნათესავებისთვის განსაკუთრებით მძიმეა მფეთქავი გულის ან თბილი სხეულის შემხედვარე აღიარონ, რომ ადამიანი ვერასოდეს გამოიღვიძებს და შეეგოუნ ამ ფაქტს. მთავარი გამოწვევა კი იმიტომ არის, რომ ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ინდოეთში სანათესაოს თანხმობის გარეშე დონაცია არ მოხდება. ინდოეთში დაახლოებით 4 ორგანიზაცია და 1 ცხელი ხაზი მოქმედებს დონაციის პოპულარიზაციის მიზნით, თუმცა ეს გამოწვევა ჯერჯერობით არც თუ ისე პოპულარულია.

ინდოეთისგან რადიკალურად განსხვავებული სურათია ესპანეთში, რომელიც ორგანოების დონაციით 24 წელია ლიდერულ პოზიციას იკავებს. ამ ყველაფერს 1979 წელს მიღებული სავარაუდო თანხმობის კანონით ხსნიან, რომელიც თითეულ მოქალაქეს პოტენციურ დონორად განიხილავს, ვიდრე ისინი სპეციალურად არ განაცხადებენ უარს..თუმცა, ადამიანის მზაობის მიუხედავად, საბოლოო სიტყვა აქაც ოჯახზეა -თუ ისინი უარს იტყვიან, დონაცია არ მოხდება. ესპანეთის წარმატებული მაგალითის ერთ-ერთ ნაწილად განიხილავენ კარგად მომზადებულ და დატრეინინგებულ სამედიცინო პერსონალს, რომელთაც იციან, რა უნდა გააკეთონ. საშუალოდ, ესპანეთში ყოველ დღე 13 ტრანსპლანტაციის ოპერაცია სრულდება . მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 39.7 დონორი მოდის. იგივე რაოდენობის მოსახლეზე ინდოეთის მაჩვენებელი 0.34-ს უტოლდება.იგივე კანონი მოქმედებს რუსეთის ფედერაციაშიც - თუ ადამიანი სიცოცხლეშივე არ განაცხადებს უარს დონაციაზე, ის პოტენციური დონორია. ამ შემთხვევაში, ოჯახს აქვს უფლება განაცხადოს სურს თუ არა, რომ მათი ნათესავის ორგანოების ტრანსპლანტაცია განხორციელდეს, მაგრამ გაითვალისწინებს თუ არა ამას ექიმი-მხოლოდ და მხოლოდ მისი პროფესიული ეთიკის საქმეა. რუსეთის ფედერაცია, ამ მხრივ, სკანდალებით გამოირჩევა, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა არ მომხდარა ბოლომდე ტვინის გარდაცვალების დადასტურება და მიუხედავად ამისა, მოუხდენიათ ორგანოების ამოღება. ასევე, არსად არ არსებობს ერთიანი ბაზა, სადაც მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს სურვილი, რომ გამოიყენონ ან არ გამოიყენონ მისი ორგანოები.
სხვადასხვა ქვეყანაში დონაციას სხვადასხვა გამოწვევა ხვდება . მაგალითად, 1997 წელს ბრაზილიაში დონაციის შესახებ მიღებული კანონი 8 წლის შემდეგ გააუქმეს. ამ პერიოდში მწვავე კრიტიკის საგნად იყო ქცეული მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რადგან მოსახლეობას ეშინოდა, რომ ორგანოებს მანამდე დაკარგავდნენ, ვიდრე მათი ტვინის ოფიციალური გარდაცვალება დაფიქსირდებოდა.რადგან ბრაზილიაში ისევ ყვავის კორუფცია და სხვადასხვა მაფიური ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ფულის გამო ბევრ რამეზე არიან წამსვლელები.
2014 წლამდე ჩინეთში პატიმრების ორგანოების დონაცია მათი ან მათი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე მიმდინარეობდა. 2005 წელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადგინა, რომ ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოების 95 პროცენტი ასეთი გზით მოიპოვებოდა.მაგრამ, ამბის გახმაურების შემდეგ, როცა აიკრძალა მსგავსი დონაცია, მთავრობა ცდილობს ჩვეულებრივი მოქალაქეების სტიმულირებას მსგავს პროგრამებში ნებაყოფლობი მონაწილეობისთვის.
ბევრ ქვეყანაში არაკანონიერად ითვლება ორგანოების ყიდვა-გაყიდვა. ამიტომ, არსებობს შავი ბაზარი, სადაც ეკონომიკურად შეჭირვებული ადამიანი ხშირად ყიდის თავის რომელიმე ორგანოს არალეგალური ორგანიზაციების დახმარებით. ხშირად, ორგანოს ამოღების არალეგალური პროცედურა კუსტარულია და არა მცოდნე ადამიანების მიერ შესრულებული, რაც ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე.
რამდენიმე სტერეოტიპი, რომელიც დონაციასთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ არ შეესაბამება სიმართლეს :
ასაკი, ფიზიკური მდომარეობა და დაავადებები-არის ის სამი ფაქტორი, რომელსაც დონორობისგან შემაფერხებელ ფაქტორებად მიიჩნევენ, მაგრამ ეს რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თითეული დონორის ორგანოების შეფასება ხდება მისი სიკვდილის დადგომისთანავე.ორგანოების ვარგისიანობას განსაზღვრავს ექიმთა გუნდები
ბევრ ადამიანს, სტერეოტიპულად მიაჩნია, რომ თუ კი ექიმისთვის ცნობილია, რომ ის არის დონორი, მის გადასარჩენად დიდ ძალისხმევას არ გაიღებენ, მაგრამ რეალურად თითეული ექიმის მოვალეობა ჯერ პაციენტის გადარჩენაა და მის გარდაცვალებამდე ორგანოებზე საუბარი საერთოდ არც განიხილება.
თუ ცნობილი სახე ხარ-ორგანოების მიღება იოლია- ეს ყოვლად გავრცელებული სტრეოტიპი ეხმიანება აზრს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მაგრამ, რეალურად ეს პროცესი გულისხმობს დაავადების სიმძიმის გათვალისწინებას, სისხლის ჯგუფს, პოტენციურ დონორებთან თავსებადობას და მრავალ სხვა ფაქტორს.ასე რომ რასა, შემოსავალი და სოცილური სტატუსი არ არის გადამწყვეტი ფაქტორები
ხშირად ეშინიათ, რომ ორგანოების ამოღებისას სხეული დამახინჯდება, მაგრამ ეს ასე არ არის-გარდაცვლილის სხეულს დიდი პატივით ეპყრობიან.
ორგანოების დონაციისას დონორის ოჯახს არანაირი ხარჯის გაწევა არ ევალება.პროცედურა დაფინანსებულია ორგანოს მიმღების ან რომელიმე ორგანიზაციის მიერ.
ხშირად მოჰყავთ რელიგიური ფაქტორი, მაგრამ რადიკალურად მცირეა ისეთი რელიგიები რომლებიც დონაციას კრძალავენ, ვინაიდან ის კეთილ ნებად და მოყვასის გადარჩენად აღიქმება.

როგორც ვხედავთ, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ამ კუთხით პრობლემები გვაქვს, მაგრამ დროთა განავლობაშ, საჭირო ღონისძებების გატარების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველო მორიგი ესპანეთი გახდეს .


0
73
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0