x
მეტი
  • 26.06.2019
  • სტატია:91599
  • ვიდეო:341049
  • სურათი:453606
15 ბრძნული ციტატა ბიბლიიდან,რომელიც ყოველთვის აქტუალურია და ცხოვრებაში გამოგადგებათ

image


1-რადგან სიბრძნის მოხვეჭა ვერცხლის მოხვეჭას სჯობს, და მისი ქონა ხალასი ოქროს ქონას აღემატება(იგავნი სოლომონისა თავი 3)


2-როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?(რომაელთა მიმართ თავი2:21


3)ბრიყვი გაგებას არ ცდილობს, მხოლოდ თავის აზრების გამოხატვა სურს(იგავნი 8:12)



4)თუ გასაჭირის დღეს დაეცემი, უძლური ყოფილხარ(იგავნი 24:10.)



5)ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.(იაკობის1:19)

image

6) იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მოსმენნი თავის მოსატყუებლად.(იაკობის 1:22)


7)ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: "გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”.(მოციქულთა საქმეები 20:35)


8)მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?(მათე7:3)




9) ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი(მათე7:12)


10)ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია. მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.(იგავნი 27:5-6)

image

11)ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარული(იგავნი 18:24)


12)სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება(კორინთელთა 13:4-8)


13)მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი(ეკლესიასტე 12:7)


14)მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.(ლუკას 21;19)


15)მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს(იგავნი 25:17)

image

0
518
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0