x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«აბრეშუმის გზიდან» – ანტარქტიდამდე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორია

ისე მოხდა, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე მეტი გეოგრაფიული აღმოჩენა სწორედ მაში მოხდა, როდესაც ამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ...


image



«დიდი აბრეშუმის გზა»


იმის გამო, რომ ადრე სატრანსპორტო საშუალებები ისე კარგად არ იყო განვითარებული, ევროპელებს და აზიელებს შორის კომუნიკაცია არ არსებობდა. მაგრამ, მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ევროპასა და აზიას შორის, უძველესი დროიდან «დიდ აბრეშუმის გზა» არსებობდა.

ძვ.წ. აღრ. II საუკუნეში, ჩინეთის იმპერატორმა, მოკავშირეების მოსაძებნად, ელჩი გაგზავნა დასავლეთში. მის მიერ გავლილი გზა, მოგვიანებით, «დიდ აბრეშუმის გზად» იქცა და ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირა. მიუხედავად ამისა, ჩინელებს და ევროპელებს ერთმანეთი საუკუნეების მანძილზე არ უნახავთ, რადგან ამ გზაზე, ძირითადად, არაბი ვაჭრები დადიოდნენ. მათ საქონლის გარდა, ევროპაში ინფორმაცია ჩაჰქონდათ აზიის ქვეყნებისა და იქაური ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ.

აზიიდან ჩამოტანილ საქონელს შორის, ყველაზე დიდი მოთხოვნილება ინდურ სანელებლებზე იყო და გეოგრაფიული აღმოჩენები, სწორედ ამ «სანელებლებისკენ» მიმავალი გზების აღმოსაჩენად დაგეგმილი ექსპედიციების კვალდაკვალ, თავისთავად, ხდებოდა.


image


ევროპაში სანელებლები აქლემებით გადაჰქონდათ. გზაში ქარავნის მეპატრონეებს იმდენი ფული ეხარჯებოდათ, რომ ევროპაში ჩასატან პროდუქტს ფასი თანდათანობით ემატებოდა. მაგ., თუ ერთი კოვზი პილპილი ინდოეთში 1 ლარი ღირდა, საფრანგეთში ჩატანის შემდეგ, მასში იმდენს იხდიდნენ, რამდენიც ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი ღირდა. ამიტომ, ევროპელმა ვაჭრებმა და მეზღვაურებმა ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზა აღმოეჩენა გადაწყვიტეს, რომ აზიიდან საქონელი გემებით გადმოეტანათ და ვიდრე ეს მოხდებოდა, ერთ-ერთი პირველი ევროპელი, ვინც შორეულ ქვეყნებში, სახმელეთო გზით იმოგზაურა, ვენეციელი ვაჭარი ნიკოლო პოლო იყო, რომელსაც თან 17 წლის შვილი, მარკოც ახლდა. ვენეციელი ვაჭრები სამშობლოდან 1271 წელს გაემგზავრნენ და საუკუნის მიწურულს დაბრუნდნენ. ჩინეთიდან დაბრუნებულმა მარკო პოლომ წიგნი დაწერა, აზიის ქვეყნების და იქ ნანახი საგნების, ადამიანების და მათი ცხოვრების წესის შესახებ.


image



ახალი სამყარო და მეკობრეები


ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის ძიებაში, ქრისტეფორე კოლუმბმა 1492 წელს ამერიკა აღმოაჩინა. მას შემდეგ მან ევროპიდან ამერიკაში კიდევ 3-ჯერ იმოგზაურა, მაგრამ, სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მისი აღმოჩენილი მიწები ინდოეთის აღმ. სანაპიროები იყო. ამიტომ, მას «ვესტ ინდოეთი» (აღმ. ინდოეთი) უწოდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას «ინდიელები» დაარქვა.


image


რაც შეეხება ინდოეთის საზღვაო გზას, ის ცნობილმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა და მოგზაურმა ვასკო და გამამ 1497/98 წწ. აღმოაჩინა.



image


ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთის მეფის სამსახურში იყო, ხოლო, ვასკო დაგამა –პორტუგალიის სამეფო კარს ემსახურებოდა. როდესაც მათ ახალი მიწები აღმოაჩინეს, იქ კოლონიები დააარსეს და სხვა ქვეყნის მეზღვაურებს და ვაჭრებს იქ ჩასვლის უფლებას არ აძლევდნენ.


image


ასეთმა სიტუაციამ, მეკობრეები გააჩინა, რომლებიც ევროპისკენ მიმავალ, საქონლით დატვირთულ გემებს გზაში ხვდებოდნენ, ჯერ ტვირთს ართმევდნენ, ხოლო შემდეგ, ძირავდნენ. მეკობრეობა, ზოგიერთ ქვეყანაში პროფესიად იქცა. 1200 - 1856 წწ. მეკობრეობის მსურველებზე, სპეციალურ ლიცენზიებს, ე. წ. კაპერებს გასცემდნენ, რომლის მფლობელს, ღია ზღვაში, ნებისმიერი გემის დაყაჩაღება შეეძლო, იმ პირობით, თუ ნაძარცვის ნაწილს მეფის ხაზინას ჩააბარებდა.


image


მეკობრეობით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ დაკავებულები, მაგრამ უმრავლესობა ფრანგი ან ინგლისელი იყო. მათ კარიბის ზღვის კუნძულებზე საკუთარი ბაზებიც კი ჰქონდა.


image


ისტორიამ ბევრი მეკობრის სახელი და მაათთან დაკავშირებული ისტორიები შემოგვინახა. ხოლო, ინგლისელი მეკობრის – ფრენსის დრეიკის სახელი (1543 - 1596) გეოგრაფიის სახელმძღვანელოშიც შეიტანეს, რადგან მან, ესპანელების გემებს დაყაჩაღების მიზნით, სამხრეთ ამერიკას შემოუარა და ორ კონტინენტს შორის სრუტე აღმოაჩინა (1572 წ.). აღნიშნული «ოპერაციის» დროს, იქიდან წამოღებული ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვების ღირებულების საერთო რაოდენობამ, დღევანდელი გათვლებით, დაახლოებით, 445 ათას დოლარს შეადგინა. ხოლო, სრურეს, რომელიც დრეიკმა გაიარა, მისი სახელი ეწოდა.

ის რომ გეოგრაფიულ ობიექტს მეკობრის სახელი ჰქვია, ბევრს უსამართლოდ მოეჩვენება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიულ სახელებთან დაკავშირებით, ბევრი გაუგებრობა და შეუსაბამობა არსებობს. თუნდაც ის, რომ ამერიკა ქ. კოლუმბმა აღმოაჩინა, ხოლო მას ამერიგო ვესპუჩის სახელი ჰქვია.



რატომ დაერქვა ამერიკას ამერიკა?


ჯერ კიდევ კოლუმბის სიცოცხლეში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები ინდოეთის კი არა, ახალი კონტინენტის ნაწილი იყო. ამ ინფორმაციის პირველწყარო ამერიგო ვესპუჩი იყო, რომელმაც ამერიკაში 1499-1902 წლებში იმოგზაურა. ის, იმ დროს, ერთ-ერთი სავაჭრო კომპანიაში მუშაობდა და ახალი გასაღების ბაზრების მოსაძებნად, სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა და პარალელურად, უფროსებისთვის წარსადგენ, დღიურების სახით, ანგარიშებს წერდა. ვესპუჩი, თავის დღიურებში, იმ ქვეყნის ბუნებას, ადამიანებს აღწერდა და დარწმუნებით იტყობინებოდა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები, ინდოეთის კი არა, ახალი კონტინენტის ნაწილი იყო და მას «ახალ სამყაროდ» მოიხსენიებდა. ინფორმაცია ახალი მიწების შესახებ, ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო და ეს დღიურები, ერთ-ერთი სტამბის მეპატრონემ გამოაქვეყნა.


image


ამის შემდეგ, «ახალი სამყაროს» შესახებ ყველამ შეიტყო. ხოლო, გერმანელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდზემიულერმა რუკა შექმნა (1507 წ.), რომელზეც ახალი სამყაროს მიწები ასახა და მას «ამერიკა» უწოდა. როგორც თავად განმარტა, ამ მიწებს სახელი ამერიგო ვესპუჩის საპატივცემულოდ დაარქვა, ხოლო სახელი «ამერიკა» – ამერიგოს ლათინური ვარიანტი იყო.


image


იმ პერიოდში, კარტოგრაფები განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ და ეს სახელი არავის გაუპროტესტებია.



პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო


დედამიწის ირგვლივ პირველი მოგზაურობაც, რომელმაც დედამიწის სფეროსებურობა დაამტკიცა, ისევე, როგორც სხვა ექსპედიციები, სავაჭრო გზის აღმოსაჩენად იყო გამიზნეულ.


image


მას შემდეგ, რაც ქ. კოლუმბი, ესპანეთის მეფის სახელით, ამერიკის სანაპიროებს მიადგა, ხოლო პორტუგალიელმა ვასკო და გამამ ინდოეთის საზღვაო გზა აღმოაჩინა, ესპანეთმა და პორტუგალიამ მსოფლიო შუაზე გაიყვეს. 46 გრადუსიანი მერიდიანის დასავლეთით ყველაფერი ესპანეთს ეკუთვნოდა, ხოლო აღმოსავლეთით – პორტუგალიას. ეს 1494 წელს მოხდა. მაშინ ამერიკა აზია ეგონათ და წყნარი ოკეანის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პორტუგალია და ესპანეთი «საკუთარ ზონებში» მუდმივად აწყობდნენ ექსპედიციებს, იპყრობდნენ ქვეყნებს და კოლონიებს აარსებდნენ.

პორტუგალიის მიერ მოწყობილ ორ ექსპედიციაში, ღარიბი პორტუგალიელი თავადი, ფერნანდო მაგელანიც მონაწილეობდა, რომელიც უფულობის გამო, სამეფო ფლოტში მსახურობდა. 1505-1511 წწ. მაგელანი ინდოეთის ექსპდიციაში იყო, ხოლო იქიდან დაბრუნების შემდეგ, ის ჩრდ. აფრიკის სამხედრო კამპანიაში ჩაება, სადაც დაიჭრა და სამშობლოში დაბრუნდა. დაინვალიდებულმა მაგელანმა, მეფეს თანამდებობაზე დაწინაურება სთხოვა, რადგან პენსია ძალიან მცირე იყო და მის ხარჯებს ვერ ფარავდა. მაგრამ, თხოვნაზე უარი მიიღო. ამან იმდენად იმოქმედა მის თავმოყვარეობაზე, რომ საცხოვრებლად და ბედის საძიებლად ესპანეთში გადავიდა. იქ მან ასტრონომი რ. ფალეირე გაეცნო, რომელმაც მაგელანი დაარწმუნა, რომ რუკებში კარგად ერკვეოდა და ზუსტად იცოდა, რომ მოლუკის («სანელებლების») კუნძულები, ესპანეთის ნაწილში იყო.


image


იმ პერიოდში დრეიკის სრუტე ჯერ აღმოჩენილი არ იყო, მაგრამ იცოდნენ, რომ ამერიკის იქით «სამხრეთის ზღვა» არსებობდა, რომელიც ერთ-ერთმა კოლონიზატორმა, ნუნიეს დე ბალბოამ (პირველი ევროპელი, რომელმაც წყნარი ოკეანე დანახა, სამ-მიგელის ყურესთან (პანამა) მდებარე მთიდან) 1513 წ. აღმოაჩინა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგელანმა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმა შეიმუშავა. მისია ზრით, ბრაზილიის ქვემოთ, სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს «სამხრეთის ზღვასთან» აკავშირებდა. მან თავის გეგმის განხორციელების შესაძლებლობაში ესპსნეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 წ. 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ ოკეანეს შორის გასასვლელის მოძებნა ადვილი არ იყო. ბოლოს, აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი აღმოჩნდა. ამასთან, გამუდმებით ძლიერი ქარი უბერავდა. სრუტის მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი გავიდა: «ვიქტორია» და «ტრინიდადი». დანარჩენი გემების ბედი უცნობია. გემები ოკეანეში გავიდნენ და ფილიპინებამდე ისე იცურეს, რომ შტორმში არ მოხვედრილან. ამიტომ, მაგელანმა ოკეანეს «წყნარი» დაარქვა.


image

image


ფერნანდო მაგელანი ფილიპინებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ექსპედიციის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე ხუან სებასტიან ელკანომ აიღო. მან ერთი გემი დაშალა და მისი ნაწილებით მეორე შეაკეთა. ის მოლუკის კუნძულზე სანელებლებით დატვირთა და ამით მაგელანის გეგმის პირველი ნაწილი შეასრულა. გეგმის მეორე ნაწილის თანახმად, მაგელანი უკან, იგივე გზით უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ, ახალმა კაპიტანმა, წყნარი ოკეანის ხელახლა გადაცურვას, ისევ ინდოეთის ოკეანეში, პორტუგალიურ წყლებში ცურვა ამჯობინა და 1522 წ. სექტემბერში, 18 კაციანი ეკიპაჟით სამშობლოში დაბრუნდა.

ეს იყო პირველი, მაგრამ დაუგეგმავი მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ, რომელიც არ შედგებოდა, მაგელანი ფილიპინებზე რომ არ დაღუპულიყი (მაგელანი პორტუგალიურ წყლებში არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა, რადგან იმ ქვეყნისთვის, ის მოღალატე და მტერი იყო). ხოლო ამ მოგზაურობის შესახებ, უზომოდ გამდიდრებული, ესპანეთის მეფის გარდა, ვერავინ გაიგებდა.


image


ესპანეთში, გემით ჩატანილმა სანელებლებმა, სრულად აანაზღაურა ექსპედიციის ხარჯები. გულუხვად დააჯილდოვა ესპანეთის მეფემ კარლოს I კაპიტანი ელკალო. საჩუქრად, «ვიქტორიას» კაპიტანმა, აზნაურის წოდება და გერბი მიიღო, რომელზეც დედამიწის გამოსახულება იყო. ხოლო, მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: «შენ პირველი ხარ, რომელმაც მე შემომიარა».
ამრიგად, დედამიწას მაგელანმა კი არა, ელკანომ შემოუარა.



კონტინენტებიდან ყველაზე ბოლოს, ავსტრალია და ანტარქტიდა აღმოაჩინეს


XVII საუკუნის დასაწყისში, 1606 წ. ავსტრალიის სანაპიროებისკენ ჯერ ჰოლამდიელმა უილიამ იანსმა იმოგზაურა და კეიპ-იორკის ნახევარკუნძული აღმოაჩინა. ხოლო, იმავე საუკუნის 40-იან წლებში, მისმა თანამემამულემ, აბელ ტასმანმა ავსტრალიის აღმ. სანაპიროებს შემოუარა და რუკაზე ახალი კონტინენტი დაიტანა. მიუხედავად ამისა, მეცნიერთა ერთი ნაწილს, ავსტრალიის აღმომჩენად ჯეიმს კუკს მიიჩნევს, რომელმაც ავსტრალიის აღმ. სანაპიროს გემით 1770/71 წლებში შემოუარა და ევროპელების მიერ, კონტინენტის ათვისება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.


image


რაც შეეხება ანტარქტიდას, ის 1920 წელს რუსული ფლოტის ადმირალმა – ფადეი ბელინსჰაუზენმა და მიხეილ ლაზარევმა აღმოაჩინეს.


imageimageimageimageimageimageimageimage









0
753
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0