x
image
_K_
რა განსხვავებაა სერიალსა და წიგნს შორის - "სამეფო კარის თამაშები" თუ "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა"
image"სამეფო კარის თამაშების" ფინალურ სეზონში ჯორჯ მარტინის საგასა და HBO-ს გადაღებულ სერიალს შორის განსხვავება მკვეთრად გაიზარდა. წიგნში ბევრი ისეთი პერსონაჟია, რომელთა შესახებ არაფერი გაგვიგია. სერიალში კი ისეთები მოკვდნენ, ვინც საგაში ცოცხლები არიან. წიგნში ისიც კი არ არის ცნობილი, როგორ დამთავრდება რკინის ტახტისთვის ბრძოლა.


სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო განსხვავებებს სერიალსა და წიგნს შორის.

გაფრთხილება, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ სერიალი: შეგხვდებათ სპოილერები!








1. ღამის ხელმწიფე არ არსებობს.

სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ღამის ხელმწიფე, სინამდვილეში სცენარისტისა და პროდიუსერის იდეაა. წიგნში თეთრ მოსიარულეებს ლიდერიც კი არ ჰყავთ (თუმცა, შეიძლება, მომდევნო წიგნში გამოჩნდეს).

მარტინის ნაწარმოებში ღამის ხელმწიფე ლეგენდას წარმოადგენს. ის ღამის გუშაგია, რომელსაც თეთრი მოსიარულეებიდან ერთ-ერთი ქალი შეუყვარდა და მას მსხვერპლად შეეწირა. ის სტარკებმა დაამარცხეს წიგნში განვითარებულ მოვლენებამდე 8000 წლით ადრე.


image








2. ჯონ სნოუ ტარგარიანი არ არის.

სერიალის მიხედვით, ნედ სტარკის უკანონო შვილი სინამდვილეში მისი დისშვილი და ტარგარიანების დინასტიის წარმომადგენელია. მისი ნამდვილი სახელი ეიგონ ტარგარიანია. მარტინის წიგნში კი არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება იმის შესახებ, არის თუ არა ჯონ სნოუ ტარგარიანი. საგაში სხვა პერსონაჟს ჰქვია ეიგონ ტარგარიანი და მას ახალგაზრდა გრიფსაც ეძახიან.

ის ბავშვობაში ვარისმა გადაარჩინა და ბევრჯერ გამოიცვალა სახელი. ამ ეტაპზე დაწვრილებით ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რადგან შესაძლოა, ახალგაზრდა გრიფი თვითმარქვია აღმოჩნდეს. თუმცა, თუ ის ნამდვილად ტარგარიანია, წიგნში ამბავი რადიკალურად სხვანაირად დასრულდება და საერთო არ ექნება სერიალის ფინალთან.

image








3. ცნობილი არ არის, ჯონ სნოუ მკვდარია თუ ცოცხალია.

უკვე მერვე წელია, ფანები "ყინულისა და ცეხლის სიმღერის" საგის მეექვსე წიგნს ელოდებიან. მათ აინტერესებთ, ჯონ სნოუ მკვდარია თუ ცოცხალი. როგორც სერიალში, წიგნშიც ღამის გუშაგებმა ხანჯლები ჩასცეს თავიანთ ლორდ კომანდერს. ჯონმა გონება დაკარგა და თოვლზე დაეცა. სწორედ აქ მთავრდება ამბავი წიგნის ბოლო ნაწილში.

image








4. დრაკონები თითქმის უძლეველები არიან.

ამ ეტაპზე არ ვიცით, როგორ წარმოაჩენენ თავს დრაკონები წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლებში. იმის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ მწერალმა ისინი დაუმარცხებელ ქმნილებებად აღწერა, რაღაც ისეთად, როგორიც რეალურ სამყაროში ატომური ბომბია. წიგნში დრაკონები უძლეველები არიან და უფრო და უფრო იზრდებიან, სანამ საკვები აქვთ.

სერიალში ცოტა განსხვავებული რამ მოხდა. ფინალურ სეზონში, დეინერისის "შვილებმა" სისუსტე გამოიჩინეს ღამის ხელმწიფის მახვილსა და ეირონ გრეიჯოის ისართან.

image








5. მისანდეი 10 წლისაა.

დევიდ ბენიოფიმ და დანიელ უაისიმ სერიალს მეტი დრამატულობისთვის მისანდეისა და უნაკლოების ლიდერ ნაცრისფერ მატლს შორის სიყვარულის ისტორია დაუმატეს. წიგნს ამასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან მისანდეი 10 წლისაა.

image








6. შესაძლოა, ტირიონი ტარგარიანი აღმოჩნდეს.

ფანების ერთ-ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით, ტირიონი ტივიან ლანისტერის შვილი კი არა, მეფე აერის ტარგარიანის მემკვიდრეა. სერიალში ამაზე არაფერია მინიშნებული, წიგნის მიხედვით კი უამრავი თეორია არსებობს ამის შესახებ.

აერისის მეფობის დროს, ხმები იყო გავრცელებული მის კავშირზე ტირიონის დედასთან. შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ტირიონის დაბადების შემდეგ, აერისმა ტივიან ლანისტერი შეიძულა.

ამას გარდა, მარტინი საინტერესო დეტალებს აღწერს ტირიონის გარეგნობაში: "მისი თმა ისეთი ოქროსფერი არაა, როგორიც ჯეიმისა და სერსეის, არამედ მეტად ვერცხლისფერი, როგორც დეინერისის". მისი ცალი თვალი მწვანეა, როგორც დედამისის, ხოლო მეორე მუქი ფერისაა, როგორც ტარგარიანების უმეტესობისთვის იყო დამახასიათებელი.

image







7. რემზი ბოლტონს სანსა სტარკი არ უწამებია.

სანსა სტარკი საბრალო ბედის მქონე აღმოჩნდა. ის, რასაც ჯოფრისთან გადაურჩა, თავის მესამე ქმართან - რემზი ბოლტონთან გამოსცადა. ფანებისთვის რთული იყო იმის ყურება, თუ რა გაუკეთა რემზიმ სანსას და როგორ გადააქცია გოგონას ცხოვრება კოშმარად.

თუმცა, წიგნში ეს არ მომხდარა. სანსა არასდროს დაქორწინებულა რემზიზე. სერიალში აღწერილი მოვლენები სინამდვილეში შეემთხვა გოგოს, რომელიც ყველას არია სტარკი ეგონა და რომელიც რემზიმ იმისთვის შეირთო ცოლად, რომ ჩრდილოეთის ტახტზე მეფობის უფლება გაემყარებინა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს "არია" სანსას ბავშვობის მეგობარი ყოფილა.

image







8. კეტლინ სტარკი გაცოცხლდა და ქვისგულიან ლედიდ გადაიქცა.

კეტლინ სტარკი ძლიერი დედისა და ჭკვიანი ქალის სურათს წარმოადგენს. "სამეფო კარის თამაშებში" ის "წითელი ქორწილის" დროს მოკლეს, ყელში ჩასცეს ხანჯალი და პერსონაჟის ისტორია აქ მთავრდება. თუმცა, წიგნში ნედ სტარკის ცოლი სინათლის ლორდის მაგიის წყალობით ცოცხლდება. დაბრუნების შემდეგ ის ბოროტ, სიძულვილით სავსე ქმნილებად გარდაიქმნება.

მას მხოლოდ ღრუტუნი შეუძლია (რადგან ყელში მიყენებული ჭრილობა ვერ შეუხორცდა) და დაკაწრულ სახეზე მუდმივად სისხლი აქვს. ქვისგულიან ლედის ყველაფერი ახსოვს, მაგრამ არავის იწყალებს. მას სურს, რომ თავის ყველა მტერზე იძიოს შური. ჯორჯ მარტინმა რამდენჯერმე ახსენა, რომ გული დასწყდა, ეს საოცარი პერსონაჟი რომ სერიალში ვერ მოხვდა.

image








9. დეინერისი ორჯერ იყო დაქორწინებული.

კჰალ დროგოს გარდა, დეინერისი დაქორწინებული იყო ჰიზდარ ზო ლორაქზე - მირინის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საგვარეულოს წარმომადგენელზე. სერიალში ლორაქი დენის დაცვის დროს კვდება, როცა მას "ჰარპის შვილების" ხანჯლისგან იხსნის, ამიტომაც ისინი დაქორწინებას ვერ ახერხებენ. მხოლოდ დანიშნულები იყვნენ.

წიგნში, ლორაქი ცოლად ირთავს დრაკონების დედას, მაგრამ ისინი ბედნიერები არასდროს ყოფილან. გავრცელებული ხმების მიხედვით, ჰიზდარი "ჰარპის შვილების" ერთ-ერთი ლიდერი აღმოჩნდება, დეინერისის მოწამვლასა და ერთ-ერთი დრაკონის მოკვლას შეეცდება. საბოლოოდ, მას ტახტიდან ჩამოაგდებენ და სერ ბარისტანი საპყრობილეში ჩასვამს.

image








10. ყველა ახალგაზრდა სტარკი ვარგია.

სერიალში მხოლოდ ბრანია ვარგი, თუმცა, წიგნში ჩანს რომ ექვსივე ბავშვს, ჯონ სნოუს ჩათვლით, მაგიური თვისებები აქვს. ვარგებს შეუძლიათ ცხოველების კონტროლი და ხედვები აქვთ მომავლის შესახებ.

მგელი, როგორც ჩრდილოეთის სამეფოს სიმბოლო, უბრალო ნიშანი არაა. სტარკების მგლებსა და მათ პატრონებს შორის უჩვეულო კავშირი არსებობდა. მარტინის წიგნში, ავტორი აღწერს, რომ ნედ სტარკის შვილებს შეეძლოთ, თავიანთი ცხოველების თვალებით დაენახათ და მტრები მოეგერიებინათ. სხვათა შორის, მოგვიანებით არია კატების კონტროლს სწავლობს.

image








11. მკვდრების არმიაში გიგანტური ობობაა.

ფანები იმედოვნებდნენ, რომ სერიალის ფინალურ ნაწილში მკვდრების არმიაში გიგანტურ ობობებს იხილავდნენ, როგორც მარტინს ჰქონდა აღწერილი. ისინი თეთრი მოსიარულეების "ძაღლები" იყვნენ.

თუმცა, სცენარისტებმა და პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ გიგანტური ობობები ეკრანზე სასაცილო სანახავი იქნებოდა.

image








12. ვინტერფელში ბუხრები არაა.

მარტინის იდეის მიხედვით, ვინტერფელის სასახლე გეოთერმული რესურსების კლასტერებზე აგებული. ცხელი წყლები სასახლესა და სათბურებს ათბობს, რაც მოქალაქეებს გრძელ, ცივ ზამთარში გადარჩენის საშუალებას აძლევს. სერიალის სცენარისტმა გადაწყვიტა, ეს ფაქტი დაეიგნორირებინა.

ბუხრებს, რომლებიც წიგნში საჭირო არაა, სერიალის ფინალურ სცენაში დიდ როლი უკავია. ცეცხლის სიახლოვეს პერსონაჟები საუბრობენ მოსალოდნელი ბრძოლების შესახებ, ბაასობენ სიყვარულზე, სვამენ ღვინოს და მღერიან ლამაზ სიმღერებს მიუხედავად იმისა, რომ იციან, მომდევნო დღეს შეიძლება მოკვდნენ.

image








13. სერსეის ქალიშვილი კინაღამ დედოფალი გახდა.

"სამეფო კარის თამაშებში" მარსელა ბარათეონი მოკვდა, მაგრამ წინგში ის კვლავ ცოცხალია. თუმცა, მან ბევრი გამოიარა, როცა ძლევამოსილი და მოხერხებული არიან მარტელის ხელში აღმოჩნდა. დორნის პრინცესამ სცადა, მარსელა მოეტაცებინა, ვესტეროსის დედოფლად ეკურთხებინა და ტომენისა და სერსეისთვის დაეპირისპირებინა.

არიანის გეგმა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მარსელა დაშავდა. ხანჯალმა მას ლოყა გაუჭრა და ყური მოაცილა. თუმცა, მისი ამბავი ჯერ დასრულებული არ არის.

image








14. მენს რეიდერი ცოცხალია.

სერიალის მე-5 სეზონში სტანის ბარათეონი ბრძანებს, მანსი კოცონზე დაწვან, ჯონ სნოუ კი მას ისარს ესვრის, რათა ტანჯვა შეუმსუბუქოს. წიგნში ველურების მთავარი ლიდერები იწვებიან, მაგრამ მენსი ცოცხალი რჩება მელისანდრას მაგიის წყალობით.

გადარჩენილი მენსი ვინტერფელში მიდის. მას სურს, "არია" რამზი ბოლტონისგან იხსნას. სამწუხაროდ, მენსი რამზის ტყვე ხდება. მის ბედზე ჯერ სხვა არაფერია ცნობილი.

image








15. კჰალ დროგოს დეინერისი არ გაუუპატიურებია.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ შეიძლება დევიდ ბენიოფსა და დანიელ უაისს ძალადობის სცენები თავად ჯორჯ მარტინზე მეტად უყვარდეთ. წიგნში კჰალ დროგოსა და დეინერისის ერთად გატარებული პირველი ღამე სიყვარულითაა სავსე და არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს.

image








16. რობ სტარკის ცოლი "წითელ ქორწილს" გადაურჩა.

მოდით, სიმართლე ვთქვათ: რობ სტარკის ცოლი სერიალში, ტალისა, სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფია. წიგნში ჩრდილოეთის მეფე ვესტეროსელ ქალზე - ჯეინი ვესტერლინგზეა დაქორწინებული.

ჯეინი "წითელ ქორწილს" არ დასწრებია და არც მოუკლავთ. თავისი "ორეულისგან", ტალისასგან განსხვავებით, რომელიც მუცელში ბავშვით მოკლეს, ჯეინი ორსულად არ ყოფილა. მას სურდა, მეფის მემკვიდრე გაეჩინა, მაგრამ ვერ ფეხმძიმდებოდა.

image








17. სტანისს თავისი ქალიშვილი კოცონზე არ დაუწვავს.

გულსატკენი სცენა, სადაც წითელი ქალის თქმით სტანისი ქალიშვილს კოცონზე წვავს, მნიშვნელოვანია მომავალი მეფის პიროვნების განვითარებისთვის.

წიგნში ბარათეონის ქალიშვილი ცოცხალია... ჯერ მაინც. სტანისს ვინტერფერლში ცოლთან, ქალიშვილთან და წითელ ქალთან ერთად არ უმოგზაურია. თუმცა, ვიცით, რომ მისი არმია დამარცხდა. ამის შემდეგ რა მოხდა, ჯერ არ არის ცნობილი. ვინ იცის, იქნებ სტანისი გადარჩა კიდეც და რკინის ტახტისთვის ბრძოლას აგრძელებს.

image







18. კედლის მიღმა არის არსება, რომელიც გიგანტურ ცხენირემს მართავს.

წიგნის ბევრი ფანი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ქარიზმატული პერსონაჟი "ცივხელება" სერიალში არ გამოჩნდა. ჯორჯ მარტინი მას აღწერს, როგორც მკვდარ ქმნილებას, რომელიც, სხვა თეთრი მოსიარულეებისგან განსხვავებით, ბოროტი არაა.

ის კედლის მიღმა გიგანტური ცხენირემით დასეირნობს და ყორნების გუნდს მართავს. მისი ხელები ცივი და ქვასავით მყარია. ის კედლის მიღმა მყოფი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პერსონაჟია და, დიდი ალბათობით, მომდევნო წიგნში მასზე მეტს შევიტყობთ.

image








19. სერ ბარისტანი ცოცხალია და მირინს მართავს.

გამოჩენილი რაინდის, ბარისტან სელმის ისტორია სერიალში მე-5 სეზონში დასრულდა, როცა ის "ჰარპის შვილების" წინააღმდეგ ბრძოლაში მოკვდა. წიგნში კი ის პირველივე ფურცლიდან გაცილებით დიდ როლს თამაშობს. თავდაპირველად ბარისტანი ნედ სტარკის მრჩეველი იყო. ის წინ აღუდგა ვარისის გეგმას, მოეკლათ დეინერისი, როცა ორსულად იყო.

მას შემდეგ, რაც ის დრაკონების დედის ერთგული მრჩეველი გახდა, არა მხოლოდ გადაურჩა მირინელების აჯანყებას, არამედ ქალაქის მმართველის როლიც მოირგო.

image








20. ლორდ ბეილიში უფრო დაბალია და ცოტას ლაპარაკობს.

სერიალის ვარიანტისგან განსხვავებით, წიგნში პიტერ ბეილიში გაცილებით დაბალია, ამიტომაც შეარქვეს ზედმეტსახელად "პატარა თითი". გარდა ამისა, სერიალში ის ბევრს ლაპარაკობს საკუთარ თავზე და გეგმებზე.

წიგნში ის ჩაკეტილი ადამიანია, რომელიც თავის ამბიციურ გეგმებზე არ საუბრობს. მეფის სავანეში მას აღიქვამენ მოხერხებულ საქმის კაცად, რომელმაც იცის, როგორ ემსახუროს "სწორ" მმართველს. არავინ ფიქრობს, რომ ლორდ ბეილიშს რამე პრეტენზია აქვს რკინის ტახტზე.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. "სამეფო კარის თამაშები" - რას იხსენებენ მსახიობები გადასაღები მოედნიდან

image


2. რასთან გამკლავება უწევდათ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობებს - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. გაიცანით სულ სხვანაირი "მთა" "სამეფო კარის თამაშებიდან"

image


0
856
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0