x
არგენტინელ გენიოსსა და მის საფეხბურთო ინტელექტზე

image
ვინ ქმნის დღესდღეობით "საფეხბურთო ამინდს" და ვინ ალამაზებს სპორტის ამ სახეობას?... ნეიმარი?- არა, ის ზედმეტად ეგოისტი ფეხბურთელია. რონალდო?- ის ვეღარ არის ძველებურ ფორმაში და უფრო საჯარიმოს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. კილიან მბაპე ზედმეტად ახალგაზრდაა ასეთი ტვირთი რომ ზიდოს, აზარს ჯერ კიდევ ბევრი უკლია რომ მწვერვალამდე მიაღწიოს, როგორც ვნახეთ არც სალაჰი გამოდგა ერთსეზონიანი და კინაღამ ზედიზედ მეორედ გახდა პრემიერლიგის გოლეადორი, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ეგვიპტელი ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში არ წერია, ანტუან გრიზმანს ჰქონდა რამოდენიმე კარგი სეზონი, რის გამოც ერთი პერიოდი წამყვან ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა ყველა კარგად ვხედავთ, რომ ფრანგი არ არის ის, ვინც ფეხბურთს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის. მაშინ, ვინ არის დღესდღეობით ის ფეხბურთელი, რომელიც სპორტის ამ სახეობას თავის ხიბლს არ უკარგავს და ყოველდღე გვაოცებს?... პასუხი მარტივია, ეს ფეხბურთელი ლიონელ მესია. ერთხელ მაინც წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა ფეხბურთი მესის გარეშე, რამდენ სიამოვნებას და ლამაზ მომენტს გამოაკლდებოდა გულშემატკივარი. დიახ, "ლა პულგა" თანამედროვეობის და არამარტო თანამედროვეობის გამოჩენილი ფეხბურთელია და მაშინ, როცა უკვე ფეხბურთი პრაგმატული გახდა, უფრო მეტად უნდა დავაფასოთ არგენტინელი გენიოსი ყოველი გოლისა, საგოლე გადაცემისა თუ შექმნილი მომენტისათვის. დიახ, ყველაფერი, რასაც ლეო მინდორზე აკეთებს და მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, დასაფასებელია. ერთხელ მაინც თუ გინახავთ მესის თამაში, დააკვირდებოდით, როგორ ითავსებს გუნდში პასუხისმგებელ როლს. ლეო ინის და ხავის წასვლის შემდეგ, გუნდის ნახევარმცველიცაა, პასების გამნაწილებელიც და შეტევის უდიდესი ძალაც. რაც მთავარია, იგი ცდილობს ყოველ მატჩში მეტი სივრცე შეუქმნას თანაგუნდელებს და გოლის გატანის შანსი მისცეს. დააკვირდით, როგორ გადააქვს დიაგონალზე ბურთი, როგორი მოულოდნელი საგოლე გადაცემები სჩვევია არგენტინელს და ადვილად მიხვდებით, რომ ყოველივე ამის გამო, იგი ყველაზე გუნდური მოთამაშეა. წარმოდგენაც კი ძნელია, რა ეშველება არამარტო ბარსელონას, არამედ მთელ საფეხბურთო სამყაროს მისი წასვლის შემდეგ, ამიტომ, ის საფეხბურთო წლები, რაც მესის დარჩა, ორმაგად დასაფასებელია. ყოველივე იმის გამო, რაც მესიმ ამ ფანტასტიკურ სეზონში გააკეთა, იგი იმსახურებს რიგით მე-6 ოქროს ბურთს. წინ არგენტინელს კოპა ამერიკა ელოდება და იმედია, სანაკრებო დონეზეც ღირსეულად დატოვებს თავის კვალს, მანამდე კი მას მადლობა უნდა გადავუხადოთ მოედანზე გატარებული ყოველი წუთისათვის.....

2
61
2-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარ რეხვიაშვილი
ნუგზარ რეხვიაშვილი
61
  
2019, 6 ივნისი, 7:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 ივნისი, 7:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2