x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შვილმა მითხრა, გვარის შეცვლა მინდა, არ მინდა ბოროტი ქალის შვილი ვიყოო”- ნანა კოსტავა

image


ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ ერთ - ერთ მედია საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საკუთარ დაშვებულ შეცდომას აღიარებს და კოლეგების წინაშე თავის წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე აცნობიერებს, ინტერვიუში დეპუტატმა ასევე, საზოგადოების მხრიდან იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მორალურ ტერორზე ისაუბრა, რომელსაც მისი ოჯახი ყოველდღიურად განიცდის. "ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე, რომ "ოცნების" გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა "ქართული ოცნების" მაიკა მე ჩავიცვი, ის მაისური სხვათასორის ბერამ მაჩუქა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი. ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო, ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა - დედიკო გვარი რომ შევიცვალო არ შეიძლება, არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო", - აცხადებს დეპუტატი. შეგახსენებთ, რომ საზოგადოების უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, კოსტავა დაკავებულ თანამდებობას კვლავ ინარჩუნებს და დეპუტატის მანდატის დათმობას არ აპირებს.

0
248
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
248