x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დემონური პერსონაჟები - ჭინკა
image

კავკასიელ ხალხს ოდიდგანვე სწამდა ღვთაებების. მათ შესანარჩუნებლად და გულის მოსაგებად რიტუალებს ატარებდნენ. თუმცა სამყაროში კეთილი ღვთაებების გარდა არსებობდნენ ბოროტი ძალები, დემონები, რომლებსაც სურდათ, რომ ზიანი მიეყენებინათ ადამიანებისათვის. ისინი ჰგავდნენ ერთმანეთს თვისებებით, თუმცა განსხვავდებოდნენ ბოროტების ხარისხით. ზოგიერთი მათგანი დიდ ზიანს აყენებდა ადამიანს, ზოგიერთი კი, შედარებით ნაკლებს.

ავსულებთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი მითი, რომ სამყაროში იყო ორი საწყისი - კეთილი და ბოროტი. კეთილი და ბოროტი ღვთაება ერთმანეთს შეებრძოლნენ. ამ ბრძოლაში კეთილმა ღვთაება გაიმარჯვა და ბოროტი ღვთაება განდევნა სამყაროდან - “შინიდან“.

სამყაროს გარეთ ქაოსმა დაისადგურა, სადაც ცხოვრობდნენ დემონები. მათ ძალა დაკარგეს, ამიტომ ღვთაებებთან დაპირისპირება აღარ შეეძლოთ, ამიტომაც ადამიანებს აყენებდნენ ზიანს. ისინი პერიოდულად ცდილობდნენ სამყაროში შემოსვლას და “მოწესრიგებულობის“ დარღვევას.


როდესაც ადამიანები სახლს ტოვებდნენ და ტყეში ან სანადიროდ მიდიონდენ, მაშინ ესხმოდნენ თავს ავსულები. ისინი მხოლოდ ერთ ადამიანს ესხმოდნენ თავს. დემონურ არსებათა უმრავალესობა ქალური წარმოშიბისაა, თუმცა არიან მამრი დემონებიც. ქართულ მითოლოგიაში მთავარი დემონები იყვნენ როკაპი და ტარტაროზი, რომელბსაც ყყოველი წლის ანგარიშს აბარებდნენ ხოლმე ავსულები.

ავსულთა დამახასიათებელი ნიშანია თმა და ფრჩხილები. ამბობენ, რომ ერთხელ ავუსლებმა მოიტაცეს ბავშვი და საკუთახრი წესები ასწვალეს. ცხრა წლის შემდეგ უკან დაბრუნდა და ფრჩხილები ჯოხებივით ჰქონდა. ისიც ავსულთათვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდა.

ისინი მაქციები არიან, ნებისმიერი ადამიანის სახის მიღება შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ ხმის შეცვლა. ამ ხერხებით მათ მგზავრის ან მონადირის შეცდომაში შეყვანა შეუძლიათ. ავსულები, ძირითადად, სასიყვარულო ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ მამაკაცებთან.

როცა მათ გამოიჭერენ შემდეგ ფრაზას ეუბნებიან: “ უმარილო შეჭამანდი ცეცხლზე გვითუხთუხებია

შენნაირი მოხუცები ბევრი გვიხტუნავებია“

თუ კაცი გონს მოვიდოდა ის ეტყოდა : “ წინდა მაცვია ეშისა, ქალამანი მაქვს მეშისა

წმინდა გიორგიმ დასწყევლოს ფერხული ეშმაკებისა“

ამ სიტყვების შემდეგ წმინდა გიორგი ბოროტ ძალებს განდევნიდა და ადამიანი უვნებელი ბრუნდებოდა შინ.

დემონური პერსონაჟების ერთ- ერთი სახეა ჭინკა. როგორც ამბობენ, ჭინკა შეიძლება იყოს მდედრიც და მამრიც. მდედრი ჭინკები უფრო ლამაზები არიან, მათ ოქროსფერი თმა აქვთ და პატარა ტანის არიან. ასევე, ტანით პატარები არიან მამრი ჭინკებიც. ორივე მათგანი ბალნით არიან დაფარულნი. ისინი თმებს მალავენ, რადგან ერთი თმის ღერის ჩამოვარდნაც კი მათ დამონებას ნიშნავს. ისინი სასიყვარულო ურთიერთობას ამყარებენ მამაკაცებთან.

თურმე ერთი კაცი ჭინკასთან დადიოდა და მის ცოლთან აღარ რჩებოდა ღამეს. ცოლმა ჭინკას თმები მოაჭრა, ჭინკა ძალიან შეწუხდა. ქმარმა კი მას ჭინკასთის თმები დააბრუნებინა.

გადმოცემის თანახმად, ჭინკა ერთ მონადირეს ცხენზე შემოუჯდა. მონადირემ ჭინკა დაატყვევა და ჩასვა ქვევრში. ჭინკა ეხვეწებოდა გამიშვიო, მაგრამ ამაოდ. კაცმა ჩამოუთვალა ადამიანისა და საგნის სახელები, რომლებსაც ჭინკა არ უნდა გაჰკარებოდა თუ კი მას გაუშვებდა პატრონი. მონადირემ ის გაუშვა. მას ცეცხლის ხსენება დაავიწყდა, ამიტომაც ყოველ ახალ წელს მათ სახლში ცეცხლი უქრებოდათ.

სხვა ავსულებთან შედარებით ჭინკას პატარა ზიანი მოაქვს ადამიანისათვის, თუმცა მისი მთავარი მიზანი არის ადამიანის გაგიჟება და ჭკუიდან გადაყვანა.

ხალხში იყო წარმოდგენები, რომ ისინი წელიწადის ერთსა და იმავე დროს გამოდიოდნენ. იმერეთში ეს ოქტომბერის თვე იყო. ისინი სამ დღეს წყალში, სამ დღეს მთაში და სამ დღეს ბარში ატარებდნენ. მეცხრე დღეს ისევ წყალს უბრუნდებოდნენ. როგორც წესი მათ ცუდი ამინდი - წვიმა და ქარი მოჰქოდათ. ჭინკობის წინა ღამეს სასიმინდეს, ბეღელს ლითონით კეტავდენენ, რადგან ჭინკებს ლითონის ეშინიათ. მამაკაცებიც ლითონის იარაღებს იყენებდნენ. სიმინდს არ გამოიტანდნენ, ნიორს და ცერცვს არ თესდნენ, რადგან იცოდნენ რომ მაინც ჭინკა წაიღებდა მათ.

ჭინკობის თვეში რაც არ უნდა გაეკეთებინა ოჯახს ჭინკისთვის უნდა ეწილადებინა, თორემ ის ბრაზდებოდა და ცუდი მოჰქონდა ოჯახისთვის.

თუ მშობიარე ქალს ბავში დაეღუპენოდა იტყოდნენ, რომ ჭინკა ჩასახლდა მის სხეულში და ამიტომაც დაეღუპა ბავშვიო.

ჭინკა ბავშვის ტანისაა და ტიტველია, შეუძლია ბავშვი ხმა მიიღოს და ისე შეიტყუოს მსხვერპლი ტყეში და შემდეგ ცემოს და ჭკუიდან შეშალოს. ჭინკას შეუძლია ოჯახის კერასთან მოვიდეს და გელაპარაკოს, მაგრამ თუ მუგუზალს მოუქნევ გაიქცევა, რადგან ცეცხლის ეშინია.

ჭინკებს უყვართ ცხნების ჭენება. შემოახტებიან ხოლმე ცხენებს და დილიდან საღამომდე აჭენებენ. მას ფაფარს გამოუნასკვავენ. პატრონი როცა გამონასკულ ფაფარს ნახავს ხვდება რო მისი ცხენი ჭინკას უჭენებია.

ჭინკებს უყვართ ადამიანების დაცინვა და გამასხარავება. ისინი მათ ქვებს ესვრიან. ისინი ცხენს ძუით წნიან, ისე წნიან, რომ მათი გახსნა შეუძლებელია.

სამეგრელოში ჭინკაობას- “ ჭეჭენათობა“ ჰქვიაა. “ ჭიჭე“ ნიშნავს პატარას, სწორად აქედან მომდინარეობს “ ჭეჭენათობა“ც. ჭინკა ხომ ტანით პატარა იყო.

სამეგრელოშც დაახლოებით იგივე ტრადიციები და შეხედულებები აქვთ ჭინკაზე, როგორც იმერეთში.

ასრებობს ასეთი დღესასწაული - “ტაბაკონობა“, როდესაც ავსულები მიდიან ავსულთან უფროსებთან - როკაპთან და ტარტაროზთან და ანგარიშსს აბარებენ. თუ ვინ, როგორ და რამდენი ზიანი მოუტანეს ადამიანებს. ვისაც არაფერი დაუშავებიაა, ისინი ამ დღესასწაულზე აუცილებლად გააკეთებდნენ ბოროტებას, რომე უფროსების ჭინაშე ღირსეულად წარმდგარიყვნენ.

ამ დღეს სამაგეროლოში დაბადებისთანავე ემზადებიან. მთელი სოფელი იკრიბება სოფლის შუაგულში და ანთებენ ცეცხლს ბოროტი ძალების განსადევნად. ხალხი ცეცხლის გარშემო ცეკვავს, მღერის და სხვადახხვა რიტუალებსაც ატარებდნენ, ცეცხლს ახტებოდნენ.

ცეცხლის სიმბოლური დატვირთვა აქვს - ის ავსულების დამაშინებელ და გამანადგურებელ საშუალებლად ითველებოდა.

სოფელში, ასევე, თვლიდნენ, რომ ჭინკებს ჰყავდათ მოკავშირეები. ეჭვმიტანილებს სოფლის მაცხოვრებლები სცემდენენ, სახლ-კარს უწვავდნენ და შემდეგ აგდებდნენ მდინარეში. თუ მდინარე მას ჩაძირავდა ნიშნავდა, რომ უდანაშაულო იყო, თუ ამოატივტივებდა მაშინ დამნაშავედ ჩათვლიდნენ და ჩაქოლავდნენ.

კავკასილთა ცხოვრებაში ყოველთვის დიდი როლი ეჭირათ დემონურ პერსონაჟებს და მათ შესახებ უამრავი თქმულება არსებობს, რომლებიც დღემდე დიდი ინტერესს იწვევს მკითხველში.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქართული ფილოლოგია, VI სემესტრი

ქრისტინე უგლავა

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0