x
image
ზოგადი განათლება
როგორ შევარჩიოთ არგუმენტები ესესთვის? - რჩევები, რეკომენდაციები და მზა არგუმენტები
მოგეხსენებათ, ქართული ენის გამოცდაზე ორი თემა აქვთ შესასრულებელი აპლიკანტებს. ერთ-ერთი მათგანი არგუმენტირებული ესეა, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტებს საკუთარ აზრი, არგუმენტები და მდიდარი ლექსიკა წარმოადგენს.


არგუმენტად ითვლება ცხოვრებისეული მოვლენა და გამოცდილება, დადასტურებული ფაქტი, ნანახი ფილმი და სპექტაკლი, წაკითხული წიგნი, ცნობილი ადამიანების ან ხალხური გამონათქვამები, ანდაზები და ა.შ.


image


დღეს ყურადღებას სწორედ ანდაზებსა და ხალხურ გამონათქვამებზე გავამახვილებთ. გაგიმარტივებთ საქმეს და წარმოგიდგენთ მზა არგუმენტებს. თქვენ მხოლოდ თითოეული თემიდან რამდენიმეს დაზეპირება მოგეთხოვებათ.




✔️ თუ თემა ''ტყუილს'' შეეხება, შეგიძლიათ, კონტექსტის მიხედვით, შეუსაბამოთ:


➡️''სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო''

➡️''ტყუილის მთქმელს ის სარგებელი აქვს, რომ მართალსაც აღარ დაუჯერებენო''

➡️''ტყუილის მთქმელს მართალიც აღარ დაუჯერესო''

➡️''სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა''


✔️ძალიან აქტუალურია თემები საზოგადოების აზრსა და დამოკიდებულებაზე. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ


➡️ხალხი აგამაღლებს და ხალხივე დაგამაღლებსო

➡️ხალხი თუ გამოგეკიდა, წყალში გადავარდიო.

➡️''ხალხი თუ გაქებს, მაშინ თქვი: დუშმანი(მტერი) მრავლად მყოლია''

➡️''ხალხი მოგცემს აღმატებას, ხალხი მოგცემს დაღმატებას''

➡️ხალხი ქვევრია: რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო

➡️ხალხის სიყვარულით ბავშვები არ იზრდებიანო.


✔️ ცოდნაზე, სწავლასა და განათლებაზე.



➡️''თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი''

➡️''სწავლა ცოდნის თესლია და ცოდნა - ბედნიერებისაო''

➡️''კაცს სწავლა სიბერემდის არ მოსჭარბდებაო''

➡️''ცოდნა სამოთხეა, არცოდნა - ჯოჯოხეთიო''

➡️''ცოდნა სინათლეა, უცოდინარობა - სიბნელეო''

➡️''განათლება ბნელეთის მოციქულთა მმუსვრელიაო''

➡️''სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმატებაო''

➡️''სწავლა მადლის დედაა, ბედის გასაღებიო''


✔️ ძალადობა


➡️ძალადობა და ზეწოლა პიროვნების თავისუფლებას ბორკავს და აკნინებსო.

➡️ძალადობა საპასუხო ძალადობას შობსო.



✔️ ფულზე, ქრთამსა და.შ.


➡️''არამი ფულით ნაყიდი განძი ვის შერჩენიაო''

➡️''ვინც მდიდარია ფულითა, ის ღარიბია სულითა''

➡️''ზოგი ფულის ბატონია, ზოგიც - ფულის ყმაო''

➡️''სადაც ფული ლაპარაკობს, იქ სიმართლე სდუმსო''

➡️''ფულით შეიძენ ხატს, მაგრამ ვერაფრისდიდებით - რწმენას''

➡️''ფულით შეიძლება ჯოჯოხეთი გაანათო, მაგრამ ვერ დაინახო ედემის ბაღი''


✔️ ბრიყვზე


➡️''ბრიყვი კაცისა სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია''

➡️''ბრიყვი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა''

➡️''ზოგი დედა ბრიყვია და შვილსაც ბრიყვულად ზრდისო''

➡️''ჰგავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი, ბრიყვია''

➡️''მცოდნე ჭკუადამჯდარია, უვიცია ბრიყვზე ბრიყვი''


✔️ბოროტებასა და აუგზე


➡️''ბოროტებას კიდე-განი არ გააჩნიაო''

➡️''ბოროტება უთუოდ დაისჯებაო''

➡️''მიტომ ზეობს ქვეყნად ქვენა, ბოროტება მიტომ მძლავრობს, რომ ცოდვილი დიდ სიკეთეს ვერც ხედავს და ვერცა ჰყვარობს''

➡️''თავის ქება კიტრადა ღირს, სხვის აუგი - არც იმადო''

➡️''ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა''

✔️სიკეთეზე


➡️''გააათმაგე მცდელობა სიყვარულის და ძმობისა, სიკეთე თესე, უარჰყავ მდომი ნგრევის და გმობისა''

➡️''დედ-მამიშვილობა უდიდესი სიკეთე და ღვთის წყალობააო''

➡️''კეთილის მქმნელს სიკეთე გვერდს ვერ აუქცევს''

➡️''სიკეთე მზის შუქსა ჰგავს - ანათებს და ათბობსო''

➡️''შურმა შური ვერ იგუა, ორივემ კი - სიკეთეო''



✔️თუ თემა ''აღზრდის'' საკითხს შეეხება, შეგიძლიათ არგუმენტებად შემდეგი გამონათქვამები მოიყვანოთ.

➡️''ყრმათა აღზრდა დიდი საგონებელიაო''

➡️''აღზრდამ გაზრდას ტოლი არ დაუდოო''



✔️ შიში


➡️კურდღელს სანამ დაიჭერდნენ, შიშმა უფრო დალიაო.

➡️მგლის შიშით, ცხვარი ვის გაუწყვეტიაო?

➡️''შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა''

➡️შიში მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო.

➡️''შიშის დროს კაცს ღმერთი აგონდებოდა''

➡️შიშს დიდი თვალები აქვსო.



✔️

ასევე გამოცდების თემაზე საინტერესოა

✔️

როგორ დავარედაქტიროთ ტექსტი მარტივად ქართული ენის გამოცდაზე - რჩევები, მითითებები, მაგალითები

✔️

ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - მოემზადე გამოცდისთვის უკეთ!(ნაწილი I)

✔️

ქართული ენის გაკვეთილი - როგორ გამოვიყენოთ მძიმე(, ) სწორად? - II ნაწილი

✔️




1
4895
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
4895
  
2021, 25 მაისი, 1:56
აი საშინელი სტატია. იმდენად ცუდი რომ რავი. თქვენ ახლა ძალიან ცუდ საქმეს აკეთებთ. ბავშვები შემოვლენ, გადაიკითხავენ ამ ძალიან კარგ სიტყვებს და გონზე რომ არ იქნებიან, რას ნიშნავს ეს სიტყვები, დაიზეპირებენ. შესაბამისად, გამოცდაზე თავდაჯერებულნი გავლენ და ეგონებათ, რომ ყველაფერი იციან ამ და კიდე სხვა ასეთი სტატიების წყალობით. გრცხვენოდეთ გონებაგამორეცხილ ახალგაზრდობის ჩამოყალიბებას რომ უწყობთ ხელს!
0 1 1