x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
,,მამის გარდაცვალების შემდეგ ფანდურა ბექაური მსმენელების თხოვნით, სცენას რეპერ ბუსთან ერთად უბრუნდება''

ფანდურა ბექაური და რეპერი ბუ

არცთუ ისე მძიმე გადასატანი იყო შენთვის მამის გარდაცვალების შემდეგ სცენას დაბრუნებოდი, რატომ რეპერი ბუ?

- ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, ჯერ დედა, შემდეგ მამა გარდამეცვალა, ყოველივე ამის შემდეგ ძალიან მიჭირდა მუსიკას დავბრუნებოდი, მწერდნენ მირეკავდნენ ჩემი გულშემატკივრები, ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი მხარდაჭერისთვის, სწორედ მათი თხოვნით ვბრუნდები სცენაზე არ მაქვს უფლება მათ ვუღალატო. მე და ბუმ ერთობლივი დუეტით სიმღერა მამაჩემს მივუძღვენით, სიმღერას თოვლი ქვია. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ და მომწონს ბუს სიმღერების შესრულების სტილი და მასაც ანალოგიურად მოსწონს ჩემი Folk Regga -ი და საბოლოო ჯამში გამოდის Folk Regi hiphop. ძალიან მაგარი სიმღერა გამოვა და ადვილად მივა მსმენელთან. ბუ შესანიშნავი პოეტი და ძალიან კარგი რეპერი არის. როდესაც ის პრაიმ შოუში სიმღერის პრემიერით გამოჩნდა ყველა გააოცა, ყველა მის შესრულებაზე და პიროვნებაზე საუბრობდა. მასზე დღესაც საუბრობენ რადგან ძალიან კარგი რეპერია, სწორედ ბუს იდეა იყო დუეტი ჩაგვეწერა, მან მითხრა რომ სიმღერა მამაჩემზე გაგვეკეთებინა, რამაც ძალიან გამახარა. ფანდურა ბექაურის და ბუს დუეტი იქნება ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი, დარწმუნებული ვარ მსმენელი მალე შეიყვარებს. სიმღერის პრემიერა ძალიან მალე შედგება, დაგველოდეთ.

0
355
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0