x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტი

ჩვენი ცივილიზაციის არსებობის არაერთი ათასწლეულის მანძილზე, უამრავი ფაქტი დაგროვდა, რომელიც ХХI საუკუნეშიც კი გაკვირვებას იწვევს. როგორც ამბობენ, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და ეს რომ ასეა, მტკიცებულებად, აქ მოყვანილი ზოგიერთი ისტორიული ფაქტი გამოდგება:



ძველ ეგვიპტეში კალენდარი 360 სამუშაო და 5 დასვენების დღისგან შედგებოდა


image


ძველი ეგვიპტელები კალენდრის მიხედვით ცხოვრობდნენ, რომლის მიხედვით, წელიწადში 12 თვე იყო, ხოლო თითოეულ თვეში – 30 დღე. ამასთან, წელიწადის მხოლოდ 3 დრო არსებობდა, რომელიც ნილოსის ადიდებას უკავშირდებოდა. სეზონი 4 თვისგან შედგებოდა, თვე კი – 3 კვირისგან, კვირაში – 10 დღე იყო. ყოველი წლის ბოლო თვეს 5 დღე ემატებოდა, რომელიც ღმერთებს ეძღვნებოდა (5 დღე, 5 ღმერთი: ოსირისი, ჰოროსი, სეთი, ისიდა, ნეფტიდა) და დასვენების დღეებად ითვლებოდა.




აქემენიანთა იმპერია


image


თავისი აყვავების ხანაში, ძვ. წ. აღრ. 480 წელს, აქემენიანთა პირველი იმპერიის დაქვემდებარებაში დედამიწის მოსახლეობის 44 % იმყოფებოდა.

ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, ისტორიაში არსებულ, იმპერიებს შორის. მაგ., ბრიტანეთის იმპერიაში მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 20 % შედიოდა.




ყველა გზა რომში მიდის


image


ეს შეიძლება დაუჯერებლადაც ჟღერდეს, მაგრან ანტიკური ეპოქის დასრულებისას, 1 500 წლის წინ, შეიძლებოდა რომიდან ათენში ან ესპანეთიდან – ეგვიპტეში, გზატკეცილიდან გადაუსვლელად მოგზაურობა. ძველმა რომაელებმა 7 საუკუნის მანძილზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში საგზაო კომუნიკაციები გაიყვანეს და 3 ქვეყნის ნაწილი (ევროპა, აზია, აფრიკა) ერთმანეთთან დააკავშირეს.

რომაელების მიერ ჩატარებული სამუშაოების ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ძველ წყაროებში «მოკრძალებული» ციფრი – 83−85 ათასი კმ-ია მოცემული. თუმცა, «პოიტინგერის ტაბულის» მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომაული გზების საერთო სიგრძე, დაახლოებით, 200 000 კმ. უნდა ყოფილიყო.


image


image
კონრად პოიტინგერი რომლის სახელსაც «პოიტინგერის ტაბულები» უკავშირდება, აღორძინების ხანის ისტორიკოსი, არქეოლოგი, ბუკინისტი და კოლექციონერი იყო. მან გარდაცვლილი მეგობრისგან მემკვიდრეობით, პერგამენტის 11 ფურცელზე შესრულებული ძველი რუკა მიიღო. კონრადს ამ რუკის შესახებ, მანამდე არაფერი სმენოდა, რადგან ძველმა პატრონმა ის მხოლოდ ერთხელ ახსენა და ისიც, სხვათაშორის... რუკის დათვალიერების შემდეგ, პოიტინგერი მიხვდა, რომ მის წინ რომაული გზების სქემის ასლი იყო და გამოცემა გადაწყვიტა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ შემდგომში, რუკას რომლის სიგრძე 6, 75 მ-ს შეადგენდა, «პოიტინგერის ტაბულები» ეწოდა.




«სიკვდილის სასტვენები»



image


პირველად თიხისგან დამზადებული 2 სასტვენი არქეოლოგებმა, ტლატელოლკოს ტერიტორიაზე წარმოებული გათხრების დროს, 1999 წელს აღმოაჩინეს. უჩვეულო საგნები ერთ სამარხში იპოვნეს, სათამაშოებად მიიჩნიეს და როგორც უსარგებლო და უშინაარსო ნივთები «რიტუალური მოსართავების» შესანახ მუყაოს ყუთში მოათავსეს. ასე ინახებოდა სასტვენები 15 წლის მანძილზე, არტიფაქტების საცავში, ვიდრე შემთხვევით არნდ ბოტმა (Arnd Adje Both) არ შენიშნა. მეცნიერმა, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ძველი ცივილიზაციების მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლას მიუძღვნა, თიხის ნახვრეტიანი ფიგურა დაინახა თუ არა, მაშინვე ჩაბერა... და სასტვენმა ისეთი ხმა გამოსცა, როგორსაც ჯოჯოხეთში მოხვედრილი ცოდვილები, წამების დროს გამოსცემენ (ამ ხმის მოსმენის შემდეგ, ასეთი ასოციაცია გაუჩნდა მეცნიერს). სწორედ ამიტომ, დაარქვეს თიხის ფიგურებს «სიკვდილის სასტვენი».

მეცნიერები ფიქრობენ, რომ სასტვენები, ძველ დროში, აკუსტიკური იარაღის ფუნქციას ასრულებდა და აცტეკები მას მტრის შესაშინებლად იყენებდნენ.

ხოლო, მას შემდეგ, რაც სასტვენის ჭეშმარიტი დანიშნულების შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, მისი პოვნის ფაქტებიც გახშირდა. სავარაუდოდ, სასტვენებს ადრეც პოულობდნენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ.

imageimageimageყველაზე ძველი «სიკვდილის სასტვენი» ძვ. წ. აღრ. 400 წლით არის დათარიღებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამზადების ტრადიცია ძალიან ძველია. ხოლო, მისი საშინელი ხმა, აცტეკების არაერთ თაობას გაუგონია.




ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები ძველ რომშიც იმართებოდა


image


ძველი რომის უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლებასთან დაპირისპირების დროს, პროტესტს ქალაქიდან წასვლით გამოხატავდა და ისტორიული წყაროების ცნობით, ასეთი რამ არაერთხელ მოხდა. საკუთარი უფლებების დასაცავად, პროტესტის ასეთი ფორმა ძალზე ეფექტური იყო: პარალიზებულ ქალაქში, ცხოვრების ჩვეული რიტმის აღსადგენად, ხელისუფლება ყველანაირ დათმობაზე მიდიოდა.




კონდენციონერები ძველ მსოფლიოში


image


ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კაცობრიობის ისეთი სასარგებლო გამოგონება, როგორიც კონდენციონერია, ძველ ეგვიპტეში და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, 2 ათასი წლის წინ უკვე არსებობდა (დღესაც არსებობს)!

ძველი ეგვიპტელები და სპარსები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ცხელ რეგიონებში ცხოვრობდნენ, სახლებს ისე აშენებდნენ, რომ შიგნით მუდამ გრილოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარეთ ჰაერის ტემპერატურა + 50 გრადუსამდე იყო.

უნიკალური კონსტრუქცია, რომელსაც ირანში ბადგირს, ხოლო ეგვიპტეში – მალკაფს ეძახიან, ქართულად «ქარის დამჭერის» ნიშნავს. ვინ და როდის გამოიგონა სახლების ამ მეთოდით გაგრილება, ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ მალკაფები ეგვიპტეში ძვ. წ. აღრ. 1300 წლის წინ (19-ე დინასტია) უკვე არსებობდა.

უძველეს დროში არსებული გამაგრილებელი სისტემები უკვე საკმაოდ არის შესწავლილი და როგორც თანამედროვე ინჟინრები აცხადებენ, ძველი «კონდენციონერები» ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ანალოგიური ფუნქციის, ყველაზე თანამედროვე გამაგრილებელი საშუალებები. მათი აზრით, – ეს, ფაქტიურად, «მუდმივი ძრავებია», რომლებსაც ენერგიის წყარო არ ესაჭიროება!


image


ამ მოწყობილობის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მასში ჰაერის ცირკულაციის და ოთახის გაგრილებისთვის, ნაგებობის ზომა და მდებარეობა, სწორედ იყოს გათვლილი.




ჟანა დ’არკი და მოკლე ვარცხნილობის ტენდენციები


image


image

საფრანგეთის ეროვნული გმირი ჟანა დ'არკი სტილის ხატად იქცა ცნობილი ფრანგი სტილისტის ალექსანდრე დე პარისთვის (1922-2008 წწ.), რომელიც ნამდვილი გამომგონებელი და ისტორიის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მან ჟანა, ქალი–მეომრის სიმბოლო აირჩია და მისი მოკლე ვარცხნილობით შთაგონებულმა, ნებისმიერი სახის ოვალისთვის უნივერსალური ვარცხნილობა — ბობ–კარე შექმნა, რომელიც მოვლის და მოწესრიგების მხრივ, ძალზე უბრალო და წარმოუდგენლად მოსახერხებელია.

image


II მსოფლიო ომის დროს, ბუზები სპეციალური დანიშნულების რაზმის «ჯარისკაცები» იყვნენ


image


იაპონელი სამხედროები, ჩვეულებრივ ოთახის ბუზებს, ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, როგორც იარაღს ისე იყენებდნენ: მათ სითხით ფარავდნენ, რომელიც ქოლერის ბაქტერიებს შეიცავდა და ჩინეთის ტერიტორიაზე უშვებდნენ. ჩინელებს იმუნიტეტი არა ჰქონდათ და შედეგად, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა, ხოლო იაპონელებს დაავადებისგან ვაქცინა იცავდა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბიოლოგიური იარაღის გამოყენების I შემთხვევა არ იყო. ერთ-ერთი პირველები, ვინც ბიოლოგიური იარაღი გამოიყენეს, ხეთები იყვნენ (ანატოლია, ძვ. წ. აღრ. 1800 – 1180 წწ.). ისინი ტულარემიით (მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადამიანს დასნეულებული ცხოველისგან გადაეცემა) დაავადებულ ცხვრებს და სახედრებს იყენებდნენ, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში ეპიდემია გაევრცელებინათ.




ურჩმა გენერალმა პარიზი გადაარჩინა


image


დიტრიხ ფონ ხოლტიცი პარიზის უკანასკნელი სამხედრო გუბერნატორი (კომენდანტი) იყო. მან 1944 წლის აგვისტოში, როდესაც უკვე აშკარა გახდა, რომ გერმანია ომს აგებდა, ჰიტლერისგან პარიზის ყველა ისტორიული და რელიგიური ძეგლის, მათ შორის პარიზის სიმბოლოს, – ეიფელის კოშკის განადგურების ბრძანება მიიღო. მაგრამ, მან ამის გაკეთებაზე უარი თქვა, რადგან სამხედრო–სტრატეგიული თვალსაზრისით, ამაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავდა. ბრძანების მიღების შემდეგ, მან ჯერ ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა და დროებით ზავს მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ, ტყვედ ჩაბარდა და ამის გამო, მას პარიზის გადამრჩენსაც ეძახიან.

imageimageimageimageimageimageimage







0
1184
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0